 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 8 იანვარი, 2013 |
საჩხერე
აქ ყველა კვირტში იგრძნობა მარტი, ყაყაჩოები ჰგვანან ფიალებს და საჩხერეში თუ იგრძნობ მარტო, რომ დედამიწა ჭურზე ტრიალებს... ალიონიდან დაგდევს დღე დროშით, რძე გამოტენის ღრუბელს ცურივით და სტუმრის ჯიბრზე ყოველ ეზოში გალღვება თონე ხაჭაპურივით... მთები კვლავ ქართულ აკვანს იცავენ, გთხოვ, ლექსად აქ ნუ წაიწუწუნებ, ყოველი სახლი აკაკისავით პოეტებს დღესაც ქართულს უწუნებს. გზა, დონ-კიხოტი, იგრძელებს კისერს, ქარი წისქვილებს ებრძვის დღითიდღე, საჩხერეში ვარ და ვიცი, ისევ მზე იმერულად ჩაიხითხითებს... აქ ყველა კვირტში იგრძნობა მარტი, ყაყაჩოები ჰგვანან ფიალებს და საჩხერეში თუ იგრძნობ მარტო, რომ დედამიწა ჭურზე ტრიალებს...
ქუთაისში ვარ
· დატოვე ეზოს კარები ღია თუ გულით რამე უნდა ისურვო, ქუთაისში ვარ და მთელი დღეა მზე უფრო მეტად ქუთაისურობს...
ქუთათურებთან რად მინდა რუკა, ხეებზე ტუჩებს თუთა ისველებს და ვესალმები პატარა შუკებს - ყველაზე ძირძველ ქუთაისელებს...
სურნელი მათრობს სვანური რახის რიონიც სადღაც მუდამ მიცურავს, ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად...
დატოვე ეზოს კარები ღია თუ გულით რამე უნდა ისურვო, ქუთაისში ვარ და მთელი დღეა მზე უფრო მეტად ქუთაისურობს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ქუთაისსა და საჩხერეში ვარ მეც "გამოკიდული".
ჩემი საყვარელი სოფელი საჩხერის რაიონია. შეუძლებელია აღვწერო როგორ მიყვარს იქაურობა. ქუთაისსა და საჩხერეში ვარ მეც "გამოკიდული".
ჩემი საყვარელი სოფელი საჩხერის რაიონია. შეუძლებელია აღვწერო როგორ მიყვარს იქაურობა.
15. ჩემი მოწონება, უცნაურია მაგრამ, ორივე ლექსის ერთად დადებამ, ოდნავ გააფერმკთალა. ჰგვანან ერთმანეთს. ჩემი მოწონება, უცნაურია მაგრამ, ორივე ლექსის ერთად დადებამ, ოდნავ გააფერმკთალა. ჰგვანან ერთმანეთს.
14. იფ როგორ მომეწონა. გაიხარე ავტორო. რა კარგი ხარ+++++ იფ როგორ მომეწონა. გაიხარე ავტორო. რა კარგი ხარ+++++
13. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8 იანვარი, 2013 მოკითხვა ქუთაისს ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8 იანვარი, 2013 მოკითხვა ქუთაისს
12. აუუ რა მაგარია ჩვენი იმერეეთი ნადირ,ბრავოო,წავიGე მე ეს ლექსი ჩემთან ,უნდა ვისწავლო აუცილებლად.მაგარაია მაგარიიიიიიიიიიიი აუუ რა მაგარია ჩვენი იმერეეთი ნადირ,ბრავოო,წავიGე მე ეს ლექსი ჩემთან ,უნდა ვისწავლო აუცილებლად.მაგარაია მაგარიიიიიიიიიიიი
11. მიყვარს ქუთაისი, კარგი ქალაქია ძალიან. მიყვარს ქუთაისი, კარგი ქალაქია ძალიან.
9. კარგებია ძალიან :)++ კარგებია ძალიან :)++
8. ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად... რა ლამაზად ეფერებIთ...:) ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად... რა ლამაზად ეფერებIთ...:)
7. " საჩხერეში ვარ და ვიცი, ისევ მზე იმერულად ჩაიხითხითებს."
სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს " საჩხერეში ვარ და ვიცი, ისევ მზე იმერულად ჩაიხითხითებს."
სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს
6. მზისა არ ვიცი , მაგრამ თქვენც კარგად წაუქუთაისურეთ :)
გაიხარეთ! მზისა არ ვიცი , მაგრამ თქვენც კარგად წაუქუთაისურეთ :)
გაიხარეთ!
5. სუბიექტურად თუ ობიექტურად ისე მაგრად გამიხარდა საჩხერე და ქუთაისი, მეტი რომ არ შეიძლება! ორივე ქალაქი მიყვარს და მენატრება! გენაცვალეთ, იმერლებო! (სხვებსაც გენაცვალეთ, მაგრამ იმერლებს განსაკუთრებით :)) ყველაზე სუფთა კუთხეა იმერეთი ჩემთვის! <3 და საჩხერეში თუ იგრძნობ მარტო, რომ დედამიწა ჭურზე ტრიალებს...
და ვესალმები პატარა შუკებს - ყველაზე ძირძველ ქუთაისელებს...
ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად...
5+
სუბიექტურად თუ ობიექტურად ისე მაგრად გამიხარდა საჩხერე და ქუთაისი, მეტი რომ არ შეიძლება! ორივე ქალაქი მიყვარს და მენატრება! გენაცვალეთ, იმერლებო! (სხვებსაც გენაცვალეთ, მაგრამ იმერლებს განსაკუთრებით :)) ყველაზე სუფთა კუთხეა იმერეთი ჩემთვის! <3 და საჩხერეში თუ იგრძნობ მარტო, რომ დედამიწა ჭურზე ტრიალებს...
და ვესალმები პატარა შუკებს - ყველაზე ძირძველ ქუთაისელებს...
ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად...
5+
4. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2. სულ ისეთი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს და ახლა ყველანაირი ობიექტურობის შეგრძნება დამიკარგა ამ იმერულმა გაელვებამ:)
"გზა, დონ-კიხოტი, იგრძელებს კისერს, ქარი წისქვილებს ებრძვის დღითიდღე,"
"ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად..."
გმადლობთ ჩემი ქუთაისის, ჩემი იმერეთის ასე ლამაზად დახატვისთვის!
მრავალ ბედნიერ შობა- ახალ წელს დაესწარით! სულ ისეთი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს და ახლა ყველანაირი ობიექტურობის შეგრძნება დამიკარგა ამ იმერულმა გაელვებამ:)
"გზა, დონ-კიხოტი, იგრძელებს კისერს, ქარი წისქვილებს ებრძვის დღითიდღე,"
"ჯიბეებში აქვთ ხელები სახლებს და ჩამუხლულან ქუთაისურად..."
გმადლობთ ჩემი ქუთაისის, ჩემი იმერეთის ასე ლამაზად დახატვისთვის!
მრავალ ბედნიერ შობა- ახალ წელს დაესწარით!
1. საჩხერეში ვარ და ვიცი, ისევ მზე იმერულად ჩაიხითხითებს... +++++ ძალიან კარგია. საჩხერეში ვარ და ვიცი, ისევ მზე იმერულად ჩაიხითხითებს... +++++ ძალიან კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|