ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: საბავშვო
3 სექტემბერი, 2012


ამიტომ მიყვარს...

ჩემი სამშობლო-მთებია,
ეს თვალუწვდევნი ველები.
ჩემი სამშობლო ზვრებია
მინდვრად გაშლილი ტევრები,
ამიტომ მიყვარს ძალიან,
მას თავზე შემოვევლები.

ჩემი სამშობლო-ეს ცაა,
აქ მოლივლივე ფერები.
ჩემი სამშობლო ეს ზღვაა
ტბაზე ქათქათა გედები,
ამიტომ მიყვარს ძალიან
მას თავზე შემოვევლები.

ჩემი სამშობლო ბრძოლაა,
ჩაუგებელი მახვილი,
ყოველი გოჯი მიწისთვის
სისხლი გმირულად დაღვრილი,
ამიტომ მიყვარს ძალიან
მას თავზე შემოვევლები.

ჩემი სამშობლო დედაა
მისი უბიწო მანდილი.
ჩემი სამშობლო-ნანაა
ყველა იმით ვართ გაზრდილი,
ამიტომ მიყვარს ძალიან
მას თავზე შემოვევლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები