ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბჟალეთი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2012


თქვი, სად წავიდა?

(ეძღვნება შესანიშნავ ადამიანს, არმენ არუთინოვს)

თქვი, სად წავიდა, საით ვეძებო,
ყმაწვილქალობის ის ჟამი, არმენ,
ცეცხლს რომ ვაფრქვევდი კაცთა გულებში
და სიკეკლუცით ვჩრდილავდი კარმენს?
ნუ, ნუ იფიქრებ სიბერის ნაოჭს
ერთი ღიმილი სახეზე წაშლის,
ტკივილთა ჩემთა მესაიდუმლე
აყვავებული ხეც გახმა ვაშლის.
ტრფიალთა ჩემთა ნაყოფო ჩემო,
შენ ხომ გართობდა ჩემი კულული,
მოდი გამითბე ბებერი ძვლები,
სიბერის ნისლით გადმობურული!
ჟამმა წალეკა ყველა ტრფიალი,
ყველა ვნება და გულისთქმა ყველა,
მხოლოდ შენ მყავხარ ის საფიცარი,
ვისითაც უფალს ვეაჯო შველა!
მე ახლა ვწევარ სიმშვიდის წიაღ
და ჩემი თმები მიწას ერთვიან,
არ დაივიწყო ლოცვები ჩემი,
ჩვენი მფარველი მხოლოდ ღმერთია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები