ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2012


ბორა (100 სიტყვა)

      კორპუსებში წყალი შეწყდა. ეზოებშიც აქა-იქ მოდიოდა. იდგა მოწყურებულთა რიგები.
      ერთ-ერთ ასეთ რიგს ხელჯოხიანი მოხუცი მიუახლოვდა. ბორა დიდი თვალებით უყურებდა და პატარა ბავშვივით იღიმებოდა.  გაატარეთ! მიუშვით! – დაიძახა ხმამაღლა. თან ხელებს იქნევდა მოუსვენრად. ხალხი შეჩოჩქოლდა. მოხუცმა მადლიერი სახით მათ შორის გაიარა.  გაიხარეთ, ბაბუებო! – თქვა წასვლისას         
      -მიდი დროზე, თორემ შუაღამემდე მომიწევს აქ ყურყუტი – მხარზე ხელი ჰკრა ბორას მის უკან მდგომმა ბიჭმა. 
  -ჯერ შენ მიდი.…
  -აიღე, თორემ ჩვენც აქ დაგვაყუდებ – მოისმა რიგის ბოლოდან.
      ბორამ ამოიოხრა და დაიხარა წყლისკენ. მერე შინისკენ გაუდგა გზას  სწრაფი ნაბიჯით. სახეზე კვლავ ჩვეული ღიმილი დასთამაშებდა.
  -სულელია, საწყალი! – ჩაილაპარაკა შუა რიგში მდგომმა ქალმა.
  -მაგრად უბერავს! – გამოეპასუხა ბიჭი და ბოლო ბოთლი აავსო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები