ვაინლანდია
აქ მოყვანილი პერსონაჟები ერთჯერადია. თქვენი და ჩემი უსაფრთხოებისთვის მათ პირობითი სახელებით მოვიხსენიებ. მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. ისინი სიკვდილმა დააზღვია.
- ჩვენ ვიმყოფებით ვაინლანდიაში. დასავლური და აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინზე. შუალედში, არცთუ ოქროს. საშუალო ასაკში, ანუ გარდატეხის. – იწყებს პროლოგი. - ჩვენ ევროპელები ვართ! – აღშფოთებულია ეროვნული სიამაყე. - თქვენ შეიძინეთ მხოლოდ ევროპული ხორცი ინსტიქტების რეალიზებისთვის და უფლებები – მათი ლეგალიზებისთვის. მოვალეობები კი თქვენთვის ოფიციანტის მიერ მოტანილი ანგარიშივით უსიამოვნოა. - სამაგიეროდ, ვაინლანდია ჯაზური ქვეყანაა, მასში მხოლოდ ქალიშვილები არიან. მათ ჰყავთ ქალიშვილები, რომლებსაც ასევე ქალიშვილები ჰყავთ. პარადოქსია? მერე რა? ვაინლანდია პარადოქსების ქვეყანაა. – მხრებაწეული ამბობს სატირა, ხელგაშლითა და ღიმილით. - ვაინლანდია ტურისტული სამოთხეა. ფული არ გაქვთ? რა პრობლემაა! გთავაზობთ სერვისს – უფასო ჭამა-სმით, 8 საათი სუფრასთან ჯდომით და გარანტირებული ბუასილით. საუცხოო სუვენირია, არა? – ხელების ფართოდ გაშლით და წარბის მსუბუქად აწევით კითხულობს სარკაზმი. აუდიტორია დუმს. - ვაინლანდიაში საუკეთესო ბუნებაა. ვაინლაინდიელები ბუნებით ხელოვანები არიან. და რადგან ორბუნებოვნება ქრისტეს შემდეგ გროტესკულია, ისინი ბუნებას ნაგვით ამკობენ, რათა მისი ღვთაებრიობა გამოკვეთონ.- ამბობს ცინიზმი და მის მტკიცედ მოკუმულ ტუჩებზე მირაჟივით ჩნდება ღიმილი. - მეძავი ხართ? ვაინლანდიაში გიჟდებიან ქვების სროლაზე, მათი უცოდველობა კი რა საკითხავია! – აგრძელებს ვიღაც. - კმარა! – აწყვეტინებს ქორე – გასაგებია, რომ ბევრი პრობლემაა, ბევრი ხარვეზია ცნობიერებაში, ბევრია გაჭირვებული, ბევრიც ამით დალხენილი, მაგრამ საქმე ტოტებში კი არა, ფესვებშია, კედლებში კი არა, საძირკველშია. თქვენ „რა?“ კითხვაზე პასუხობთ, როდესაც უნდა სვამდეთ კითხვას „რატომ?“, თუ გინდათ, რომ პრობლემის არსს ჩასწვდეთ. - მასე ჩიხში შევალთ! - დაგაგვიანდა. ჯობს გამოსავალი ეძებო… ახლა კი მთავარზე გადავიდეთ, უპრეცედენტო ქმნილებაზე, რომელსაც ჩემი მეგობარი – ექსკლუზივი წარმოგიდგენთ! - მაშ ასე, პირველად ვაინლანდიაში! რა ბრძანეთ? – ექსკლუზივი ოდნავ იხრება წინ მოსასმენად, მალევე სწორდება და პასუხობს: მართალი ხართ, პირველად მსოფლიოში, მაგრამ ვაინლანდიელებს გვიყვარს „პირველად ვაინლანდიაში“, რადგან ეს გულისხმობს, რომ „ის“- ჩვენთვის მყოფადი, უცხოეთში „ნამყოფია“, ყოველივე უცხოური კი საუცხოოა ღვინისქვეყნელებისთვის… - ექს! თუ არ გსურს ექს-მეგობარი, ექს-ცოცხალი და ექსკლუზიური მკვდარი გახდე, საქმეზე გადადი! – უსისინებს ქორე, ექსს სცხება და მთელი ექსპრესიით იწყებს: "ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ უალტერნატივო ატრაქციონს – მეტრო ბიოლოგიას! ვირტუალურ ატრაქციონს, რომელშიც თქვენ კი არ შედიხართ, თვითონ შემოდის თქვენში. თქვენი კომფორტისთვის, გვაქვს სერვისი პროდუქტის ადგილზე მიტანით. ჩვენ ვზოგავთ თქვენს დროს და ფულს, რომლებიც სხვა ნებისმიერ ატრაქციონთან მისვლისას გეხარჯებათ. ვუფრთხილდებით თქვენს მხედველობას, ამიტომ არ დაგიმძიმებთ აღქმას, პირდაპირ ცნობიერში მოგართმევთ ატრაქციონს. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს უსაფრთხოებაზე და გარანტიას გაძლევთ, რომ აპლიკაცია ვირუსებისაგან 100%-ით თავისუფალია, რაც დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. აპლიკაციის ინსტალაცია ავტომატურად ხდება მიკროჩიპის თქვენს სხეულში შეყვანისთანავე. ის არ აკეთებს თვითნებურ ცვლილებებს თქვენს ცნობიერებაში, არ იპარავს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და არაფერს „პოსტავს“ თქვენი ენით, მაშინაც კი, როდესაც გძინავთ. ამასთან, მისი პირველი გამოყენება აბსოლუტურად უფასოა, ხოლო მოხმარების წესები – მარტივი. ატრაქციონი მეტრო ჩვეულებრივი მეტროა, მასში არის კიბე, ესკალატორი და მატარებლები, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. მატარებლებს აქვთ ვაგონები, მუქ ფერებში – ვაინლანდიურ სტილში – გამოწყობილი მგზავრებით. ისინი ვაინლანდიელი მგზავრები არიან, უიღბლოები და წარმატებულები. ისინი სხვადასხვა მატარებლით მგზავრობენ. მათ მდგომარეობაში რომ შეხვიდეთ, მათთან ერთად უნდა გამოხვიდეთ მატარებლებიდან და შუაგულისკენ-ბიოლოგიისაკენ უნდა გაემართოთ, პირველი მატარებლიდან ქვევით და მეორედან ზევით – ბიოლოგიამდე, მათი ბიოლოგიური მოთხოვნილებების გადაკვეთის წერტილისაკენ. შემდეგ კი თქვენ გადაწყვიტეთ, კიბით ახვალთ თუ ესკალატორს აყვებით,შემდეგ ტურში გადახვალთ თუ თამაშს გამოეთიშებით. თამაშის დასრულება ადვილია – 2-ჯერ დახუჭავთ-დააკლიკებთ თვალს, რომელიც მაუსის ფუნქციას შეასრულებს. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, თამაშს დამარცხებულები ტოვებენ, გამარჯვებულები ფინიშთან მიდიან… ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!"
გზა ფინიშისკენ: http://www.tumblr.com/blog/bestmood
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. როგორი სისხარტეა :) მშვენიერია. როგორი სისხარტეა :) მშვენიერია.
7. "აკრძალული ხილი, უფრო ტკბილიაო" "აკრძალული ხილი, უფრო ტკბილიაო"
6. არაჩვეულებრივად დაწერილია! :)) მაკეტია. :)) და ვაი, ჩვენ.
პატივისცემით: ტენდი არაჩვეულებრივად დაწერილია! :)) მაკეტია. :)) და ვაი, ჩვენ.
პატივისცემით: ტენდი
5. ძალიან მაგარი ნაწერია...ორიგინალურად ნათქვამი სიმართლე...5555 რეალობაში გადმოსვლამ და "გამოსავალმა" მომსპო...:(
"-ვაინლანდიაში უმისამართო აგრესიაა, საჭიროა მისი მიზნობრივად წარმართვა – აგრძელებს წახალისებული. -ამისთვის გვჭირდება მტრის ხატის შექმნა, განტევების ვაცი. 2 ვარიანტი გვაქვს – შიდა და გარე – ექს-მთავრობა და „ჩრდილიანი“ მეზობელი. – ჰყვება მეორე. -ამას უზრუნველჰყოფს მედია, ხალხის აგრესიას რომელიმე მათგანისკენ მივმართავთ და ამ განწყობას შევუნარჩუნებთ. ორმაგი მოგება გვექნება – პოლიტიკური და კომერციული. – აგრძელებს პირველი. - კომერციულ მოგებას ვაინლანდიის ტრადიციულობა გაგვიზრდის. რაც მეტია აკრძალვა, მით ეფექტურია ანტირეკლამა, ის კი, მოგეხსენებათ, საუკეთესო რეკლამაა. ამის პირველი მაგალითი ადამ და ევას მიერ მოწყვეტილი ვაშლია. ვმოქმედებთ ამ ტაქტიკით: ვიგებთ ადამიანის მოთხოვნილებას – გველს; ვქმნით შესაბამის პროდუქტს – ვაშლს; ვაინლანდიელებს ვუკრძალავთ გველის ვაშლით დაკმაყოფილებას. ნაცადი, თან მუშა ტექნიკაა. კიდევ ერთი რამ, უნდა მოვსპოთ ინდივიდები, მოვუშალოთ განმასხვავებელი ნიშნები, ერთმანეთს დავამსგავსოთ. ინდივიდობა დაკარგული ადამიანი ადვილი სამართავია. ამის ხელსაწყოები გვაქვს: ციხე და ჯარი ნაწილობრივ. საჭიროა მათი შევსება. – ამბობს ბოსი და კმაყოფილი იღიმება, მას მუდამ თან აქვს სახარებაში ნაპოვნი პოზიტიური აზროვნების გასაღები: „ეძიებდე და ჰპოვებდე, დააკაკუნე და გაგეღოს, ითხოვე და მოგეცეს“
ეს უნდა დამეკოპირებინა...:) და კიდევ ძალიან ჩამაფიქრა ამან...:))
" მე-7 ქ-ა, ის იმ მარადიულად მოკრიახე ქათამს ჰგავს, რომლის დადებული კვერცხი არავის უნახავს. ბოლო მგზავრი მეტად ბანჯგვლიანია. ამიტომ ბალანი დავარქვათ. ის გეტყოდათ, რომ ეს „ეროვნული“ სიამაყე – ბალანი მაღალი პოტენციის კი არა, ხშირად თურმე სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ნიშანია…"
მე თუ მკითხავთ კრიტიკა-პუბლიცისტიკა უფროა, მაგრამ ჯობია ნუ მკითხავთ...:))) მოკლედ ბრავო და ჩემი აპლოდისმენტები აქ...55555 ძალიან მაგარი ნაწერია...ორიგინალურად ნათქვამი სიმართლე...5555 რეალობაში გადმოსვლამ და "გამოსავალმა" მომსპო...:(
"-ვაინლანდიაში უმისამართო აგრესიაა, საჭიროა მისი მიზნობრივად წარმართვა – აგრძელებს წახალისებული. -ამისთვის გვჭირდება მტრის ხატის შექმნა, განტევების ვაცი. 2 ვარიანტი გვაქვს – შიდა და გარე – ექს-მთავრობა და „ჩრდილიანი“ მეზობელი. – ჰყვება მეორე. -ამას უზრუნველჰყოფს მედია, ხალხის აგრესიას რომელიმე მათგანისკენ მივმართავთ და ამ განწყობას შევუნარჩუნებთ. ორმაგი მოგება გვექნება – პოლიტიკური და კომერციული. – აგრძელებს პირველი. - კომერციულ მოგებას ვაინლანდიის ტრადიციულობა გაგვიზრდის. რაც მეტია აკრძალვა, მით ეფექტურია ანტირეკლამა, ის კი, მოგეხსენებათ, საუკეთესო რეკლამაა. ამის პირველი მაგალითი ადამ და ევას მიერ მოწყვეტილი ვაშლია. ვმოქმედებთ ამ ტაქტიკით: ვიგებთ ადამიანის მოთხოვნილებას – გველს; ვქმნით შესაბამის პროდუქტს – ვაშლს; ვაინლანდიელებს ვუკრძალავთ გველის ვაშლით დაკმაყოფილებას. ნაცადი, თან მუშა ტექნიკაა. კიდევ ერთი რამ, უნდა მოვსპოთ ინდივიდები, მოვუშალოთ განმასხვავებელი ნიშნები, ერთმანეთს დავამსგავსოთ. ინდივიდობა დაკარგული ადამიანი ადვილი სამართავია. ამის ხელსაწყოები გვაქვს: ციხე და ჯარი ნაწილობრივ. საჭიროა მათი შევსება. – ამბობს ბოსი და კმაყოფილი იღიმება, მას მუდამ თან აქვს სახარებაში ნაპოვნი პოზიტიური აზროვნების გასაღები: „ეძიებდე და ჰპოვებდე, დააკაკუნე და გაგეღოს, ითხოვე და მოგეცეს“
ეს უნდა დამეკოპირებინა...:) და კიდევ ძალიან ჩამაფიქრა ამან...:))
" მე-7 ქ-ა, ის იმ მარადიულად მოკრიახე ქათამს ჰგავს, რომლის დადებული კვერცხი არავის უნახავს. ბოლო მგზავრი მეტად ბანჯგვლიანია. ამიტომ ბალანი დავარქვათ. ის გეტყოდათ, რომ ეს „ეროვნული“ სიამაყე – ბალანი მაღალი პოტენციის კი არა, ხშირად თურმე სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ნიშანია…"
მე თუ მკითხავთ კრიტიკა-პუბლიცისტიკა უფროა, მაგრამ ჯობია ნუ მკითხავთ...:))) მოკლედ ბრავო და ჩემი აპლოდისმენტები აქ...55555
4. ეჰ ,ამ სარკაზმმა ახლა ცუდ ხასიათზე დამაყენა. მხოლოდ აქ,ამ ვაინლანდიაშია,რომ სკოლაში რასაც გასწავლიან, ცხოვრებაში არ გადგება და პირიქით.... ვინმე ხომ უნდა იყოს პირველი?
ეჰ ,ამ სარკაზმმა ახლა ცუდ ხასიათზე დამაყენა. მხოლოდ აქ,ამ ვაინლანდიაშია,რომ სკოლაში რასაც გასწავლიან, ცხოვრებაში არ გადგება და პირიქით.... ვინმე ხომ უნდა იყოს პირველი?
3. ბრავო! მეტი რა დავამატო, ეს ვაინლანდია კი არა, ვაილანდიაა. 5 ბრავო! მეტი რა დავამატო, ეს ვაინლანდია კი არა, ვაილანდიაა. 5
2. როგორ ვთქვა, ენამოსწრებული ნაწერია როგორ ვთქვა, ენამოსწრებული ნაწერია
1. რადგან გზას ფინიშისკენ გავუყევი და ბოლომდეც ჩავედი, ესე იგი, მომეწონა. ოსტატურად არის სარკაზმი, ირონია, ალეგორიები გამოყენებული. მხოლოდ "გამოსასვლელმა" დამიტოვა უკმარისობის თუ ზედმეტობის განცდა.
მედია-მიქსერიც, ოცნებისა და რეალობის სათქვეფი- ძალიან მომეწონა.
"ვაინლანდია ჯაზური ქვეყანაა, მასში მხოლოდ ქალიშვილები არიან. " :) რადგან გზას ფინიშისკენ გავუყევი და ბოლომდეც ჩავედი, ესე იგი, მომეწონა. ოსტატურად არის სარკაზმი, ირონია, ალეგორიები გამოყენებული. მხოლოდ "გამოსასვლელმა" დამიტოვა უკმარისობის თუ ზედმეტობის განცდა.
მედია-მიქსერიც, ოცნებისა და რეალობის სათქვეფი- ძალიან მომეწონა.
"ვაინლანდია ჯაზური ქვეყანაა, მასში მხოლოდ ქალიშვილები არიან. " :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|