გალაკტიონი
1959 წლის თებერვალია. ქუჩაში ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მიაბიჯებს. საბავშვო ეტლით პატარა, ზღვისფერთვალა, ოქროსფერკულულებიანი გოგონა მიჰყავს. ქალს დაღლილი სახე აქვს, მაგრამ გოგონას მაინც ღიმილით შესცქერის, - მისი პირველი შვილი, პირველი სიხარული - თეონა დღეს 11 თვის შესრულდა.
”როგორ გაგრძელდა გზა... ამსიგრძე ეს ქუჩა არასოდეს ყოფილა! არა და, ხომ ამბობენ, ”სახლისკენ მიმავალი გზა ყველაზე მოკლეაო?...” ტყუილი ყოფილა!... ეს ეტლი რაღამ დაამძიმა ასე? ხელით ხომ არ მიმყავს? არა, მაჩაბლის ქუჩა გრძელი ყოფილა და აქამდე ვერ ვამჩნევდი...” - ფიქრობდა თინიკო.
ბავშვს არასწორ გზაზე ჯაყჯაყში ჩაეძინა, სახლამდე კი... ჯერ ისევ შორი გზა ედოთ წინ.
”ან მე რამ დამღალა ასე?!... რა ვქნა, ისევ ფეხმძიმედ ხომ არ ვარ? ამაზეც ასე ვიღლებოდი ხოლმე!... მოდი, ეტლს შემოვაბრუნებ, იქნებ უფრო ადვილად ვატარო?!...”
ასეც მოიქცა. თავად წინ წავიდა, ეტლი კი ზურგს უკან მოიქცია. გაუადვილდა ეტლის ტარება. ”აქამდე სად ვიყავიო?!”- გაიფიქრა.
თინიკო ფიქრებში გაერთო. ეტლიც მსუბუქად მიჰყვებოდა უკან. გზაჯვარედინს მიუახლოვდა. ეტლი წინ გამოაგორა და... გაშრა! საბავშვო ეტლი ცარიელი იყო!!! ვერც იყვირა, ვეღარც იტირა, - მეტყველების უნარი დაკარგა თითქოს. გზას გახედა, - გზა ცარიელი იყო...
ეტლი იქვე დატოვა და სირბილით გაუყვა გზას უკან. ქუჩაში კანტი-კუნტად მიმავალი ადამიანები გაკვირვებით უყურებდნენ ქაღალდივით გაფითრებულ ქალს, რომელიც გარბოდა და თან დაბნეული დაჰყურებდა ასფალტს.
მოხუცმა ქალმა ხელი წაატანა, შეაჩერა და ალერსით ჰკითხა: - რას ეძებ, შვილო?! იქნებ ჩვენ მოგეხმაროთ?... - შვილს ვეძებ, დეიდა, ჩემს შვილს!... - ასფალტზე, , შვილო?! - მოხუცმა ქალმა გაკვირვებით შეხედა და თავი გადაიქნია: შვილდაკარგული ქალი აშკარად არ ჰგავდა არანორმალურს... - აბა, მითხარი, აქ რა უნდა შენს შვილს? აქ როგორ დაკარგავდი?! - საბავშვო ეტლში მეჯდა... ეძინა... - თინიკოს ცისფერი, ლამაზი თვალები ცრემლებით აევსო, - არ ვიცი, რატომ, მაგრამ დღეს ძალიან დავიღალე... წინ მე წავედი, ეტლს კი ჩემს უკან მივაგორებდი. ცოტა ხანში რომ შევხედე, ეტლი ცარიელი დამხვდა!... მიშველეთ, დეიდა, მაპოვნინეთ ჩემი თეონა!!! - და ქალს ცრემლები წასკდა თვალებიდან.
გზაჯვარედინი სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა შავპალტოიანმა და ცილინდრიანმა ჭაღარაწვერიანმა მამაკაცმა. თინიკო სხვა დროს, ალბათ, აღტაცებული მიაჩერდებოდა ამ ჭაღარა მამაკაცს - დიდ გალაკტიონს, მაგრამ ახლა მისკენ გახედვის თავიც კი არ ჰქონდა.
გალაკტიონი პირდაპირ მისკენ წამოვიდა. ქალმა თავი ასწია, შეხედა და ... გაშეშდა: გალაკტიონს თეონა ეჭირა ხელში და ნაზად ეფერებოდა ხუჭუჭა თმებზე.
- აი, ჩემი თეონა! ბატონო გალაკტიონ! სად იპოვეთ ჩემი გოგონა?!...- გაოგნებულმა ამოილუღლუღ-ამოიტირა თინიკომ და ბავშვისკენ გაიწვდინა ხელები, მაგრამ გალაკტიონმა ბავშვი უკან დასწია. - სად ვიპოვე და საბავშვო ეტლში, რომელსაც დედამისი უკუღმა მიაქანჩალებდა!!! ვის დაყავს ასე, ქალო, ბავშვები?! ბავშვი რომ ამოვიყვანე ეტლიდან, ჯერ უკან მოგყვებოდი, ვიფიქრე, აი, ახლა მიხვდება, ეტლი რომ ცარიელია და აი, ახლა-მეთქი, მაგრამ... შენც არ მომიკვდე! მერე გზის მეორე მხარეს გადავედი და ისე მოგდევდი!... კარგია, სახლში მისვლამდე გაგახსენდა ბავშვი!!! დაკარგავ, ბიძიკო, ამ ანგელოზს, და-კარ-გაავ!!! აჰა, დაიჭირე შენი შვილი და იცოდე, ბავშვს თვალი არასოდეს მოაცილო! გაიგე, ბიძიკო?!!!
გალაკტიონმა შუბლზე აკოცა მისი წვერის წეწვით გართულ პატარა გოგონას, შემდეგ ფრთხილად გადასცა ცრემლებშემშრალ დედას და... ბანცალით გაუყვა გზას მწერალთა კავშირის სასახლისაკენ.
- ღმერთო ჩემო! გალაკტიონი თავს იმთვრალებს! წუთის წინ ხომ ის აბსოლუტურად ფხიზელი იყო?! არც ფეხი ეშლებოდა და არც - ენა!...
. . . . . . . . . .
ერთი თვის შემდეგ, 1959 წლის 17 მარტს გალაკტიონის ”ცოდვილი” სხეული უმოწყალოდ დაენარცხა ქვაფენილს, მისი ნათელი სული კი ზეცას გაფრინდა და მარადისობას შეუერთდა!...
ალაპარაკებული მუნჯი
თეონა 2 წლის და 4 თვისა იყო და... ჯერ კიდევ არ იცოდა ლაპარაკი!... არა, საუბარს არ ვგულისხმობ, - ლაპარაკი არ იცოდა! ორად ორ სიტყვას ამბობდა მხოლოდ: ნტაჲ (ანუ ”წყალი”) და მომო (”მომეცი”)... ეს იყო მისი ”დედაც”, ”მამაც”... მოკლედ, მუნჯი იყო თეონა!
თუ რამე უნდოდა, მივიდოდა დედასთან, ბებიასთან, მამასთან თუ მამიდასთან, ტანსაცმელზე დაქაჩავდა, შემდეგ უმწეოდ გაიშვერდა ხელს და... - მომო... - ნაღვლიანი ხმით იტყოდა-ხოლმე.
- თეონა!... - დაუძახებდნენ თუ არა, მაშინვე მორბოდა და მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებდა დამძახებელს.
თოჯინებით თამაში უყვარდა. ჩაისვამდა თოჯინას კალთაში და... - ააა-აააააა-ააააააა!!! - უსიტყვოდ, მხოლოდ ხმით უმღეროდა-ხოლმე და თანაც როგორ უმღეროდა!!!
მხრებს იჩეჩავდა ყველა, - ბავშვი, რომელსაც ჩურჩულიც კი ესმოდა, არაფერს ამბობდა!!! - ამ ბავშვის ცოდვით აღარ ვარ!... ან როგორ შეიძლება, ასეთი აბსოლუტური სმენის პატრონმა ვერაფერი თქვას?
ზაფხული იყო უკვე და მთელი ოჯახი დასასვენებლად წავიდა მანგლისში. ტყის პირას იქირავეს ბინა, - ბავშვები მთელ დღეს წიწვნარში გაატარებენო. ერთადერთი ნაკლი ჰქონდა ამ ადგილს, - წყაროდან იყო შორს, ამიტომ წყლის მოტანა დედისთვის და მამიდისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა. თუმცა ეს პრობლემა სრულიად არ აწუხებდა თეონას....
მისი პატარა დაიკო, ნინუცა ჯერ 9 თვისა იყო მხოლოდ, ამიტომ დედის ყურადღება უმცროსისკენ იყო მიმართული. თეონას ჰამაკი ისე ჩამოუბეს, რომ სხვათა დაუხმარებლადაც შეძლებოდა მასში ჩაჯდომა და გაქანება. ჰოდა, ჩაჯდებოდა-ხოლმე თეონა ჰამაკში, ქანაობდა და თან გაფაციცებით უსმენდა დედას, რომელიც ხან იავ-ნანას უმღერდა პატარა ნინუცას, ხანაც ლექსებს უკითხავდა შვილებს საბავშვო წიგნებიდან... მიუხედავად იმისა, რომ მის წაკითხულ ლექსებს ვერცერთი იმეორებდა.
- შენ ბავშვებს მიხედე, სადილზე და სარეცხზე კი - მე ვიზრუნებო, - მანგლისში ჩასვლისთანავე შესთავაზა მამიდამ დედას ფუნქციების განაწილება.
იმ დღესაც იგივე მეორდებოდა, - დედა ბავშვებს ართობდა, მამიდამ კი ორი დიდი სათლით წვალებით მოიტანა წყალი და სადილის კეთებას შეუდგა. თეონამ ჰამაკში ქანაობით გული იჯერა, შემდეგ ჩამოხტა და სახლისკენ წავიდა. - სად მიდიხარ, თეონა? - იკითხა დედამ და თეონამაც ხელის მოძრაობით ანიშნა, თოჯინა უნდა მოვიყვანოო... - მალე მოდი... გელოდები, წიგნს წაგიკითხავ... თეონამ თავი დაუქნია და სახლისკენ გაიქცა.
- რა გინდა, თეონა? - ჰკითხა მამიდამ სახლში შესულ გოგონას. - ნტაჲ... მომო ნტაჲ... - მიდი, ჭიქა მაგიდაზე დევს, შენით დალიე... დიდი გოგო ხარ უკვე...
თეონა ოთახში შევიდა, წყალი დალია, თოჯინას და მის ლოგინს ხელი დაავლო და ისევ დედისკენ გაიქცა. ჰამაკთან მისულმა თოჯინას ლოგინი გაუშალა და... საბანს დაუწყო ძებნა. აშკარად ახსოვდა, რომ წამოიღო, ჰამაკამდე კი - არ მიუტანია. ”გზაში დამივარდებოდაო” იფიქრა და ისევ სახლისკენ გაიქცა. დედამ თვალი გააყოლა თეონას და ნინუცას მიუბრუნდა, რომელსაც ეძინებოდა და ამიტომ ჭუჭყუნებდა.
თოჯინას საბანი ტალახში ეგდო... თეონამ საბანი აიღო და მამიდას უხმოდ გაუწოდა. - ახლა არ მცალია, წადი, ოთახში აიტანე ეს საბანი, გასარეცხია... შენ კი სხვა რამე დააფარე შენს თოჯინას. ახლა არ ცივა და უსაბნოდაც არ გაგიცივდება... მიდი, მამიდა...
თეონამ კიბეზე აირბინა, ოთახში შევიდა და... სუფთა წყლით სავსე სათლში საბნის ”რეცხვა” დაიწყო...
მამიდამ ეზოდან გახედა ოთახს. - თეონა! - გასძახა ხმამაღლა, მაგრამ არავინ გამოსულა. ”ეტყობა ვერ დავინახე, ისე გამოვიდაო” - იფიქრა და სადილის კეთება განაგრძო. ცოტა ხანში ოთახში შევიდა და რას ხედავს: სათლის გარშემო წყლის გუბე დგას, ერთიანად გაწუწული თეონა კი მონდომებით წურავს ”გარეცხილ” საბანს. - ეს რა არის, თეონა, არ გრცხვენია? - გაუბრაზდა მამიდა და ტაკოზე შემოარტყა ხელი, - დედაშენი სადღაა? შენ ხომ გცემე, ახლა წავალ და იმასაც ვცემ, შენ რომ აქეთ გამოგიშვა!...
თეონამ, რომელიც შექებას ელოდა საბნის დამოუკიდებლად გარეცხვის გამო, წყენის ცრემლები, დიდი ლუკმასავით, ძლივს გადაყლაპა და დედასთან გაიქცა. დედა ნინუცას აძინებდა. თეონამ დედას კაბის კალთაზე მოქაჩა, მაგრამ... - სუუუ... - ჩუმად უთხრა დედამ. - დედა, მამიდამ მე მცემა და ახლა უნდა მოვიდეს და შენ დცემოს!... - გაუბედავად თქვა თეონამ და დედას მიაჩერდა. - რა მითხარი? ვერ გავიგე... - თალო, შენ რა, დაყრუვდი? მამიდამ მე მცემა და ახლა უნდა მოვიდეს და შენ დცემოს!... მე რო საბანი დავრეცხე, იმიტო!...
და უცებ დედამ დააფიქსირა, რომ ყოველივე ამას თეონა მიმიკებით კი არ აგებინებს, ხმით ეუბნება!!! - მიშველეთ! ბავშვი ლაპარაკობს!!! - მთელი ხმით იყვირა დედამ და ერთდროულად მთელი ხმით ატირდა დედის ყვირილით შეშინებული ნინუცა. - თიკი, რა მოხდა, რატომ ყვირი? - შეშინებული მოვარდა მამიდა. - რა მოხდა და თეონამ დაილაპარაკა! და რა თქვა, იცი? ”მამიდამ მე მცემა და ახლა უნდა მოვიდეს და შენ გცემოსო”...... - თიკი, ალბათ ჩემი ხმა გაიგე და... - რას ამბობ, გოგო?! თეონას ხმა სახლიდან კი არ გავიგე, თქვენი ხმები რომ ამრეოდა?!... ან ხმებიც როგორ ამერეოდა?! ბავშვმა ხმით მითხრა, როცა ჩემთან დაბრუნდა!... - თეონა, მამიდა, თქვი, აბა, რამე?! თქვი, სიხარულო... - დედიკო, აბა კიდევ მითხარი, რა გითხრა მამიდამ?!...
ხმა არ გაუღია თეონას, წავიდა და ჰამაკში ჩაჯდა.... მთელი დღის განმავლობაში ეხვეწებოდნენ თეონას, კიდევ ეთქვა ერთი პატარა სიტყვა მაინც... უშედეგოდ!!! თეონა ხმას არ იღებდა და მხოლოდ ”ნტაჲ მომოს” ამბობდა-ხოლმე.
მათ მეზობლად ბავშვთა ექიმი ცხოვრობდა. - თინიკო, ბავშვს ნუღარ ეხვეწებით დალაპარაკებას... რადგან ერთხელ თქვა სიტყვა, ესე იგი კიდევ იტყვის... ასეთ ბავშვებს დრო სჭირდებათ მხოლოდ... - იტყვის კი?... - იტყოდა-ხოლმე დედა და ჩუმად იწმენდდა თვალზე მომდგარ ცრემლებს. - იტყვის, თინიკო, აუცილებლად იტყვის!...
გაიარა ერთმა კვირამ. თეონას აღარავინ აწუხებდა ხვეწნა-მუდარით, რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა...
და აი, ერთ მშვენიერ დღეს, როცა დედა ნინუცას აძინებდა, თეონა თავის ჰამაკში მოთავსდა და... ლექსების თქმა დაიწყო! ჯერ ჩუმად ამბობდა, გაუბედავად, შემდეგ გათამამდა, ხმას მოუმატა და ბოლოს თავისი წკრიალა ხმით ”იავ-ნანა” წამოიწყო...
დედას სულ დაავიწყდა ნინუცაც და მისი შუადღის ძილიც, გაოგნებული უსმენდა თეონას, რომელიც პაუზის გარეშე გადადიოდა ერთი ლექსიდან მეორეზე, მესამეზე, მეათეზე, ოცდამეათეზე... დედას სათვალავი აერია, ვეღარ დათვალა თეონას ნათქვამი ლექსები... მათი რაოდენობა კი კატასტროფული სიჩქარით მატულობდა...
სახლის წინ მანქანა გაჩერდა. პარასკევი იყო და მამიკომ ჩამოაკითხა ბავშვებს. სხვა დროს ყველა ერთად ეგებებოდა ხოლმე, ახლა კი მეუღლე ადგილიდან არ იძროდა და თეონას შესცქეროდა გაფართოებული თვალებით. - თიკი, რა როხდა? - შეშფოთებული ხმით იყვირა გიზომ და მათკენ დაიძრა. მამის ხმა გაიგო თეონამ, თავი გზისკენ მიაბრუნა და... - მამაააააა! - მთელი ხმით შესძახა, ჰამაკიდან გადმოხტა და მამიკოს შემოეხვია კისერზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. გალაკტიონის ჩახუტება იყო ყველაზე ემოციური... ძალიან მომწონს თეონა :) გალაკტიონის ჩახუტება იყო ყველაზე ემოციური... ძალიან მომწონს თეონა :)
17. კინაღამ ვიტირე. კინაღამ ვიტირე.
16. ძალიან თბილია! :) ძალიან თბილია! :)
15. ყოჩაღ!!! ქართულია და იავნანის მადლის უბადლო შემსრულებელი ნაწარმოები... საოცარია... მე ვამაყობ... გმადლობთ! :) ყოჩაღ!!! ქართულია და იავნანის მადლის უბადლო შემსრულებელი ნაწარმოები... საოცარია... მე ვამაყობ... გმადლობთ! :)
14. დედას სულ დაავიწყდა ნინუცაც და მისი შუადღის ძილიც, გაოგნებული უსმენდა თეონას, რომელიც პაუზის გარეშე გადადიოდა ერთი ლექსიდან მეორეზე, მესამეზე, მეათეზე, ოცდამეათეზე... დედას სათვალავი აერია, ვეღარ დათვალა თეონას ნათქვამი ლექსები... მათი რაოდენობა კი კატასტროფული სიჩქარით მატულობდა...
მაგიჟებ, რა... და გალაკტიონსაც თუ ყავდი ჩანახუტები, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი! 5 დედას სულ დაავიწყდა ნინუცაც და მისი შუადღის ძილიც, გაოგნებული უსმენდა თეონას, რომელიც პაუზის გარეშე გადადიოდა ერთი ლექსიდან მეორეზე, მესამეზე, მეათეზე, ოცდამეათეზე... დედას სათვალავი აერია, ვეღარ დათვალა თეონას ნათქვამი ლექსები... მათი რაოდენობა კი კატასტროფული სიჩქარით მატულობდა...
მაგიჟებ, რა... და გალაკტიონსაც თუ ყავდი ჩანახუტები, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი! 5
13. ჰამაკი.... ჩემი კახეთი გამახსენდა...მეც შემეძლო მთელი დღე თოჯინებით მეთამაშა ჰამაკში... რა კარგი იყო ბავშვობა... როდესაც სიტყვები არ მჭირდებოდა გრძნობის გადმოსაცემად...და ეს გრძნობა ბევრად გულახდილი იყო ყველა ერთად აღებულ სიტყვაზე
ჰამაკი.... ჩემი კახეთი გამახსენდა...მეც შემეძლო მთელი დღე თოჯინებით მეთამაშა ჰამაკში... რა კარგი იყო ბავშვობა... როდესაც სიტყვები არ მჭირდებოდა გრძნობის გადმოსაცემად...და ეს გრძნობა ბევრად გულახდილი იყო ყველა ერთად აღებულ სიტყვაზე
11. ძალიან კარგებია :) 5 ძალიან კარგებია :) 5
10. 10. 5 მახსოვს, რომ მაჩვენე ის ქუჩა, სადაც გალაკტიონმა მოგიტაცა
rebeka. 2008-09-08 21:46:35
--------------------------------------------------------------------------------
9. კარგად ვიხალისე ისევ პატარა თეონაზე ეს რა სასწაულები მოსვლია კაცოოოო
გალაკტიონსაც რომ მოუტაცია
მიყვარს რაღაცნაირად ასეთი ამბები, მახალისებს და კარგ განწყობაზე მაყენებს. კარგია თეონა
ის ვერ გავიგე მხოლოდ გიზო თუ გიორგი?
ისევ 7 ქულა niki. 2008-05-12 20:08:25
--------------------------------------------------------------------------------
8. "შენ რა შუაში ხარ ორივე ნიკი მე გაგიკეთე, თუ დასჯაა და სასჯელია მზად ვარ ამისთვის, ის მხოლოდ მე მეკუთვნის"
კარგი ბარტყი, ასე ვქნათ: - წაისვი ახლა თაფლი და დაწექი მზეზე. თუმცა სად ნახავ ახლა მზეს კაი, როცა გამოვა მერე ქენი niki. 2008-05-12 20:05:25
--------------------------------------------------------------------------------
7. ნდაა კაატინგა. 2008-05-05 15:32:44
--------------------------------------------------------------------------------
6. თეონა მოსულა
დიდი მადლობა თამარ! თეკლე ბატონიშვილი. 2008-05-05 13:14:37
--------------------------------------------------------------------------------
5. უსაყვარლესი ნატა. 2008-05-05 11:56:57
--------------------------------------------------------------------------------
4. 5 და თბილი მოკითხვა თქვენ,თეონას ძალიან ლამაზი სულის არსებები ხართ! დათა. 2008-05-05 11:46:50
--------------------------------------------------------------------------------
3. ხო თან კიდევ შენ რა შუაში ხარ ორივე ნიკი მე გაგიკეთე, თუ დასჯაა და სასჯელია მზად ვარ ამისთვის, ის მხოლოდ მე მეკუთვნის თან ღმერთმა, მე და შენ ვიცით რომ მხოლოდ იმიტომ გავაკეთეთ მეორე ნიკი რომ არ დაგვარეგისტრირა ერთით ისე შენ თამარ-თაიაც გაქვს აბა ნახე რომელიმე მაილზე პატარა ბარტყი. 2008-05-05 11:15:43
--------------------------------------------------------------------------------
2. ვაიი ამაზე ვფიქრობდი გუშინ მე და დათა გალაკტიონზე ვსაუბრობდით და გავიფიქრე ნეტა თამარს მეტქი, აი ამაზე გავიფიქრე ასე აგვიხდეს ყველა კარგი როგორც ახლა ეს მე ამიხდა. ხო რაც შეეხება მეორე ნიკს მეც ორი ნიკი მაქვს და სულ არ ვგრძნობ თავს უხერხულად სხვებისაგან განსხვავებით ქულები რომ დავიგროვოთ ჩვენივე ნიკით ამისთვის ხომ არ ვაკეთებთ ჩვენ? გაკოცე თამარ თეონა გვიყვარს და ნუ გვებოდიშები უცნაურად
<ადმინისტრატორი> აჰა პატარა ბარტყი. 2008-05-05 11:13:14
--------------------------------------------------------------------------------
1. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, რომ მეორე ნიკითაც ვსარგებლობ, მაგრამ... უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი პატარა თეონაც მოსულიყო თქვენთან... და მართალია, მას ბევრნი იცნობთ უკვე, მაგრამ.... ყველა ხომ არ იცნობს?
და, ძვირფასო ადმინო, თეონაც იყოს აქ, რა? ის არავის შეგაწუხებთ თავისი არსებობით. უბრალოდ, ჩუმად იცელქებს-ხოლმე... ხომ აპატიებთ ამას?
თამარ ბუკია. 2008-05-05 11:10:06 10. 5 მახსოვს, რომ მაჩვენე ის ქუჩა, სადაც გალაკტიონმა მოგიტაცა

თამარ ბუკია. 2008-05-05 11:10:06
9. გალაკტიონთან ყველაფერი ამაღლებულია... თეონა მით უფრო... 5 გალაკტიონთან ყველაფერი ამაღლებულია... თეონა მით უფრო... 5
8. ესენი წაკითხული მქონდა.. კარგია...ძალიან ესენი წაკითხული მქონდა.. კარგია...ძალიან
7. ძალიან მომეწონა ორივე :) 5 ძალიან მომეწონა ორივე :) 5
6. ეს - მოგონებაა გალაკტიონზე თუ მწერლური ფანტაზიის ნაყოფი? თუ მოგონებაა,ვისგან არის მოპოვებული? იქნებ პირადი შეტყობინებით მაცნობოთ. წინასწარ გიხდით მადლობას. ეს - მოგონებაა გალაკტიონზე თუ მწერლური ფანტაზიის ნაყოფი? თუ მოგონებაა,ვისგან არის მოპოვებული? იქნებ პირადი შეტყობინებით მაცნობოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
5. გამეღიმა.. :) კომენტარებზე.. თეონას მოვეფერე.. :)
მიშველეთ.. ბავშვი ლაპარაკობს.. მაგარი იყო... კარგია ასეთი ნაღდი ამბები.. გამეღიმა.. :) კომენტარებზე.. თეონას მოვეფერე.. :)
მიშველეთ.. ბავშვი ლაპარაკობს.. მაგარი იყო... კარგია ასეთი ნაღდი ამბები..
4. ჭაო და ჭაზე უღრმესო, მე ამ ისტორიებს კი არ ვთხზავ? მხოლოდ ვიხსენებ! და თუ "იავ-ნანა" ვიმღერე, "მრავალჟამიერს" ხომ ვერ დავწერდი? ჭაო და ჭაზე უღრმესო, მე ამ ისტორიებს კი არ ვთხზავ? მხოლოდ ვიხსენებ! და თუ "იავ-ნანა" ვიმღერე, "მრავალჟამიერს" ხომ ვერ დავწერდი?
3. ძალიან მიყვარს ეს ბიოგრაფიული მოთხრობები, იმდენი სითბო და სიყვარულია აქ, რომ ერთ ქვეყანას ეყოფა მეთქი ა(დრეც გითხარი მგონი არაა?)ქვეყნის რა მოგახსენოთ და მე კაიხანი მყოფნის ხოლმე თამრი და არ გატყუებ იცოდე მართლა, მართლა! >:D<:-*10 ძალიან მიყვარს ეს ბიოგრაფიული მოთხრობები, იმდენი სითბო და სიყვარულია აქ, რომ ერთ ქვეყანას ეყოფა მეთქი ა(დრეც გითხარი მგონი არაა?)ქვეყნის რა მოგახსენოთ და მე კაიხანი მყოფნის ხოლმე თამრი და არ გატყუებ იცოდე მართლა, მართლა! >:D<:-*10
2. თამრო მომეწონა, ცოტა ბოლოში იავნანამ გააფუჭა საქმე 8 თამრო მომეწონა, ცოტა ბოლოში იავნანამ გააფუჭა საქმე 8
1. ''გალაკტიონი'', თეონას ისტორიებიდან, ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემთვის! კითხვისას მთლიანად წარმოვიდგენ-ხოლმე ამ სიუჟეტს... 5 ``გალაკტიონი``, თეონას ისტორიებიდან, ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემთვის! კითხვისას მთლიანად წარმოვიდგენ-ხოლმე ამ სიუჟეტს... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|