მე ყაჩაღი ვარ, ვიმალები ტყე-ტყე და მერე, განთიადამდე შენზე ვფიქრობ,არ მეძინება, ვტენი იარაღს და სიბნელეს დავაფრთხობ სროლით, უსაშველოა მთელი ღამე მარტოკა ყოფნა.
დილით კი მოვა ალბათ ვინმე ჩემი დამხმარე, საჭმელს მომიტანს,იქნებ ღვინოც წამოიყოლოს, "შენმა ძმაკაცმა ჟანდარმები დაიფრინაო, შორ გზაზე სდიეს და ჩვიდმეტი ჩამოუყრია."
გამიხარდება,რა თქმა უნდა,ვიტყვი... გენაცვა, შენ დაგელოცოს ძმაო ხელი,ვფორიაქდები, თვითონ რას შვრება?ამ კითხვისაც კი მეშინია, ხო არ მომიკლეს ძმადნაფიცი,ჩემთან გაზრდილი.
თვითონ?რა უჭირს ამ სიტყვებით მეც დავმშვიდდები, მერე ავდგები,ჩოხის კალთებს ჩამოვიფერთხავ, შენი სოფლისკენ გორა-გორა ჩავიპარები, ღამის სიბნელეს შემოვყვები ჩუმად შენს სახლთან.
შენ გეშინია,მომეკრობი ტირილით მკერდზე, სავაზნე გვიდგას შუაში და ახლოს არ გიშვებს, ჩუმად გაკოცებ თვალებში და უფრო ჩუმად კი, "არ გათხოვდე"თქო,ნიავივით ჩაგიჩურჩულებ.
დილით ამოვალ მეგობართან,ის ცეცხლთან თბება, ჩემი ლოდინით დაღლილ თვალებს შემომაფეთებს, ხო მშვიდობაა მეგობარო,თან გამიცინებს, მეც შენი ნახვის სიხარულით ამიყოლიებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძალიან მაგარია! ძალიან მაგარია!
7. +2 მაგრამ ძალიან ცოტა 2 ამ ნაწერისთვის +2 მაგრამ ძალიან ცოტა 2 ამ ნაწერისთვის
5. სიყვარულით, მეგობრობით,ვაჟკაცობით ანთებული გული გაქვს!
მომეწონა ლექსი! სიყვარულით, მეგობრობით,ვაჟკაცობით ანთებული გული გაქვს!
მომეწონა ლექსი!
3. ძალიან კარგია. საღოლ ძმაო! 5! ძალიან კარგია. საღოლ ძმაო! 5!
2. კარგი ხარ ყალიჩავა...:) შეყვარებულიც და ყაჩაღიც ერთდროულად...:-* კარგი ხარ ყალიჩავა...:) შეყვარებულიც და ყაჩაღიც ერთდროულად...:-*
1. მე ყაჩაღი ვარ, ვიმალები ტყე-ტყე და მერე, განთიადამდე შენზე ვფიქრობ,არ მეძინება,
"შენმა ძმაკაცმა ჟანდარმები დაიფრინაო, შორ გზაზე სდიეს და ჩვიდმეტი ჩამოუყრია."
გამიხარდება,რა თქმა უნდა,ვიტყვი... გენაცვა...
ყველაზე მთიელი მეგრელი :) "სამანელი" და ყალიჩაიძე ხარ აქ :) და არ გამომაპარო ბობღიაშვილის საღამო.
მე ყაჩაღი ვარ, ვიმალები ტყე-ტყე და მერე, განთიადამდე შენზე ვფიქრობ,არ მეძინება,
"შენმა ძმაკაცმა ჟანდარმები დაიფრინაო, შორ გზაზე სდიეს და ჩვიდმეტი ჩამოუყრია."
გამიხარდება,რა თქმა უნდა,ვიტყვი... გენაცვა...
ყველაზე მთიელი მეგრელი :) "სამანელი" და ყალიჩაიძე ხარ აქ :) და არ გამომაპარო ბობღიაშვილის საღამო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|