სულაც არ მინდოდა დამეტოვებინა ჩემი მყუდრო სამყოფელი, მაგრამ ამის მოუთმენლობის ამბავი ხომ იცით? ჰოდა, 25 მარტს, საღამოს აიჩემა და ვეღარავინ გადაათქმევინა ჩემი გოგო უნდა ვნახოო. აბაზანას მიაშურა, არ შევაშინო რომ დამინახავსო. მოწესრიგდა გადაუკეკა მეგობრებს და "ამალის" თანხლებით (მერე რომ არ ირბინოთ, ბარემ ყველა ერთად წავიდეთო) წავიდა ჩემთან შესახვედრად შექმნილ შენობაში. აი აქედან დაიწყო... იქ ბევრი ადამიანი დაგვხვდა ირონიით -ჯერ ადრეა, რატომ მოხვედითო? -მე მასე მსურს ხომ მზათაა ჩემთან შესახვედრად, რაღას ვუცადოო?! არ დაუთმო ამან. -ნება თქვენიაო და წაიყვნეს. -მოემზადეთ. უთხრეს და დატოვეს ოთახში. "ვაიმე რა მეშველება აქ მარტო უნდა ვიყო?" ფიქრობდა ეს სულელი, თითქოს მე მასთან არ ვიქნებოდი. დალაპარაკებას რომ ვერ შევძლებდი, ალბათ ამიტომ არ მთვლიდა სათვალავში. ნერვიულობისაგან ცრემლები ჩამოუგორდა. ვერც ვამშვიდებდი... როგორც იქნა მოემაზდა და გაიყვანეს, ახალი პრეტენზიების მოსასმენად. -არ დამაძინოთ, მინდა ვნახო როგორ მოვა. -რას ამბობ შვილო შენ ისეთი "ისტერიჩკა" ხარ, ეგ რომ ნახო შეიძლება აქედან ასათიანზე მოგიწიოს წასვლამ. უთხრა ვახომ (სახელი არ უხდებოდა ვახოსათვის ძალიან მაღალი გამხდარი და ბებერი იყო, თუმცა ეტყობოდა გამოცდილი). -რა მაკადრეთ! იკივლა ამან და თვალები ისე დააკვესა, კინაღამ მეც გამგუდა ბოღმით. -შენნაირი ათასი მყოლია და ნუ მედავებიო. არც ვახო აპირებდა დათმობას. -არაო არ თმობდა პოზიციებს. დამღალა ამ უაზრობამ და ერთი გემრიელად გავიზმორე, დავიძინებ მაინც მეთქი. ვინ დაგაცადა? რაღაცაზე დასვეს დაგათვალიეროთო. მერე უნდა "გაგრეცხოთო" თუ "გამოგრეცხოთო" ვეღარ გავიგე. არა და ხომ იბანავა სახლში? ვერ გავიგე რაში სჭირდებოდა ამდენი რეცხვა. არც ამას უნდოდა, მაგრამ აიძულეს. ნეტა სად მოვდივარ? აკი დემოკრატიაა? ესენი კიდე გარეცხვას თუ ასე გავალდებულებენ, დანარჩენზე რაღას უზავენ ადამიანს მეთქი ვფქრობდი... ეს ეტყობა ჩემზე სულ არ ფიქრობდა. ტელეფონს ჩაფრენილი შეტყობინებებს წერდა. "უკვე გამრეცხეს", "ეხლა სისხლი ამიღეს", "ვაიმე მეშინიაააა" (მაშინ არგეშინოდა?) ვფიქრობდი გაბრაზებული. შენ მე მკითხე ეხლა როგორ მეშინია? რომ არ მომეფერო მერე რა ვქნა? რომ არ მოგეწონო? რომ არ მაკოცო? რომ დაიძინებ მერე მე რა ვქნა თუკი ვერ გაიღვიძებ? მარტო მტოვებ? მე შენზე მეტად მეშინია, გთხოვ ჩემი ხათრით გაუძელი რა... გაუძლო, სიცილ-ტირილით დასთანხმდა ვახოს დაძინებაზე. ვიღაცის თბილი ხელი ჩაბღუჯა ურცხვად გაიხადა და დასაძინებლად მოემზადა. არც შეტყობინების გაგზავნა დაავიწყდა "უკვე ვიძინებ თვალებს ვერ ვახელ 1 საათში ორივეს გვნახავ, მიყვარხარ ბა..." პასუხის მოლოდინში უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რომ არ დასძინებოდა. "არ ინერვიულო დრუნჩა, ერთ საათში შენთან ვიქნები მეც მიყვარხარ" წაკითხვა ძლივს მოასწრო და... -იოდი წაუსვით! -მაკრატელი მომაწოდეთ! -დამჭერი სადაა? -წნევა რამდენია? -გულისცემა? -ფრთხილად გაჭერით! -როგორ ნერვიულობდა... -უკვე მივეჩვიეთ ასეთებს, ესენი კი ვერასოდეს მიეჩვევიან, რომ არ ინერვიულონ. -ჩვარი მოიტანეთ. -ფრთხილად ამოიყვანე! -გადაჭერი დროზე! -ბავშვი გაზომეთ, აწონეთ და დაბანეთ. -ტანსაცმელი მოიტანეს? -კი, არ გაახვიოთ მუთაქასავითო და ცელოფანშია ყველაფერი. -რა სწრაფია, მაშინვე იტირა, გურული ხომ არაა? -ვინ? -ბავშვი. -არა, მგონი რაჭველი. რაღაც უცნაური გვარი მითხრეს, მგონი "დგვარელი" -არც გამიგია. -არც მე... -გაკერეთ -ბატონო პაატა ზედა ნაკერი კოსმეტიკურად? -აუცილებლად! -რატომ არ იღვიძებს? -მწეველია მგონი, დაძინებაც გაუჭირდა. -გაგიჟდა ის ბიჭი. დაცვა უკვე უცემია, პატრულმა თუ არ წაიყვანა კარგი იქნება. -რა ვუთხრათ? -ვითომ ახალი დაწყებული გვაქვს... -იცის როცა დავიწყეთ, ამას მიუწერია. -ღმერთო გვიშველე... -პირველია? -გოგოსთვის კი, ბიჭისთვის მეორე. -საწყალი გოგო. ბავშვი მაინც ვაჩვენოთ გულშემატკივრებს? -გადაირევიან, მოცა ჯერ... -თვალებს ახელს! -მადლობა უფალს... -ტელეფონი მომეცით... -ჯერ გენახა რისთვისაც იწვალე... -ტელეფონი მომეცით!.. იკივლა ამან და გული მეტკინა, ჩემზე მეტად ტელეფონი რომ აინტერესებდა... -ჩემი მეუღლე მომიყვანეთ. -აქ ვარ ჩემო გოგო, რა გატირებს? ყველაფერი დამთავრდა, ნახე რა ლამაზია. სადღაც გააგორეს. გზაში გულზე დამიწვინა, ორივეს გვკოცნიდა თვალები ეხუჭებოდა და ეს მაინც უძალიანდებოდა. ფოტოაპარატს აჩაკუნებდა "დაბლა სურათები რომ არ ჩავიტანო, გოგოები მომკლავენ, ორივემ თავისი გამომატანა მერე ერთმანეთს რომ არ ვდიოთ ფოტოებისთვისო" ეს ტიროდა თან გვკოცნიდა... -არ დამტოვოთ, ორივე არ წაიყვანოთ, მარტო მოვკვდებიო. მე წამიყვანეს, ის დარჩა და მალე უნდა წახვიდე, ხვალ მოდი და ორივე კარგად ნახე ახლა გვიანიაო უთხრეს. მაჭამეს და დამაძინეს. მისი ნახვის მოლოდნით აღტაცებულს ძლივს ჩამეძინა. სიზმარში ვნახე, მეფერებოდა, როგორი ლამაზი მყავხარ, წმინდა ანასტასიავით მიხარია, რომ სახელში არ შევცდიო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გაიხარე, ანასტასია! და შენც, პატარა დედიკო! 5 გაიხარე, ანასტასია! და შენც, პატარა დედიკო! 5
6. ეს ვინ არის? რა საყვარელი ვინმეა, ანასტასია ჩემი დედიკოს სახელია ულამაზესი იყო, , ჯანმრთელი და , დღეგრძელი. ეს ვინ არის? რა საყვარელი ვინმეა, ანასტასია ჩემი დედიკოს სახელია ულამაზესი იყო, , ჯანმრთელი და , დღეგრძელი.
5. ნია-გაბუ?:) მეც ძალიან გამიხარდა, გილოცავთ. ველი ახალ ისტორიებს:)
(ცოტა კორექტურა კი უნდა) ნია-გაბუ?:) მეც ძალიან გამიხარდა, გილოცავთ. ველი ახალ ისტორიებს:)
(ცოტა კორექტურა კი უნდა)
4. გმადლბთ, რომ გახსოვთ... უცილობლად კიდევ მოგწერთ და მოგიყვებათ თავის ისტორიას. იმდენი რამ გადახდა, მოსაყოლი ნამდვილად ბევრი აქვს პატარა ქალბატონს :) გმადლბთ, რომ გახსოვთ... უცილობლად კიდევ მოგწერთ და მოგიყვებათ თავის ისტორიას. იმდენი რამ გადახდა, მოსაყოლი ნამდვილად ბევრი აქვს პატარა ქალბატონს :)
3. ძალიან გამიხარდა ანასტასია(ნია-გაბუს)ახალი წერილი:)იმედია არ დაგვივიწყებს და კიდევ მოგვწერს:) გაიხარე, პატარა ანასტასია, კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში! უფალი გფარავდეს! ძალიან გამიხარდა ანასტასია(ნია-გაბუს)ახალი წერილი:)იმედია არ დაგვივიწყებს და კიდევ მოგვწერს:) გაიხარე, პატარა ანასტასია, კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში! უფალი გფარავდეს!
1. მე რაც იქ გადავიტანეეე.:( ლამის გადავიფიქრე დედობა. დღეს ჩემი ტასო სამთვინახევრისაა და დიდი გოგოა. აქაც რომ დაუწყია უკვე წერა:)) მე რაც იქ გადავიტანეეე.:( ლამის გადავიფიქრე დედობა. დღეს ჩემი ტასო სამთვინახევრისაა და დიდი გოგოა. აქაც რომ დაუწყია უკვე წერა:))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|