ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოსო მეშველიანი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2012


გალიციური კაპრიჩიო

      "სხვებთან შედარებით, გალიცია ერთობ ღარიბი კუთხეა ესპანეთში, ამიტომ იქაურებს ხშირად უხდებათ, ესპანეთის დიდ  ქალაქებში ხეტიალი, სხვადასხვა სამუშაოს ძებნა და ამავდროულად პროფესიის შეცვლაც კი. ასე მაგალითად, ჩემი ნაცნობი ალფრედო თუ პონტევედრაში თევზმჭერი იყო, ექსტრემადურაში ცეკვას ასწავლის"  (პიო ბაროხა)


წევს მწვანე თევზი, პრიალა ფსკერზე
წყალგამოცვლილი აკვარეუმის.
ტაძრის გუმბათის ქიმებზე მსხდარ წეროებზე და
ზღვის მლაშე ქარში მოქანავე ალვებზე მაღლა.
ოთახში, რომლის ბნელ კუთხეში ერთი მაღალი
გამხდარი კაცი ახველებს და ბორძიკით უკრავს.
კლარნეტის ბგერებს ირეკლავენ ყრუ კედლები და
ქოთნის ტიტები ირხევიან ოდნავ მაღლები,
როგორც ამბობენ უქმეებზე თურმე ამ კეთილ
კაცს უხარია, დაკვრა ძაღლების
პარიკმახერი ცოლის დაკვეთით.

დაუზარელი და სიტყვა ძუნწი,
გუდმენობს კაცი, თავისთვის წყნარ და
მყუდრო ბინაში. რა მოხდა უწინ
თუ ლოკოკინის სათბურებს რწყავდა.

დუმან ხმამაღალ მუსიკის შიგნით,
გადასეტყვილი ღამის ქუჩები.
შენთვის გუდმენობს ძვირფასო ინგრიდ
ძველი ფერმერი პაკო ფუჩეტი.

ეწევით, უსმენთ და თან ათას ერთ
წვრილმანზე ფიქრობთ. იფიქროთ უნდა
არაფრის გემოს ატანთ ნაფასებს
და ასე მუდამ
სავსე მუსიკით,
რწყავთ თეთრ ყვავილებს, ფანჯრის რაფაზე
დამუნჯებული თუთიყუში კი

დაჰყურებს ქალაქს იმ სიმაღლიდან,
დაბლა, ნაწვიმარ, ცარიელ  ქუჩას,
კვეთს მაწანწალა სველი ძაღლი და
გატანჯულ თვალებს, წკმუტუნით ხუჭავს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები