ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: პროზა
27 აგვისტო, 2012


### (ვუძღვნი ჩემს ძმას)

დილა იწყება უზარმაზარ ცაცხვის ხეზე შემომდარი ბეღურების ჭყვირილით და მზიანი ნათებით.
. .. ისევ იმ მზის სხივზე ვფიქრობ, ჩემს ოთახში რომ უნდოდ აჩუმად შემოპარვა .. . და ვერ მიპატიებია ძველი წყენა...
  მერე ქუჩა, ხალხი და მანქანების სიგნალებით გაგიჟებული თბილისია.
  როცა არ გაქვს უფლება იყო ბედნიერი,ცოტა ცუდად, ცოტა ცინიკურად საკუთარ თავთან და ცოტა ირონიითაც ჟღერს ეს განაჩენი, მაშინაც კი, თუ ნარიყალაზე თბილ მკლავებში გახვეული სათუთად მიყრდნობილი ძლიერ სხეულს, უყურებ სანახევროდ ჩაძინებულ ქალაქს და ეს ის წუთებია როცა მიუხედავად ყველაფრისა უნდა მიეცეს ,,დავიწყებას".
  მოპირდაპირე სახლის სარკმელში ჩანს,  ისევ ძინავს ორ დას. ..  ერთს ეღვიძება. ზანტად იშმუშნება ,იზმორება და გვერდით დადებულ რაღაც ნივთს სწვდება. ცოტახანში საწოლზე წამომჯდარი მადიანად აბოლებს.
ლამაზი წყვილებით სავსეა ბაღები. თითქმის ყველა კუთხე კუნჭულში ეფერებიან ერთმანეთს და არ ადარდებთ გამვლელ-გამომვლელები.
კარგია ასეთი უდარდელობა და ერთმანეთთან  ახლოს ყოფნის სურვილი მთელი ცხოვრება რომ გრძელდებოდეს .მაგრამ. . . .
ფეხით ავლილ-ჩავლილი ძველი თბილისის გზა.გამოფენა ქარვასლაში ომის თემაზე და ყველაზე შთამბეჭდავი გიჟი ქალის სურათი მკვდარი ბავშვის წინ  მუხლებზე დამხობილი, როგორ ცდილობს აჭამოს ძუძუ. . . შავ-თეთრი ნახატები და საკუთარ თავთან გაჩენილი კითხვა-რატომ არ არის ეს ყველაფერი სხვადასხვა ფერის და ვხვდები- ომს ფერი არა აქვს, გარდა შავისა.
ჯარისკაცი ისევ ებღაუჭება პირველ გრძნობას თუმცა მას შეგნებულად არ არქმევს სიყვარულს და ცდილობს საკუთარ თავსაც  და მის გულში დაუკითხავად შემოჭრილ  თავისი ცხოვრების კრედოსაგან სრულიად განსხვავებულ ქალსაც აჩუქოს თბილი წუთები და ისინი ბედნიერები არიან დამაბნეველი წამებისაგან.
. . . იყავი ჩემი მაშინ როცა მჭირდები თუ ჩემს მიმართ რაიმეს გრძნობ . . . მე ხომ არ ვიცი სად ჩამაძაღლებენ. ნუ მისცემ დროს იმის ნებას, რომ ეს გრძნობა ჩარჩოში ჩასვას . . .. ჯარისკაცს არა აქვს უფლება ხვალინდელი დღით იცხოვროს.
ფეხით მივუყვები მანქანებით გადატენილ, ქუჩის სავალ ნაწილს და იმ გერმანელ მხატვარზე ვფიქრობ, თუმცა მარტო იმაზე არა ყველაფერზე ერთდროულად და ეს ყველაფერი არაფერია თუ არა ერთი დიდი დარდი ცრემლებად გადაქცეული, რომელსაც გაბრაზებული ქარი მაცლის თვალებიდან.
აღარ რჩება მნიშვნელობა ქარი წუის ტყვიასავით თუ ტყვია ქარივით. მხოლოდ ეგაა, ერთს ცრემლი მოაქვს, მეორეს მიაქვს.
. . . მოპირდაპირე სახლის სარკმელზე დარაბებია. ალბათ შინ აღარ არიან დები.
იგივე კორპუსიდან ,ოღონს სხვა ღია სარკმელიდან ისმის ხმა ორი პატარა ბავშვის ჩხუბისა და მამის ღრიალის ..დამაძინეთ თქვენი დედა. .. გაეთრიეთ ოთახიდან!"
ეზოში ისევ ერთჯერადი შპრიცები ყრია და მის ახვეტას ცდილობს ქარი, მაგრამ ვერ ერევა. შპრიცი ცრემლი არაა, მაგრამ იმდენს ახერხებს ეზოს უსარგებლო კუთხეში მალავს და ფოთლებს აფარებს.
. . .  ისევ ჯარისკაცზე ვფიქრობ. . . ყველაფერი შეიიძლება დახატო ფერებში. . . .ომის გარდა.
. . . და მგონი მზის სხივსაც ვაპატიე ძველი წყენა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები