ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა1995
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2012


ძირს!ფოთლები ძირს!

ძირს!ფოთლები ძირს!
ფენს სევდიან გზას...
წვიმს!ფარულად წვიმს!
შენი წყურვილი მკლავს!..
ხეები ფოთლებს ყრის...
ხვნეშა გაუდის გზას...
მაგრამ ფარულად წვიმს...
შენი თვალები მკლავს...
ცივი ნიავი ქრის...
ცრემლი ჩამოსდის თვალს...
მე ამ უკვალო გზის
ღრმა საიდუმლო მკლავს!..
მაგრამ ვაგრძელებ გზას?..
აქ ხომ ფარულად წვიმს...
მე ხომ წყურვილი მკლავს!..
ძირს!ფოთლები ძირს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები