ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასტვაწ ინჩუ ჰამარ 2
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2012


(მინი) მინიმები

* * *

ყოველდღიურად შენი გულის კოვზით
ჩემი ზღვადქცეული გულიდან
შარბათს იგემებ...
ზღვა კოვზით არ დაილევა...


* * *

ჩემი სული,
შემოქმედის პირველქმნილი სიშიშვლით (არ განძარცვული)
წიგნივით ფრთხილად გადაგიშალე...
შენ კითხვა გიყვარს...



* * *

ვერასდროს ვიტანდი გალიას!
არადა რა ლაღად ვგრძნობ თავს შენს გულში...
გამიშვებ?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები