ხან სიყვარულის ქურქი მეცვა, ხან – მარტოობის; ხან ქროდა ქარი ხორშაკი და ხანაც სიო და… მადლიც ვიგემე, სუნი მეცა ხან მარტო ობის, მზე იღვრებოდა ოქროსფერი… ხანაც ციოდა.
ქროდნენ ქარები… მაგრამ იყო ჩუმი ზმანებაც. იდგა საღამო ჭვირვალი და სულმთლად სათუთი, თვალ–სამკაული შეიბნიეს ლამაზმანებმაც, ესეც ქალაქი… ეს კი ჩერო, აი, სათუთე…
როცა ასფალტი ასე სუნთქავს, ასდის ალმური, მაშინ სხვა ფეთქვა გენატრება, სხვაა წადილი; ამ დროს სოფელი გელანდება, ნაღდი, სალმური, თბილი ბუხარი… შესაწირი თუნდაც წანდილი.
იქ ცოცხალიც და გარდაცვლილიც ახლობელია, იქ მოხუციც და ახალგაზრდაც მღერენ ოდელას; ირგვლივ ტევრია, დედა დათვის ახლო ბელია, აქ კი – ქალაქში, “გრუზინების’ ჯოგი მოგელავს.
ო, როგორ მინდა გაზაფხული, მიწის სურნელი, ცხენის თარეში, როს მარიტას იჭერს გედია; ძლიერ მომწყინდა თვალზე ჭირხლი, დრო კი – სულ ნელი; ფიქრი – ულევი, სეზონური ეს ტრაგედია.
არც სიყვარულის ქურქი მინდა, არც მარტოობის, ქურქი ქურქია, სარაფანას მე მხოლოდ ვნატრობ; და თუ აქამდე სუნი იდგა აქ მარტო ობის, ახლა, გპირდებით, კვლავ ახედავთ ჩახჩახა ტატნობს.
როცა ზამთარი თავს მოიკლავს, აწ უსტაბაში, როცა დაქენჯნის სინდისი და თოვლად გადნება, ისევ ვარსკვლავებს შევაგროვებ ჩემს ყულაბაში, მაშინ იკითხონ საცოდავმა მინდვრის კადრებმა –
ისევ თვალთვალში გავატარებ ჩემი “ჭოგრიტით”, რომელსაც ალბათ ვათხოვებდი თითქმის ვერავის, მოღუღუნდება ჩემს სარკმელთან ბეღურა, გვრიტი, აღარ მექნება შიში ყინვის, ქარის ვერანის.
დაიხატება ისევ ცაზე ნაზი ზმანება, მოყვება ამბავს ღმერთი მზით და ღრუბლებით ხელში… მერე იკითხონ გალაღება ლამაზმანებმა, როს იებს უთმობს ადგილს სულში ჩამჯდარი ხრეში.
5 მარტი, 2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. შესაძლებელია. თუმცა, ყველაფერი კარგად დავიწყებული ხომ ძველია? ნეტა, შენ იყო ამრთალი./ მაშინ, ვიტყვი, როკმ ყველაფერი წინ არის... მაგრამ, ლექსი ქურრზე ძალიან მეპროზაულება და მებანალურება... დიდი მადლობა, რომ ამდენი დრო და ენერგია დამითმე შესაძლებელია. თუმცა, ყველაფერი კარგად დავიწყებული ხომ ძველია? ნეტა, შენ იყო ამრთალი./ მაშინ, ვიტყვი, როკმ ყველაფერი წინ არის... მაგრამ, ლექსი ქურრზე ძალიან მეპროზაულება და მებანალურება... დიდი მადლობა, რომ ამდენი დრო და ენერგია დამითმე
39. ჰო რათქმაუნდა. ყველას ჩვენი აზრი გვაქვს. ჩემთვის არაპერი არ არის ახალი. აი რაც მოგწერე ქურქი ლექსი რო იყოს. და ის პრაზები რაც მოგნიშნე მაგაზე რო აიგოს. იდეაც კი გამიჩნდა. ეგ ახალი მიგნება იქნებოდა. :)) ყველაპერი არაა ნათქვამი არც ამაშინ დაგეთანხმები :)) პირიქით საერთოდ არაპერი არაა ნათქვამი. მხოლოდ 1 პროცენტი ითქვა სამყაროში :) ჰო რათქმაუნდა. ყველას ჩვენი აზრი გვაქვს. ჩემთვის არაპერი არ არის ახალი. აი რაც მოგწერე ქურქი ლექსი რო იყოს. და ის პრაზები რაც მოგნიშნე მაგაზე რო აიგოს. იდეაც კი გამიჩნდა. ეგ ახალი მიგნება იქნებოდა. :)) ყველაპერი არაა ნათქვამი არც ამაშინ დაგეთანხმები :)) პირიქით საერთოდ არაპერი არაა ნათქვამი. მხოლოდ 1 პროცენტი ითქვა სამყაროში :)
38. ვიცი, რომ დაობენ, და ამიტომაც, არაა სადაო, რადგან, გემოვნება ინდივიდუალურია... მაპატიე, მაგრამ ვერ დაგეთანხმები რითმებთან დაკავშირებით... სრულიად ახალი მიგნებებია, ჩემი მოკრძალებული აზრით... ეს ლექსი, გამომივიდა... ეს ლექსი, მართლაც გულის სისხლითაა დაწერილი... აზრებში, ახალს ვერაფერს ვიტყვით, დიდი ხანია, ყველაფერი ნათქვამია, ჩემო კარგო ადამიანო... ვიცი, რომ დაობენ, და ამიტომაც, არაა სადაო, რადგან, გემოვნება ინდივიდუალურია... მაპატიე, მაგრამ ვერ დაგეთანხმები რითმებთან დაკავშირებით... სრულიად ახალი მიგნებებია, ჩემი მოკრძალებული აზრით... ეს ლექსი, გამომივიდა... ეს ლექსი, მართლაც გულის სისხლითაა დაწერილი... აზრებში, ახალს ვერაფერს ვიტყვით, დიდი ხანია, ყველაფერი ნათქვამია, ჩემო კარგო ადამიანო...
37. სახელსაც კი შევუცვლიდი. (ქურქი)
ამაზე ავაგებდი იდეას. ქურქი ქურქია, სარაფანას მე მხოლოდ ვნატრობ; სახელსაც კი შევუცვლიდი. (ქურქი)
ამაზე ავაგებდი იდეას. ქურქი ქურქია, სარაფანას მე მხოლოდ ვნატრობ;
36. ყველაზე მეტს გემოვნებაზე დაობენ. სუსტი რითმებია. ასევე აზრი არაპერი ახალი. რეებიც მოვნიშნე ეგენი მომეწონა მხოლოდ. ჩემი რომ იყოს ეს ლექსი მხოლოდ ამეებს დავტოვებდი რაც მოვნიშნე და ამაზე ავაგებდი ახალ ლექსს. ყველაზე მეტს გემოვნებაზე დაობენ. სუსტი რითმებია. ასევე აზრი არაპერი ახალი. რეებიც მოვნიშნე ეგენი მომეწონა მხოლოდ. ჩემი რომ იყოს ეს ლექსი მხოლოდ ამეებს დავტოვებდი რაც მოვნიშნე და ამაზე ავაგებდი ახალ ლექსს.
35. მე კი, თითქმის უძლიერეს ლექსად მიმაჩნია ჩემებს შორის... გემოვნებაზე არ დაობენ... ნახევარი კი მოგწონებია და... ეგეც კარგია...:) მე კი, თითქმის უძლიერეს ლექსად მიმაჩნია ჩემებს შორის... გემოვნებაზე არ დაობენ... ნახევარი კი მოგწონებია და... ეგეც კარგია...:)
34. ხან სიყვარულის ქურქი მეცვა, ხან – მარტოობის; ხან ქროდა ქარი ხორშაკი და ხანაც სიო და… მადლიც ვიგემე, სუნი მეცა ხან მარტო ობის, მზე იღვრებოდა ლილისფერი… ხანაც ციოდა.
ქროდნენ ქარები… მაგრამ იყო ჩუმი ზმანებაც. იდგა საღამო ჭვირვალი და სულმთლად სათუთი, თვალ–სამკაული შეიბნიეს ლამაზმანებმაც, ესეც ქალაქი… ეს კი ჩერო, აი, სათუთე…
როცა ასფალტი ასე სუნთქავს, ასდის ალმური, მაშინ სხვა ფეთქვა გენატრება, სხვაა წადილი; ამ დროს სოფელი გელანდება, ნაღდი, სალმური, თბილი ბუხარი… შესაწირი თუნდაც წანდილი.
ქურქი ქურქია, სარაფანას მე მხოლოდ ვნატრობ;
ისევ ვარსკვლავებს შევაგროვებ ჩემს ყულაბაში, მაშინ იკითხონ საცოდავმა მინდვრის კადრებმა –
მხოლოდ ესენი მომეწონა. ჩემის აზრით ძალიან დასამუშავებელი ლექსია. ხან სიყვარულის ქურქი მეცვა, ხან – მარტოობის; ხან ქროდა ქარი ხორშაკი და ხანაც სიო და… მადლიც ვიგემე, სუნი მეცა ხან მარტო ობის, მზე იღვრებოდა ლილისფერი… ხანაც ციოდა.
ქროდნენ ქარები… მაგრამ იყო ჩუმი ზმანებაც. იდგა საღამო ჭვირვალი და სულმთლად სათუთი, თვალ–სამკაული შეიბნიეს ლამაზმანებმაც, ესეც ქალაქი… ეს კი ჩერო, აი, სათუთე…
როცა ასფალტი ასე სუნთქავს, ასდის ალმური, მაშინ სხვა ფეთქვა გენატრება, სხვაა წადილი; ამ დროს სოფელი გელანდება, ნაღდი, სალმური, თბილი ბუხარი… შესაწირი თუნდაც წანდილი.
ქურქი ქურქია, სარაფანას მე მხოლოდ ვნატრობ;
ისევ ვარსკვლავებს შევაგროვებ ჩემს ყულაბაში, მაშინ იკითხონ საცოდავმა მინდვრის კადრებმა –
მხოლოდ ესენი მომეწონა. ჩემის აზრით ძალიან დასამუშავებელი ლექსია.
33. მადლობა, საყვარელო... ვფიქრობ, ეს მართლაც გამომივიდა:) მადლობა, საყვარელო... ვფიქრობ, ეს მართლაც გამომივიდა:)
32. უმა, ძალიან ძალიან ლამაზი ლექსია. ძალიან! უმა, ძალიან ძალიან ლამაზი ლექსია. ძალიან!
31. მადლობა, ბატონო სერგეი! ფრიად ვაფასებ თქვენს მოწონებას! მადლობა, ბატონო სერგეი! ფრიად ვაფასებ თქვენს მოწონებას!
30. ჰმ :) მშვენიალურია, მართლა, მელოდიური ჰმ :) მშვენიალურია, მართლა, მელოდიური
29. მადლობა, საყვარელო<3 მადლობა, საყვარელო<3
28. არც სიყვარულის ქურქი მინდა, არც მარტოობის, ქურქი ქურქია, სარაფანას მე მხოლოდ ვნატრობ; და თუ აქამდე სუნი იდგა აქ მარტო ობის, ახლა, გპირდებით, კვლავ ახედავთ ჩახჩახა ტატნობს გენაცვალოს შენმა დაქალოჩკა არტიკუშკიმ:)5+++ არც სიყვარულის ქურქი მინდა, არც მარტოობის, ქურქი ქურქია, სარაფანას მე მხოლოდ ვნატრობ; და თუ აქამდე სუნი იდგა აქ მარტო ობის, ახლა, გპირდებით, კვლავ ახედავთ ჩახჩახა ტატნობს გენაცვალოს შენმა დაქალოჩკა არტიკუშკიმ:)5+++
27. მგონი ეს ყველაზე უფრო მომეწონა მაკუშ. :* მგონი ეს ყველაზე უფრო მომეწონა მაკუშ. :*
26. დიდი მადლობა არამითს, მადლობა, გაიხარე:) დიდი მადლობა არამითს, მადლობა, გაიხარე:)
25. ავტორი: უმა თურმანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
კარგი ლექსია! ავტორი: უმა თურმანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
კარგი ლექსია!
24. დიდი მადლობა, წაიკითხე:) დიდი მადლობა, წაიკითხე:)
23. ჩუმუ ზმანება - ძალიან ახალი სახეა ოცდამეერთე საუკუნისთვის. მერე უფრო დაკვირვებით წავიკითხავ და დარწმუნებული ვარ ბევრი ახალი სახე იქნება აქ. მომწონს. ჩუმუ ზმანება - ძალიან ახალი სახეა ოცდამეერთე საუკუნისთვის. მერე უფრო დაკვირვებით წავიკითხავ და დარწმუნებული ვარ ბევრი ახალი სახე იქნება აქ. მომწონს.
22. მადლობა მუხა, მოგიკითხე. ხო შრიალებენ შენი ფოთლები ამ სიცხეში, ხო არ დაჭკნენ?:) მადლობა მუხა, მოგიკითხე. ხო შრიალებენ შენი ფოთლები ამ სიცხეში, ხო არ დაჭკნენ?:)
21. ძალიან კარგი ლექსია! სოფელში არაფერი არ იმალება, სოფელი ნაღდია !ლექსიის სიგრძეც კარგია და სიგანეც, მთლიანობაში მშვენივრად თავსდება! ძალიან კარგი ლექსია! სოფელში არაფერი არ იმალება, სოფელი ნაღდია !ლექსიის სიგრძეც კარგია და სიგანეც, მთლიანობაში მშვენივრად თავსდება!
20. მე არ მომწონს მე არ მომწონს
19. "ნიკა ჩერქეზიშვილი, ჰენრი, გაბაიძე, ლაცაბიძე, ლელა, რენუარი, რობი, ქალბატონი კრავაი, თანანა"
აქ გავიცინე.. :დ კარგი პოეტი ჩამონათვალში მხოლოდ ერთია.. :დ მკითხველი და პოეტიც განსხვავდება..
კიდევ: ეს ლექსი ხაზს უსვამს ფრჩხილებში ჩატეული რაღაცის სისუსტეს, ~ არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებდა ფინალს..
არ მახსოვს ეს ლექსი..
0.. "ნიკა ჩერქეზიშვილი, ჰენრი, გაბაიძე, ლაცაბიძე, ლელა, რენუარი, რობი, ქალბატონი კრავაი, თანანა"
აქ გავიცინე.. :დ კარგი პოეტი ჩამონათვალში მხოლოდ ერთია.. :დ მკითხველი და პოეტიც განსხვავდება..
კიდევ: ეს ლექსი ხაზს უსვამს ფრჩხილებში ჩატეული რაღაცის სისუსტეს, ~ არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებდა ფინალს..
არ მახსოვს ეს ლექსი..
0..
18. რა ვქნა, ზორო? ნება შენია და არ მგონია, ბოლო სიტყვას ამდენი მნიშვნელობა ჰქონდეს. ზუსტად კვარს, ჩემის აზრით, იმიტომ, რომ ასეთია ლექსის ესთეტიკა - ხრეში, გამოწვეული უსაშველოდ გაწელილი ზამთრით, უნდა შეცვალონ იებმა -ეს არის პირდაპირი სეზონური დეპრესია ყველანაირი ალეგორიის გარეშე, აბა, ასე შეედე და იქნებ, უფრო მოგეწონოს. მადლობა მომიხსენებია! რა ვქნა, ზორო? ნება შენია და არ მგონია, ბოლო სიტყვას ამდენი მნიშვნელობა ჰქონდეს. ზუსტად კვარს, ჩემის აზრით, იმიტომ, რომ ასეთია ლექსის ესთეტიკა - ხრეში, გამოწვეული უსაშველოდ გაწელილი ზამთრით, უნდა შეცვალონ იებმა -ეს არის პირდაპირი სეზონური დეპრესია ყველანაირი ალეგორიის გარეშე, აბა, ასე შეედე და იქნებ, უფრო მოგეწონოს. მადლობა მომიხსენებია!
17. არა რა, ეს "ხრეშით" დამთავრება რა იყო ლექსის? :( არადა თითქოს მომეწონა. საინტერესო რაღაცეები დავიჭირე,მაგრამ ბოლოში... +1. არა რა, ეს "ხრეშით" დამთავრება რა იყო ლექსის? :( არადა თითქოს მომეწონა. საინტერესო რაღაცეები დავიჭირე,მაგრამ ბოლოში... +1.
16. არ არის? არ ვიცი. დიდი მადლობა, იმედია, არ მიწყინეთ:) პართული უნდა იყოს ნამდვილად. გმადლობთ არ არის? არ ვიცი. დიდი მადლობა, იმედია, არ მიწყინეთ:) პართული უნდა იყოს ნამდვილად. გმადლობთ
15. მართალია, ამ სიაში არ ვარ, მაგრამ... მომეწონა, ოღონდ "ხრეში", ცუდად მომხვდა თვალში(ყურშიც). არის კი ქართული სიტყვა? მართალია, ამ სიაში არ ვარ, მაგრამ... მომეწონა, ოღონდ "ხრეში", ცუდად მომხვდა თვალში(ყურშიც). არის კი ქართული სიტყვა?
14. ძალიან დიდი მადლობა, კარგო ადამიანო! ეს შეფასებაა ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა, კარგო ადამიანო! ეს შეფასებაა ჩემთვის.
13. უმა ძალია ნომეწონა მე პირადად და რა არ ვეცადე არ მოსაწონი მენახა რამე თUმცა ამაოდ.+2 ჩემგან სასიამოვნო ემოციისთვის.მუდამ წარმატებები. უმა ძალია ნომეწონა მე პირადად და რა არ ვეცადე არ მოსაწონი მენახა რამე თUმცა ამაოდ.+2 ჩემგან სასიამოვნო ემოციისთვის.მუდამ წარმატებები.
12. მომწონს ძალიან.. ++ მომწონს ძალიან.. ++
11. ისე, დიდი ხნის დაკარგული კვენტინის აზრი კი დანაიტნერესებდა ამ ლექსზე, და კიდევ ბევრი კარგი პოეტის, არ დაიზაროთ და წამიკითხეთ რა, ყველას ვერ ჩამოგთვლით, ვინმე არ გამომრჩეს, ყველა მოგიკითხეთ, ნიკა ჩერქეზიშვილი, ჰენრი, გაბაიძე, ლაცაბიძე, ლელა, რენუარი, რობი, ქალბატონი კრავაი, თანანა, ბევრი ხართ, ღმერთმა გამრავლოთ, უმამ გთხოვათ, შემოიჭყიტეთო, და ნება თქვენია აწი!!!მართლა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. სერგეიც აღარ გამოჩენილა, დიდი ხანია. ისე, დიდი ხნის დაკარგული კვენტინის აზრი კი დანაიტნერესებდა ამ ლექსზე, და კიდევ ბევრი კარგი პოეტის, არ დაიზაროთ და წამიკითხეთ რა, ყველას ვერ ჩამოგთვლით, ვინმე არ გამომრჩეს, ყველა მოგიკითხეთ, ნიკა ჩერქეზიშვილი, ჰენრი, გაბაიძე, ლაცაბიძე, ლელა, რენუარი, რობი, ქალბატონი კრავაი, თანანა, ბევრი ხართ, ღმერთმა გამრავლოთ, უმამ გთხოვათ, შემოიჭყიტეთო, და ნება თქვენია აწი!!!მართლა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. სერგეიც აღარ გამოჩენილა, დიდი ხანია.
10. აზრი თქვენია, მე ასეთი მუსიკალობის ლექსი მოკლე ვერ წარმომიდგენია, ვფიქრობ, სიგრძეს მოითხოვს აზრის სისრულისთვის, თორე მოკლედ ლექსების მეტი რა მაქვს? მადლობები ყველას აზრი თქვენია, მე ასეთი მუსიკალობის ლექსი მოკლე ვერ წარმომიდგენია, ვფიქრობ, სიგრძეს მოითხოვს აზრის სისრულისთვის, თორე მოკლედ ლექსების მეტი რა მაქვს? მადლობები ყველას
9. უბრალოდ მოკლედაც შეიძლებოდა ვფიქრობ...კითხვა არ მეზარება :) უბრალოდ მოკლედაც შეიძლებოდა ვფიქრობ...კითხვა არ მეზარება :)
8. და კარგი და დგრძელი ლექსაი არ შეიძლება, იყოს? უბრალოდ, გვეზარება კითXვა და რაც მოკლეა, ის გვირჩევნია, ამიტომაც ვუთვლით ლექსს სიგრძეს ნაკლად. იმედი მაქვს, გაწელილი არაა, თორემ რა უჭირს გრძელ ლექსს, ამაზე ბევრად გრძელებიც მინახავს, აი, ისეთი, მართლა რომ დაგეზაერაბა წაკითხვა. და კარგი და დგრძელი ლექსაი არ შეიძლება, იყოს? უბრალოდ, გვეზარება კითXვა და რაც მოკლეა, ის გვირჩევნია, ამიტომაც ვუთვლით ლექსს სიგრძეს ნაკლად. იმედი მაქვს, გაწელილი არაა, თორემ რა უჭირს გრძელ ლექსს, ამაზე ბევრად გრძელებიც მინახავს, აი, ისეთი, მართლა რომ დაგეზაერაბა წაკითხვა.
7. არაუშავს...ცუდი არაა...უბრალოდ გრძელია +1 და წარმატებები არაუშავს...ცუდი არაა...უბრალოდ გრძელია +1 და წარმატებები
6. დიდი მადლობა, ტორეადორო, და რატომ გქვია ეგეთი სახელი? ჟღერადობა მოგწონს, თუ კორიდა და ესპანეთი გიყვარს? ინტერესნო:) დიდი მადლობა, ტორეადორო, და რატომ გქვია ეგეთი სახელი? ჟღერადობა მოგწონს, თუ კორიდა და ესპანეთი გიყვარს? ინტერესნო:)
5. რიგ ადგილებში ცოტა ავირიე.... მთავარი ისაა, რომ ხელოვნურობა არ იკვეთება–მთლიანობაში კარგი ნაშრომია; წარმატებები ავტორს რიგ ადგილებში ცოტა ავირიე.... მთავარი ისაა, რომ ხელოვნურობა არ იკვეთება–მთლიანობაში კარგი ნაშრომია; წარმატებები ავტორს
4. რატომღაც არ მახსოვს ეს ლექსი წიგნში:) ვცდები? ან ვერ გადავიკითხე ალბათ გულდასმით:) ბათუმშიც არ მახსოვხართ:) ფინალი არ მომეწონა სამწუხაროდ:)
რატომღაც არ მახსოვს ეს ლექსი წიგნში:) ვცდები? ან ვერ გადავიკითხე ალბათ გულდასმით:) ბათუმშიც არ მახსოვხართ:) ფინალი არ მომეწონა სამწუხაროდ:)
3. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ბლაგვი, ძალიან დიდი მადლობა, და ჩემს მეგობარ დუმილასაც. მგონი, აქ არ მაქვს ხმის დადების უფლება, ხმა როგორც ამბობენ, კარგი მაქვს, მაგრამ როგორ წავიკითხავ, არ ვიცი. იმედია, ერთი დღეც მოვა, როცა წავიკითხავ ამ ყველაფერს თქვენს წინაშე. მიხარია, ძალიან გამახარე ახლა შენი კომენტარით, მართლა ოღონდ! ძალიან დიდი მადლობა ჩემო ბლაგვი, ძალიან დიდი მადლობა, და ჩემს მეგობარ დუმილასაც. მგონი, აქ არ მაქვს ხმის დადების უფლება, ხმა როგორც ამბობენ, კარგი მაქვს, მაგრამ როგორ წავიკითხავ, არ ვიცი. იმედია, ერთი დღეც მოვა, როცა წავიკითხავ ამ ყველაფერს თქვენს წინაშე. მიხარია, ძალიან გამახარე ახლა შენი კომენტარით, მართლა ოღონდ!
2. ამას კარგი ხმა და კარგი წაკითხული...
ძალიან კარგი რამეა.. ამას კარგი ხმა და კარგი წაკითხული...
ძალიან კარგი რამეა..
1. ძალიან ლამაზი და სათუთია... 5 ძალიან ლამაზი და სათუთია... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|