| ავტორი: ნუცი ჟანრი: პოეზია 7 ნოემბერი, 2012 |
ღრუბლები კენკავს მარცვალ-მარცვალ, სილურჯეს ცისას. სითბო აკლია ამ ქალაქში უკვე დილის მზეს. კარგახანია. . . შეაცივა ალიონს ნამად შემოდგომისფრდა. მშვიდად ვერევი ყვითელ ფერად წარმოქმნილ სივრცეს ვმარცვლავ სიშორეს, ჩემიდან და შენამდე, გზისას, რომლის გავლასაც ერთად აწი ვერასდროს შევძლებთ. . . ჩაბურა ნისლმა შემოდგომის, მანძილზე ხილვა. ვეღარც კი ვარჩევ სად წახვედი, წინ, თუ ჩამომრჩი? ღრუბლები კენკავს მარცვალ-მარცვალ, სილურჯეს ცისას სითბო აკლია ამ ქალაქში უშენოდ მზეს და ვერ გადავიტან მარტო, კენტად ამ შემოდგომას. ისევ ბავშვურად გულუბრყვილოდ მჯერა რომ სული, გადაღლილია მონატრების უსასრულობით, უშენოდ აზრი დაეკარგა ჩემს წილ დროის რითმს. და მჯერა ფიქრის, რომ უთუოდ გარდავიცვლები, მზის ანემა შემოპარულ ქალაქში სადაც ცხოვრებას მარტო შემატოვე, აღარც მზეა და ღრუბლები კენკავს მარცვალ, მარცვალ, სილურჯეს ცისას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჩაბურა ნისლმა შემოდგომის, მანძილზე ხილვა. ჩაბურა ნისლმა შემოდგომის, მანძილზე ხილვა.
6. :) მადლობა ყველას!!! :) მადლობა ყველას!!!
5. მართლაც შემოდგომისფერი ლექსია მართლაც შემოდგომისფერი ლექსია
4. ავტორი: ნუცი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
სულ ოდნავ აკლია გამართვა.. ;)
ავტორი: ნუცი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
სულ ოდნავ აკლია გამართვა.. ;)
2. ჰო სასიამოვნოა ასე ვიტყოდი და +1 წარმატებებიიი ჰო სასიამოვნოა ასე ვიტყოდი და +1 წარმატებებიიი
1. კარგი ლექსია, საშემოდგომო განწყობის.
"ჩაბურა ნისლმა შემოდგომის, მანძილზე ხილვა. ვეღარც კი ვარჩევ სად წახვედი, წინ, თუ ჩამომრჩი?" კარგი ლექსია, საშემოდგომო განწყობის.
"ჩაბურა ნისლმა შემოდგომის, მანძილზე ხილვა. ვეღარც კი ვარჩევ სად წახვედი, წინ, თუ ჩამომრჩი?"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|