 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 3 აპრილი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
„а утюг есть?“ - ეს იყო პირველი კითხვა, რაც ჩემმა ახლადგაცნობილმა მეზობელმა დამისვა. იმდენად გამიკვირდა, რომ რამოდენიმე წამი აზრზე ვერ მოვედი. ჩემი ფიქრებში იმ წამსვე გაიელვა მრავალმა აზრმა იმასთან დაკავშირებით, თუ ეს ნივთი „утюг“ საერთოდ იყო თუ არა საჭირო, რისთვის იყო და ვინაიდან იყო და ჩემი მეზობელი მას კითხულობდა ესე იგი საჭირო ყოფილა. იმ დროს ერთ პატარა ორ-ოთახიან ბინაში ვცხოვრობდი ჰამბურგის ერთერთ ყველაზე ალტენრატიულ უბანში. ამ უბანში ვერასდროს ნახავდი დაუთოებულ ტანისამოსს, ალტერნატივა იყო უბნელების მთავარი მამოძრავებელი ძალა და თითოეული მაცხოვრებელი გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გამოეხატა პროტესტი არსებული წყობილების საწინააღმდეგოდ. თქვენ წარმოიდგინეთ არა მხოლოდ ქართველები ვართ მუდმივად ყკმაყოფილო მთავრობით და მმართველობის სტილით არამედ ჰამბურგის ცენტრალურ უბანში მცხოვრები ახალგაზრდებიც. დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ უბანში რატომღაც მხოლოდ ახალგაზრდები ცხოვრობდნენ. ახალგაზრდები, არა ასაკით არამედ სულით, გაგებით, მსოფლხედველობით, ჩაცმის სტილით და გემოვნებით. მე იმ მომენტში ბევრი მცდელობისა და ფიქრის მიუხედავად არც სამსახური მქონდა და არც რაიმე შემოსავლის წყარო გამაჩნდა, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი პატარა ოროთახიანი ბინის დიდი ოთახი (დიდი ოთახიც საკმაოდ პატარა იყო) გამექირავებინა და ამით ჩემი ყოველთვიური მტანჯავი ხარჯები შემემცირებინა. განცხადება გამოვაკარი და ველოდი უბანთან შესაფერისი კანდიდატის გამოჩენას. სხვათა შორის განცხადებებიც კი ამ უბანში თავისებური იკვრებოდა. რაღაც პროტესტით გაჟღენთილი იყო ყოველი განცხადება და ყველა ავტორი ცდილობდა რაიმე ორიგინალური და ალტერნატიული ყოფილიყო მის განცხადებაში. რამოდენიმე მათგანი ახლაც კარგად მახსოვს. „ ვეძებ მეზობელს, რომელსაც უყვარს სექსი, ნარკოტიკები და როკენროლი” ან კიდევ ესეთი „ვყიდი ჩემს უსაყვარლეს ფრანგ გოგონას „რენო (რენაულტს ეძახიან ჩვენთნ რატომღაც) ტვინგოს““ აი კიდევ: WANTED!!! თუ ხარ კრეატიული და ეძებ სამსახურს მოგვმართე კრეატიულად“. მეც, როგორც აგერ უკვე 6 წლიანი სტაჟის „კარენოი“ იმ-უბნელმა შევთხზი ამგვარი განცხადება: „ფიქრობ, რომ მთავარია არა კომფორტი არამედ ალკოჰოლის რაოდენობა? ფიქრობ, რომ მთავარია არა ფული არამედ კარგი ხასიათი და მეგობრები? ფიქრობ, რომ მთავარია არა სიწყნარე არამედ კარგი, ხმამაღალი მუსიკა? მაშინ გადმოდი ჩემს მეზობლად“ ამ განცხადებაში ვფიქრობ ის ყველაფერი ჩავაქსოვე, რისი წაკითხვის შედეგადაც არ უნდა შეგქმნოდა მცდარი აზრი ჩემს მიერ შეთავაზებულ პირობებზე. მართლაც გაისმა ზარი კარზე. გავაღე კარები და დავინახე შავგვრემანი მამაკაცი, რომელმაც საზარელი რუსული აქცენტით მკითხა „ძიე ვონუნგ ისტ ცუ fერმიტტენ? -ეს ბინა ქირავდება?“ მივხვდი იმ წამსვე, რომ სტუმარი რუსი იყო და გახარებულმა მიუგე: „კანეჩნა ბრატან ზახაძი დარაგოი“. ბევრი ლაპარაკის გარეშე დავთანხმდი ამ ადამიანის მიღებას და ისიც 1 საათში გადმოვიდა თავისი ნივთებითურთ. სამშობლოზე მონატრებული როცა ხარ ის ადამიანებიც კი, რომლებიც შენი სამშობლოს მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობენ შენიანებად გეჩვენებიან. ამ დროს არ ფიქრობ ომებზე, 9 აპრილზე, აფხაზეთზე თუ გეორგიევსკის ტრაქტატზე. მხოლოდ გსიამოვნებს, რომ რაღაცა მაინც იპოვე ისეთი ამ ცივ ქვეყანაში, რაც გახსენებს საკუთარ სამშობლოს. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო ეს ადამიანი მივიღე, როგორც უახლოესი ძმა და მეგობარი. იგი შეუდგა თავისი ოთახის მოწყობას და ნივთების მილაგებ-მოლაგებას. ამავე დროს მე მაცივრიდან გამოვიღე დარჩენილი ნახევარლიტრიანი ჭაჭა, რომელიც ერთერთმა ოპერ-გოგონამ ჩამომიტანა, „ბიჭებმა გამოატანეს თბილისიდან“. ოპერ გოგონა არ გეგონოთ ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი. ოპერებს ძიძებს ეძახიან, რომლებიც მრავლად ჩადიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ევროპაში ერთწლიანი პროგრამით ბავშვების მოსავლელად. მახსენდება ერთი გამოცანა: ეზიზღება ბავშვები და ცხოვრობს სხვენში, ვინ არი? - რა თქმა უნდა ოპერ-გოგონა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჭეშმარიტად ასეა. ყველა ოპერ გოგონას ეზიზღებოდა თავისი მოსავლელი ბავშვები და ყველას საცხოვრებლად გამოუყოფდნენ ხოლმე სხვენის პატარა ოთახს... ყოველთვის მიკვირდა საქართველოში სოფლებში, რომ ჩადიხარ ახალგაზრდა გოგოები ძალიან ცოტა რატომ არიან მეთქი. ამ კითხვაზე პასუხი ევროპის შუაგულში, ჰამბურგში მივიღე. ყველა გოგო ჰამბურგში იყო ჩამოსული ოპერ-გოგონად. რთულია აღწერო ის მდგომარეობა, რომელშიც ეს საცოდავი გოგონები იმყოფებოდნენ. აბა წარმოიდგინეთ საქართველოს ღრმა სოფლიდან უცბად ევროპის ცენტრში რომ აღმოჩნდები. არ ვიცი თავისუფლების დოზა წყენდათ თუ რა, მაგრამ ეს ოპერ-გოგონები ისეთებს შვებოდნენ.... მართალი გითხრათ მე უფრო სლავ ოპერ-გოგონებთან ვმეგობრობდი. მეგობრობას ამ შემთხვევაში სუფთა გერმანულს ან რუსულს ვგულისხმობ, რასაც ალბათ სიტყვა „ლოგინობრობა“ უფრო შეესაბამება. რატომ აქვთ მშვენიერ სლავ გოგონებს ყოველთვის ცივი ხელები? ერთი სიტყვით დავდგი მაგიდაზე ჩაციებული ჭაჭა - ამ ჭაჭას უბრალო სტუმარს არ დავალევინებდი, ვინახავდი განსაკუთრებული შემთხვევისათვის, ბოლობოლო თბილისიდან იყო გამოგზავნილი „ბიჭების“ მიერ და 4000 კილომეტრი ქონდა გავლილი იმისათვის, რომ ჩემთვის ესიამოვნებინა - ჩემი ახალი მეზობლისთვის ნამდვილად მემეტებოდა ეს ჭაჭა. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ესე, მაგრამ ალბათ ისეთ სულიერ მდგომარეობაში ვიყავი იმ მომენტში, რომ ძალზედ მჭირდებოდა დახმარება ძირითდად მორალური, იმ მომენტში მჭირდებოდა ძმა. ჩემი მეზობელიც ალბათ ჩემთვის დამახასიათებელი, ზოგჯერ გადამეტებული სტუმართმოყვარეობის და მიამიტობის გამო მივიღე ჩემს ძმად. ერთი სიტყვით მაგიდაზე დავდგი ჭაჭა, ცოტა მჟავე კიტრი, რომელსაც გერმანიაში ჩემი აზრით ტკბილი კიტრი უფრო უნდა ერქვას, თურქული პური, ბერძნული ყველი, გენმოდიფიცირებული ესპანური პომიდორი და გერმანული სოსისი, რის შემდეგაც შევძახე ჩემს ახლადშეძენილ ძმას ალეკსეის: „ალიოშა, იძი დოროგოი, ვსიო გოტოვა, ვიპემ პო ნიმნოშკუ“. ალიოშამ გამოიხედა ოთახიდან უკმაყოფილო მზერით და მითხრა „„а утюг есть??? да и вообше, нахуи я шас выипю этот хрен?, мне завтра в 6 вставать ёб т... я же военныи, мне на базу надо". ეს ფრაზა იყო და თავში დამიტრიალდა მთელი რუსეთთან დაკავშირებული ისტორია, ის რაზეც ცოტა ხნის წინ არ მიფიქრია ახლა ამომიტივტივდა. ყოველი ფაქტი, თარიღი თუ ქმედება ერთ დიდ მუქი ფერის ზღვად შეიკრა ჩემს ტვინში და თითქოს მეძახდა კიდეც „ალეკსეის ბრალია სულ ყველაფერიო“. გამახსენდა აფხაზეთი... ასევე ჩემი ბიჭები, რომლებიც თბილისის უშუქობების დროს ღამის 3 საათამდე ეზოში იდგნენ და სიცივეს ჭაჭითა თუ არყით ებრძოდნენ და რომ ჩემთვის ჭაჭის გამოგზავნა მაინც მოახერხეს. ამ ადამიანმა საშინელი გრძნობები აღმიძრა, თუმცა შეიძლება ეს ჩემს იმდროინდელ სულიერ მდგომარეობასთან იყო კავშირში. ჩემდა უნებურად ისეთი სახე მივიღე, რომ ალექსეის შეშინებული თვალებიდან ლამის ცრემლები წამოუვიდა. სურვილმა შემიპყრო, რომ ეს ადამიანი იქვე მიმეხრჩო, მაგრამ ჩემმა ხელებმა ჩემს სურვილს სძლიეს და იმ მომენტში სწორად იმოქმედეს. ავიღე ჭაჭის ბოთლი, მივამსხვრიე კედელზე და ჩემს მეზობელს ვუთხარი: „დაიუ წებე 5 მინუტ ჩტობი ტი ვზიალ სვაი ვეში“... ჩემი სულიერი გაძლიერების მცდელობამ სრული ფიასკო განიცადა და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ მეზობლად ჩამისახლდა სლავი გოგონა, რომელიც უვლიდა ჩემს სხეულს, მაგრამ ვერაფერს მატებდა ჩემს სულს. მახსენდება მხოლოდ მისი ცივი ხელები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. "Egal wer uns Berührt" მგონი ცოტატი მაინც აქვს მნიშვნელობა ვინ არის ;)
მიხარია, თუ კარგ განწყობაზე გაყენებს ჩემი მოთხრობები.. იმედი მაქვს, რომ 20 წლის შემდეგ, როცა დავბეჭდავ და გავუგზავნი ჩემს ემიგრანტ მეგობრებს, ისინიც ცოტას გამხიარულდებიან და კარგ ხასიათზე დადგებიან :)
"Egal wer uns Berührt" მგონი ცოტატი მაინც აქვს მნიშვნელობა ვინ არის ;)
მიხარია, თუ კარგ განწყობაზე გაყენებს ჩემი მოთხრობები.. იმედი მაქვს, რომ 20 წლის შემდეგ, როცა დავბეჭდავ და გავუგზავნი ჩემს ემიგრანტ მეგობრებს, ისინიც ცოტას გამხიარულდებიან და კარგ ხასიათზე დადგებიან :)
8. ოპერი თუ აუპიარი ჰქვია მაგ გოგონებს სხვენში რომ ცხოვრობენ :D
ცივი ხელები :D:D
Egal wer uns Berührt, wenn er es richtig und mit Liebe tut, gibt er uns die Energie, die wir brauchen, um das zu tun, was wir tun müssen.
მოკლედ აქ შემოვდივარ და სულ ვიცინი, რა ხდება ? პროზა რომ იუმორისტულიდ ჩაანაცვლო უკეთესი იქნება? )))
ოპერი თუ აუპიარი ჰქვია მაგ გოგონებს სხვენში რომ ცხოვრობენ :D
ცივი ხელები :D:D
Egal wer uns Berührt, wenn er es richtig und mit Liebe tut, gibt er uns die Energie, die wir brauchen, um das zu tun, was wir tun müssen.
მოკლედ აქ შემოვდივარ და სულ ვიცინი, რა ხდება ? პროზა რომ იუმორისტულიდ ჩაანაცვლო უკეთესი იქნება? )))
7. დიდი მადლობა ძვირფასო სოლე. ვინაიდან ჩემი ბინა ერთერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობდა, სადაც თავისუფალი ბინის პოვნა ფაქტიურად შეუძლებელი იყო ალეკსეიმ გადაწყვიტა ნებისმიერ განცხადებას გამოხმაურებოდა და ეცადა თავისი ბედი, თუმცა ... დიდი მადლობა ძვირფასო სოლე. ვინაიდან ჩემი ბინა ერთერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობდა, სადაც თავისუფალი ბინის პოვნა ფაქტიურად შეუძლებელი იყო ალეკსეიმ გადაწყვიტა ნებისმიერ განცხადებას გამოხმაურებოდა და ეცადა თავისი ბედი, თუმცა ...
6. „ფიქრობ, რომ მთავარია არა კომფორტი არამედ ალკოჰოლის რაოდენობა? ფიქრობ, რომ მთავარია არა ფული არამედ კარგი ხასიათი და მეგობრები? ფიქრობ, რომ მთავარია არა სიწყნარე არამედ კარგი, ხმამაღალი მუსიკა? -მიკვირს, ასეთის განმცხადებელს,"ისეთმა "ალეკსეიმ რომ უპასუხა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ავტორო! „ფიქრობ, რომ მთავარია არა კომფორტი არამედ ალკოჰოლის რაოდენობა? ფიქრობ, რომ მთავარია არა ფული არამედ კარგი ხასიათი და მეგობრები? ფიქრობ, რომ მთავარია არა სიწყნარე არამედ კარგი, ხმამაღალი მუსიკა? -მიკვირს, ასეთის განმცხადებელს,"ისეთმა "ალეკსეიმ რომ უპასუხა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ავტორო!
5. სამშობლოზე მონატრებული როცა ხარ ის ადამიანებიც კი, რომლებიც შენი სამშობლოს მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობენ შენიანებად გეჩვენებიან.
ნაცნობი განცდაა... სამშობლოზე მონატრებული როცა ხარ ის ადამიანებიც კი, რომლებიც შენი სამშობლოს მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობენ შენიანებად გეჩვენებიან.
ნაცნობი განცდაა...
3. დიდი მადლობა ჯონათან :) დიდი მადლობა ჯონათან :)
2. ახლა ვნახე, პირველი ნაწარმოები ყოფილა ეს აქ თქვენი. წარმატებებს გისურვებთ! ახლა ვნახე, პირველი ნაწარმოები ყოფილა ეს აქ თქვენი. წარმატებებს გისურვებთ!
1. "ალეკსეის ბრალია სულ ყველაფერი", მაგრამ სხეულს რომ მაინც სლავი გოგონა უვლის? :)) სული კი.... მომეწონა.
"ალეკსეის ბრალია სულ ყველაფერი", მაგრამ სხეულს რომ მაინც სლავი გოგონა უვლის? :)) სული კი.... მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|