ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარეტი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2012


... (დრო არ მეყო)

რაც თავი მახსოვს სულ დავდიოდით
ერთი სახლიდან სხვა ქალაქში და
ქალაქიდან ისევ სხვა სახლში..
დრო არ მეყო
ვერ მივეჩვიე ვერავის და
ვერ მივიჩვიე ვერავინ...
ახლაც ცხრა მთას იქით ვარ და
ვიხსენებ რა,
რამდენი სავარაუდო მეგობარი
შეიძლებოდა მყოლოდა, ყველგან
ჩემი გულის რაგაც ნაწილი რომ დამეტოვებინა
ახლა დაგლეჯილი ან მთლად უგულო უნდა ვიყო
ბედმა გამიღიმა, გული მთელი შემომინახა...
ანდა პირიქით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები