... და გამომგლიჯეს ხელიდან გაგრა, მაინც ვერ მომჭრეს ძირში მარჯვენა, თუმც ერის შუქი დიდების ჩაქრა, ვიწვი მერმისის გადასარჩენად. თუმც შემიბღალეს სარწმუნოება, არ დამკარგვია უფლის იმედი, გული არასდროს დაემონება მას-ვინც წამართვა მიწა მცირედიც. დავალ... დავდივარ რწმენით ამქვეყნად, თვით საქართველო მიფეთქავს მკერდში, მე ვენაცვალე იმის მარჯვენას, ვინც ააშენა ილორი ჩვენში. ვარ ქართველობის ჭირისუფალი, წამლად ვედები ერის იარებს, არ მიგვატოვებს თუკი უფალი, დრო ვერასოდეს გაგვატიალებს. დღეს თუ ''აისი“ აღარ აისობს, მოვა ჟამი და გვიხსნის გამჩენი, მე წავალ, მაგრამ სამარადისოდ შთამომავლობის გულში დავრჩები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ბოლო ორი სტრიქონის რომ გჯერათ კარგია, ღმერთმა ქმნას, დიდი შროა დაგჭირდებათ))) ბოლო ორი სტრიქონის რომ გჯერათ კარგია, ღმერთმა ქმნას, დიდი შროა დაგჭირდებათ)))
7. გაიხარე ძმისშვილო! გაიხარე ძმისშვილო!
6. ძალიან ძლიერი ლექსია,გაიხარეთ თქვენ. შემიყვარდა უკვე ეს ლექსი მე<3 ძალიან ძლიერი ლექსია,გაიხარეთ თქვენ. შემიყვარდა უკვე ეს ლექსი მე<3
5. არა, ფოთელი ვარ. არა, ფოთელი ვარ.
4. ოთარ გაგრელი ხომ არ ხართ? ოთარ გაგრელი ხომ არ ხართ?
3. ძალიან კარგია! <3 5 ძალიან კარგია! <3 5
2. კარგი ლექსია! კარგი ლექსია!
1. ჟრუანტელმა დამიარა.
ასე მემართება ხოლმე, ტიციანის "მაშ გამარჯბება"-ს რომ ვიმეორებ ლოცვასავით.
იხარეთ ბატონო ოთარ! ჟრუანტელმა დამიარა.
ასე მემართება ხოლმე, ტიციანის "მაშ გამარჯბება"-ს რომ ვიმეორებ ლოცვასავით.
იხარეთ ბატონო ოთარ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|