ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2012


მე ვცხოვრობ

მე ვცხოვრობ _
და ამ ცივ უდაბნოში
ქვიშის უხილავ მარცვალს ვდებ.
მე ვცხოვრობ
და  ვნატრობ,  ნეტავი,
სულ ცოტაც,
სულ ცოტაც დამცალდეს...
მე ვხატავ
თვალებში სინათლეს
და თრთოლვით მოგიტან ამ ტილოს.
მე ვხატავ,
მინდა ამ ნახატით
უჩემოდ დარჩენა გატკინო.
გიპოვე დანისლულ ფერებში...
პოულობს ზოგჯერ _
ვინც არ ეძებს.
ნეტავ,
არ ვინანო ოდესმე,
რომ შენთან ვიყოფდი სარეცელს!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები