ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2012


გამოდარება



შენ შეძლებ,გყავდე გულში ყოველთვის,
როცა ათასი ტალღა დამარტყამს?
შეძლებ,საკუთარ თავზე მოყოლას,
დგომას ამაყად?...

შენ შეძლებ,ნახო შენს თვალში დირე
და მერე სხვებში ეძებო ხიჭვი?
შეძლებ,გაიგო, მე გეტყვი ვიდრე,
რამე თუ მიჭირს?

მე მინდა გვერდში წყალგამძლე ნავი,
არ მინდა გემი გადატვირთული.
არ მინდა შიში დამდევდეს ხვალის,
წასვლის, სიჩუმის...

მე შემიძლია განახო განცდა,
უკიდეგანო მიზიდულობა.
შენ უნდა შეძლო შენახვა, დაცვა,
თმენა უზომო...

ჩვენ უნდა შევძლოთ, გავუძლოთ ზვავებს,
უნდა გავუძლოთ ატეხილ ომებს
და თუ ეს გრძნობებს არ მოაზღვავებს,
თუ დაბრკოლებებს წელში არ მოდრეკს,
გაქრება ყველა ლამაზი აფრა,
დავრჩებით ორი, ზღვის ორი წვეთი,
რომელიც შორ-შორს გარეკა ქარმა,
ტალღებში წყვეტილ...

და მაინც, ეჭვებს იტოვებს გულში
                                                      გამოდარება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები