ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2012


დედაჩემო

დედაჩემო თბილო გადაღლილო
არ იმჩნევ და თმები შეგევერცხლა
ახლაც გახსოვს როგორ ვთამაშობდი
ბარბის თოჯინებით, სულ ნამცეცა.
უკვე გაგეზარდე, დაგიქალდი.
შენთვის არ შევცვლილვარ, ოდნავაც კი.
გუშინ ისე თბილად მომეხვიე
მეც კი დავიჯერე,- რომ ვარ ბავშვი.
შენი თბილი ხელის შეხებისას,
ცრემლი რომ მადგება ცოდვილს თვალზე
ისე გიკვირს, თითქოს არ იცოდე,-
გულზე რამოდენა დარდი მაწევს.
შენთვის შევიცვლები,- "გავბავშვდები"
ისევ ვიამაშებ თოჯინებით,
თავზე მივისკუპებ კიკინებს და
ზღაპრებს მოგაყოლებ დიდი ხვეწნით.
მერე გაგეზრდები დიდი გოგო,
აღარ გაგაბრაზებ, დე,- გპირდები,
ოღონდ არ იტირო, ერთადერთო
შენი ხათრით, შენთვის შევიცვლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები