| ავტორი: შოკუნა ჟანრი: პოეზია 5 ივლისი, 2012 |
ისე მოხვედი, ლამის გულმა შეწყვიტა ფეთქვა, ისე შემომხვდი, გაინაბა მწუხრი მაისის, სულ ერთი სიტყვით უნებლიედ ამწიე მზესთან, სული რომ ბორგავს, იმ სიტყვების ექო გაისმის. ისე მოხვედი, ნიაღვრები მოვარდნენ გრძნობის, ჩემი ცხოვრების ბობოქარი გზები აიბნა, უკვე მიყვარდი, შემიყვარდი არ ვიცი როდის, უკვე გიცნობდი და გიპოვე თითქოს თავიდან. შენ რომ მოხვედი ფიქრებს თალხი ეცვათ სამოსი და მე ვიდექი გარდასულის მიხურულ კართან, შენ რომ მოხვედი ჩემს სხეულში იყო ქაოსი და უნებლიედ იმ ტკივილის ქარები ჩადგა. ეხლა ჩემი ხარ , ნაპატიებს თმებზე მეხები, დარდი მიჩუმდა, ძველებურად აღარ აუგობს, გთხოვ აღარსდროს მომაცილო შენი ხელები, ჩემი წარსულით არასოდეს გამანადგურო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სამწუხაროა რომ ბენჟმინის კომენტარის შემდგეგ მიწევს აზრის დაფიქსირება, ნათელში ამყოფოს შენი სული ბენჟამინ. ძალიან მეწყინა როცა შენი გარდაცვალების ამბავი გავიგე....
ლექსს რაც შეეხება მე მომეწონა...
სამწუხაროა რომ ბენჟმინის კომენტარის შემდგეგ მიწევს აზრის დაფიქსირება, ნათელში ამყოფოს შენი სული ბენჟამინ. ძალიან მეწყინა როცა შენი გარდაცვალების ამბავი გავიგე....
ლექსს რაც შეეხება მე მომეწონა...
10. კარგია გენაცვალე.ნიჭი ნამდვილად გაქ.მასეთი რამე გაატარე ,არცდააკომენტარო.ეგ არაფერი.უნიჭობაა ნიკიც როუნიჭოა.კაი შოკუნა2++2 კარგია გენაცვალე.ნიჭი ნამდვილად გაქ.მასეთი რამე გაატარე ,არცდააკომენტარო.ეგ არაფერი.უნიჭობაა ნიკიც როუნიჭოა.კაი შოკუნა2++2
9. მადლობ ა ყველას ვინც შეაფასა და უნიჭობას არ ვეთანხმები, გადაჭარბებული ნათქვამია. მადლობ ა ყველას ვინც შეაფასა და უნიჭობას არ ვეთანხმები, გადაჭარბებული ნათქვამია.
8. ეს არის ის რასაც უნიჭონბა ჰქვია ეს არის ის რასაც უნიჭონბა ჰქვია
7. დაბადების დღეს გილოცავ საუკეთესო სურვილებით. ეს ლექსი მიყვარს და ისიც, ვისაც მიუძღვენი.. გაიხარე დაბადების დღეს გილოცავ საუკეთესო სურვილებით. ეს ლექსი მიყვარს და ისიც, ვისაც მიუძღვენი.. გაიხარე
6. გთხოვ აღარსდროს მომაცილო შენი ხელები, ჩემი წარსულით არასოდეს გამანადგურო. კარგია! გთხოვ აღარსდროს მომაცილო შენი ხელები, ჩემი წარსულით არასოდეს გამანადგურო. კარგია!
5. ეს უკვე ნამღერია.ბევრჯერ. ეს უკვე ნამღერია.ბევრჯერ.
4. სამწუხარიდ ამას ის წინა ჯობდა... სამწუხარიდ ამას ის წინა ჯობდა...
3. რამოდენიმე ფრაზა მომეწონა რამოდენიმე ფრაზა მომეწონა
2. უკვე მიყვარდი, შემიყვარდი არ ვიცი როდის, უკვე გიცნობდი და გიპოვე თითქოს თავიდან.++
ნაცნობი გრძნობაა. უკვე მიყვარდი, შემიყვარდი არ ვიცი როდის, უკვე გიცნობდი და გიპოვე თითქოს თავიდან.++
ნაცნობი გრძნობაა.
1. არ მომეწონა : ( არ მომეწონა : (
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|