ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2012


წამოდექი

გაექეცი საკუთარ თავს და წადი...
უბრალოდ ადექი და ყველაფერს წერტილი დაუსვი...
დაანებე მძიმის ან წერტილმძიმის დასმას თავი...
გაბევდე და დასვი წერტილი..
გაიხსენე ყველა შეცდომა,რომელზეც აპირებდი გესწავლა და მაინც არ ისწავლე
და მაინც თავიდან დაუშვი და მიუშვი...
მოუშვი შენს სულთან ყველა მოკვდავი,რომლებიც ვერ იტანენ,რომ შენ მოკვდავებისგან
რაღაცით განსხვავდები,
რომ ებრძვი და ეწინააღმდეგები წყობას,
განწყობას,
თანწყობას და
დედაც ვატირე ყველა შეწყობის და შეგუების
ძალით,
ჯანდაბამდე გზა ჰქონია
მორალის კითხვით დათანხმებულ წერილმძიმეს...
ადექი და დასვი ეს ოხერი წერტილი...
ნახე,სული ისე დაგიმძიმდა,რომ ვეღარ მიათრევ
,მიითრევ ფეხებს,მიირთმევ ცოდვებს საგზლად და
გზადაგზა ანაწილებს საგზალს ბოლომდე,რომ გეყოს...
რას იზოგავ? ცოდვებს რა გამოლევს...
მიდი,მიირთვი თამამად...ეგ ერთადერთია,
რასაც მოგაწვდიან და გამოგკვებავენ...
გიჭირს? ჩაიმუხლე...დაასვენე სხეული სულის ტვირთისგან....
არ დაუჯერო შენ ინტუიციას...
დაივიწყე ლოგიკა და ანგარიში,გაანგარიშებული ურთიერთობები და
მიყევი დინებას...მიალივლივდი და მოგალივლივდება...
....

მომაბეზრებელია არა?! ვიცი,მაპატიე გამოლივლივდი ამ დინებიდან...
არ გინდა მასა...
მაშ ასე,დაიწყე ფიქრი...მოიგლიჯე სულიდან ვალდებულებები და
მანამ დასვი წერტილი,სანამ თვითონ ცხოვრება დაგსვამს წერტილის შემდეგ..
ისუნთქე...
ისუნთქე...
მიდი იყვირე...მთელს ხმაზე...ძნელია? გიჭირს...


გაიჭირვე...გაიჭირვე და აჰა...
თამამად წამოდექი...ნახე როგორ ამჩატდი?


გადააბიჯე ახლა შენს დასმულ წერტილს და.....




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები