ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბჟალეთი
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2012


სიკვდილი თავად სიცოცხლეა უსიცოცხლობით

სიკვდილი თავად სიცოცხლეა უსიცოცხლობით...
მთელი სამყარო შემოგივლია
და ახლა გინდა სიკვდილის და ირონიის
ეს ოდისეა
ჩვენს სიცოცხლეს შემოუსიო,
ჩვენ ხომ ყოველ დღე ვიჭრებით და
კვლავ ვიკერებით
და ყოველი დღე სიკვდილიდან გაქცევას ნიშნავს
ანდა მისი კარის წინ დგომას.
ვინ, ვინ გაიღებს მოწყალებას,
როცა ყოველ არსს სამოწყალოდ გაუწვდია  ხელი და მზერა
და ამ მზერაში ირეკლება სიკდილ-სიცოცხლის ერთი სათავე:
განიკითხეთ რომ განგიკითხონ, კვლავ მოწყელაბად განუბოძეთ
სიკვდილ-სიცოცხლის პური და ღვინო
და ირონიაც თან გააყოლეთ!
მგზავრო, გვიანო,
სადაც უნდა დააკაკუნოთ, დახშული კარი გაიღება
და შენს წინაშე მასპინძელი ვინც უნდა იყოს,
პურ-ღვინოს თუ არ, ირონიას შემოგთავაზებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები