თურმე რა საოცარია ადამიანის ცხოვრება. როგორ გარბის დრო. მე მეგონა გამოსვლას ვერ ვეღირსებოდი საუკუნედ მომეჩვენა 9 თვე, აქ კი... ჯერ ეხლა გამოვედი და უკვე კოვზით ჭამაზე გადავედი. აბაა, უკვე დიდი ვარ, მაგრამ ჯერ იმას მოგიყვებით რაც თავს გადამხდა თქვენ ხომ ისევ სამშობიაროში გგონივართ?.. ჰოდა, იქიდან დავიწყებ, რომ ჩემი დედიკო საკმაოდ ცუდად იყო, ახველებდა. ამბობდნენ ნარკოზის ბრალია მასე იცისო. პრობლემა ის იყო, ამ დროს ნაკერები რომ სტკიოდა. საწყალი თავს იკავებდა რომ რაც შეიძლება იშვიათად დაეხველებინა, ეს კი მთელი რიტუალი იყო. დაჯდებოდა მოხერხებულად, ნაკერზე გარედან ხელს მიიჭერდა და ... მოკლედ ძალიან უჭირდა. როგორც იქნა გამოგვწერეს, მამა და მისი დეიდაშვილი თემო ბიძია მოვიდნენ და სახლში წამიყვანეს. ყველაფერი მოწყობილი ჰქონდათ ჩემს დასახვედრად. სახლში ჩემი მომავალი ნათლიები და დედას მეგობრები იყვნენ, ჩემი მარინა ბებოც აქ იყო. ისე მოვეწონე ყველას ჩემი ხელში აყვანა უნდოდა. დამიფრთხეს ძილის ანგელოზები. თავიდან მომეწონა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მერე გავბრაზდი და ავყვირდი: -ხალხოოოოოოოოო, შემეშვით ვააა, თქვენ რა ჩემს გარდა საქმე არა გაქვთ? მე რა ცირკის დათვი ვარ?(ეგ ტიტული როსტოს აქვს უკვე, მას მერე რაც სალომესთან ერთად სახალხოდ იძუნძულა ვითომ ცეკვავდა და ვერ წავართმევ). წადით სახლებში ან სამსახურებში. დედაააა მიშველე. თურმე, მე მეგონა რომ ასე ვყვიროდი. სინამდვილეში ამათ არაფერი გაუგიათ. როგორც იქნა ყველა მიხვდა, რომ მარტო მინდოდა ყოფნა და წავიდნენ. აი აქედან დაიწყოოოო... -გური გთხოვ ბავშვს საჭმელი გაუკეთე რა ჭამის დრო აქვს ისე მეძინება ლამის მოვკვდე... (ტოჟე მნე დედა!..) -მარ ეხლა შენი ჯერია წინა ჭამაზეც მე ავდექი.(დიდსულოვნად იყოფდა მამიკო ჩემი მოვლის სავალდებულო ტვირთს). -ნეტავ როდის მოვა სოფო, რომ იმან აჭამოს. აღარ შემიძლია, მეძინება, გავისვრი ეხლა ფანჯრიდან(შე დალოცვილო თუ არ გინდოდა ჩემი გაჩენა დაგაძალე? ეხლა ამ გაჩენილს რომ ფანჯრიდან სროლით მემუქრები ესაა საქმე? გაანძრიე ხელი და მაჭამე). -მარიკო გინდა მე ვაჭამო? (ჩემი მშველელი თემო ბიძია მუდამ მზად იყო დახმარებისათვის). -უი შენ გაიხარე თემო დავიძინებ მე მაშინ ცოტას(ცოტაა დედაკაცო 3 საათი ძილი? წეღანაც ხომ გეძინა ერთი მაგდენი? აბა რომ მაჩენდი რა გეგონა, თავად შევჭამდი ბოთლით რძეს და გამოვიცვლიდი პამპერსებს?) -სოფო მოვიდა არიქა გვეშველა, აჰა სოფი შენ შენი ნათლულიდა არ დამენახოთ არავინ ვიძინებ მე! (აჰა კიდევ იძინებს არ გაიპარო ე, მანდ დეეე). "ოჰ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი... როსღა გვეღღირსოს ჩვენ გაღვიძება..." ნეტა ეს ფრაზა საიდან ვიცი? მგონი დედა ამბობდა ხოლმე ხშირად მამას ეუბნებოდა დილაობით სამსახურში წაასვლა რომ ეზარებოდა მეძინებაო. აბა კარგი ყოფილა რომ გეძინება და გაღვიძებენ? ხომ გამოსცადე შენც ეგ ამბავი? ძალიანაც კარგი მასე მოგიხდება.
ჩემი დაბადებიდან ორი კვირის თავზე -დასხედით და მომისმინეთ! თქვა დედამ. თემო ბიძია, მამა და სოფო ნათლია დასჯილი პიონერებივით ჩამოსხდნენ. (ნეტა პიონერი საიდანღა ვიცი?) -გისმენთ ქალბატონო დედიკო, გაეღადავა ნათლია, მაგრამ ეს ეტყობა მართლა სერიოზულ რამეს ამბობდა წარბიც არ შეუხრია ისე გააგრძელა- -ანასტასიას ძიძა უნდა ავუყვანო. აღარ შემიძლია ამდენის ატანა გამოძინება მომენატრა სამსახურშიც როდისღაც ხომ უნდა გავიდე? ხოდა მოკლედ წინააგმდეგობას აზრი არა აქვს მაინც არ გადავიფიქრებ ჯერ მხოლოდ ღამისათვის ავიყვანოთ და მერე 24 საათით. ჩვენთან იცხოვრებს და გურის საოჯახო საქმეებში მიეხმარება. ანუ, ის დაალაგებს ეს კიდევ კვლავ სადილებს გააკეთებს. დედა საღამოს პირით ბალახს მოიტანს აბა როგორია?(მაგრად აღადავდა დედიკო და გამოაცხო აქ საპნის ოპერა, დედაკო ეს ბახტრიონია, თბილისი, საქართველო შენ ჰოლივუდში ხომ არ გგონია ტავი?) -შენ სულ დაუპიპინე გოგო? აენთო სოფო ნათლია. ჯერ 2 კვირისაა... -შენ უთენე მაშინ ღამეები თუ მასეთი ადვილი გგონია. გავაფრინე ადამიანს აღარ ვგავარ. -რა გინდა ხომ გეხმარებით? მხარი აუბეს დანარჩენებმაც. -როგორც ქრისტის(ჩემს უფროს ბიძაშილზე, თავის შვილზე ამბობს თემო ბიძია) ისე ვუვლი, გურიც არავინ რომ არ ელოდა ისე გეხმარება, მთელი დღე სოფოს ჰყავს და რითი ხარ უკმაყოფილო? -თემო შენ მთავარს ვერ ხვდები სყვარელო. მართლია ყველა მეხმარებით, მაგრამ იმისათვის რომ რამე გამიკეთოთ თქვენ უნდა გთხოვოთ და შეიძლება იმ დროს სულაც არ იყოთ ჩემი შვილის ხასიათზე. იმას კიდევ ფულს გადავუხდი და მოვთხოვ მიხედოს გაიგე? მართლა მადლობელი ვარ ყველაფრისათვის, მაგრამ ასე მირჩევნია. კამათს აზრი რომ არ ჰქონდა მამა თავიდანვე მიხვდა არც ის იყო ძიძის აყვანის წინააღმდეგი დედასთან ჩახუტებას იყო მონატრებული და კონსილიუმმა კენჭი უყარა, ცვლილება მიღებული იყო და დამტკიცებული. გამოცხადდა ვაკანსია, კიდევ ერთი სამუშაო ადგილი შეიქმნა კიდევ ერთ ქართველს მიეცა დასქმების შანსი... რამოდენიმე ქალბატონი ტელეფონზე საუბრისთანავე დაიწუნეს, სააგენტო "მერი პოპინსის" მენეჯერი გამოლანძღეს "რა კონტრაქტზე გველაპარაკები, ძიძა გვინდა ერაყში კი არ ვუშვებთ ბავშვსო." ამასობაში აღდგომის დღესასწაული ახლოვდებოდა, მამა რაჭაში მიდიოდა და დედას მარტო დარჩენა ჩემი ვერ მოვლის მიზეზით ძალიან აშინებდა. ეხვეწებოდა ვინმე დარჩით ნუ დამტოვებთ მარტოსო, იყო ერთი ამბავი... მოკლედ დედას შვილი არ ავყავდი ხელში. მარინა ბებომ სთხოვა დედას სამსახურში გამომიარე რაჭაში წასაღებად რაღაც უნდა გაგატანო გურისთანო. რა თქმა უნდა არ წამიყვანა და გაბრაზებულმა დავიძინე, მაგრამ გაცდის ვინმე შენს გემოზე ცხოვრებას? კარზე დააკაკუნეს და -მარ, ჩქარა ამოდი ძიძა მოვიდა გასაუბრებაზე. დაურეკა სოფო ნათლიამ. -სოფო, ეხლა კარგად შეათვალიერე ეგ ქალი და შენც მიხვდები, თუ არ ღირს ტყუილად ნუ ამომიყვან და მომაშლევინებ ნერვებს დავიღალე უკვე. -არა გოგო, კარგი ქალი ჩანს. ამო დროზე!.. -კარგი, მაშინ ყავა მოუდუღე და მე ნამცხვარს წამოვიღებ, მგონი მეშველა...
აი, ასე შეემატა ჩვენს ოჯახს ჩემს მერე კიდევ ერთი წევრი,- ჩემი ძიძა ანა, რომელსაც დედა მალევე გაუშინაურდა(დამეთანხმეთ არ შეეშლებოდა) და ანიჩკას ეძახდა ყველა. მეც დავისვენე, ჩემმა ახალგაზრდა და ჯერ კიდევ თავქარიანმა მშობლებმაც, რომლებიც ხამებივით ყოველ საღამოს ხან კინოში იყვნენ, ხან რესტორანში ხან ბოულინგსა და ბილიარდს თამაშობდნენ, თან თავს იმართლებდნენ მონატრებულები ვართ ასე ყოფნასო და მოგვიანებით ანიჩკაც ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვაკოცე ანასტასიას და მოვიკითხე ვაკოცე ანასტასიას და მოვიკითხე
3. ვიხალისე, მით უფრო მეც პაწაწა შვილიშვილი მყავს და ეს პრობლემები ნაცნობია ჩემთვის. ღმერთმა გაგიზარდოთ. ველი ახალ ისტორიებს:) ვიხალისე, მით უფრო მეც პაწაწა შვილიშვილი მყავს და ეს პრობლემები ნაცნობია ჩემთვის. ღმერთმა გაგიზარდოთ. ველი ახალ ისტორიებს:)
2. მომეწონა.ოღონდ თითქოს და ფინალი იყო თქო რაღაცნაირი დაჩქარებული.მაგრამ ერთიანად მშვენიერია
+2+ მომეწონა.ოღონდ თითქოს და ფინალი იყო თქო რაღაცნაირი დაჩქარებული.მაგრამ ერთიანად მშვენიერია
+2+
1. ძალიან კარგია, მოკითხვა და კოცნა ჩემ პაწუკა ანასტასიას, ხედავთ დღევანდელ პრობლემებზე როგორ მსჯელობს ?!
ანასტასია გ ე ნ ც ვ ა ლ ეეე! ძალიან კარგია, მოკითხვა და კოცნა ჩემ პაწუკა ანასტასიას, ხედავთ დღევანდელ პრობლემებზე როგორ მსჯელობს ?!
ანასტასია გ ე ნ ც ვ ა ლ ეეე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|