 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 28 იანვარი, 2013 |
ყველა ჩარაზული კარის სანაცვლოდ, ყველა დაგმანული ფანჯრის სანაცვლოდ, ვაშენებ უკარფანჯრებო სახლს, სადაც შემოსვლა ყველას შეუძლია... სახლს სახურავად ნდობა აქვს და იატაკად – ერთგულება, ხოლო სინათლე კედლებიდანაც მოჟონავს... მე მგავს ეს სახლი – ქლიავისფერი აგურით ნაშენი – მე მგავს ეს სახლი, სადაც ყველას გეპატიჟებით... არ მაქვს არც კარი, არც ფანჯრები, მაქვს მხოლოდ ჭერი და იატაკი, კიდევ – კედლები, ანუ ნდობა და ერთგულება, ბევრი სინათლეც... შეშის სანაცვლოდ საკუთარი სულის ცეცხლს ვანთებ, რომ თქვენ გაგათბოთ... ქლიავისფერი აგურის სახლი – ჩემი მსგავსია – სავსეა სევდით და სიყვარულით, ყველა კუთხეში რომ გაყურსულა... გაშლილია სუფრა გულუხვი, ხოლო ბუხარში, შეშის ნაცვლად, ჩემი სულის ცეცხლი გიზგიზებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. არადა, ყველას შეგვიძლია ავიშენოთ ასეთი სახლი - სინათლით, ნდობით, და ერთგულებით გაჯერებული, რომ გვქონდეს მდოგვის მარცვლის ოდენა სიყვარული - საძირკვლად.
* * * მეც ვფიქრობ, რომ ეს უკარფანჯრებო სახლი შენ გგავს ნია-კო... შენთან ყოველთვის მზე და გაზაფხულია.
ჩემი თბილი და მონატრებული მოკითხვა შენ :-*:-*:-*
5+++
არადა, ყველას შეგვიძლია ავიშენოთ ასეთი სახლი - სინათლით, ნდობით, და ერთგულებით გაჯერებული, რომ გვქონდეს მდოგვის მარცვლის ოდენა სიყვარული - საძირკვლად.
* * * მეც ვფიქრობ, რომ ეს უკარფანჯრებო სახლი შენ გგავს ნია-კო... შენთან ყოველთვის მზე და გაზაფხულია.
ჩემი თბილი და მონატრებული მოკითხვა შენ :-*:-*:-*
5+++
11. მობრძანდით, გელით :) მადლობები ყველას :* მობრძანდით, გელით :) მადლობები ყველას :*
9. სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი სახლის სტუმარი.+++++ სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი სახლის სტუმარი.+++++
8. მშვენიერია როგორც ავტორი. მშვენიერია როგორც ავტორი.
7. გენაცვალე შენ მზისგულიანო შენა!!! გენაცვალე შენ მზისგულიანო შენა!!!
6. თბილია შენსავით..:-*
"ვაშენებ უკარფანჯრებო სახლს, სადაც შემოსვლა ყველას შეუძლია..." ცა, მაინც მინდა, რომ საიდანღაც ჩანდეს...:) თბილია შენსავით..:-*
"ვაშენებ უკარფანჯრებო სახლს, სადაც შემოსვლა ყველას შეუძლია..." ცა, მაინც მინდა, რომ საიდანღაც ჩანდეს...:)
5. მომეწონა!+++5! მომეწონა!+++5!
4. ძალიან ლამაზია ნი ძალიან! მოკლედ ძალიან მომწონს შენი ვერლიბრები და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.
ჰო, ჩვენ მოვალთ და გარედან სიცივის ნაცვლად ჩვენც სითბოს მოვიტანთ პეშვებით :*
+5 ძალიან ლამაზია ნი ძალიან! მოკლედ ძალიან მომწონს შენი ვერლიბრები და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.
ჰო, ჩვენ მოვალთ და გარედან სიცივის ნაცვლად ჩვენც სითბოს მოვიტანთ პეშვებით :*
+5
3. ამ ადამიანობა მონატრებულ დროს და ადამიანებს ჭირდებათ ასეთი სითბო... გმადლობ, შენ, ნიაკო ამისთვის! 5 ამ ადამიანობა მონატრებულ დროს და ადამიანებს ჭირდებათ ასეთი სითბო... გმადლობ, შენ, ნიაკო ამისთვის! 5
2. ნიაკო, მომეწონა ძალიან. :)
მაქვს მხოლოდ ჭერი და იატაკი, კიდევ – კედლები, ანუ ნდობა და ერთგულება, ბევრი სინათლეც... შეშის სანაცვლოდ საკუთარი სულის ცეცხლს ვანთებ, რომ თქვენ გაგათბოთ...
გგავს. :)
პატივისცემით, ტენდი 5 ნიაკო, მომეწონა ძალიან. :)
მაქვს მხოლოდ ჭერი და იატაკი, კიდევ – კედლები, ანუ ნდობა და ერთგულება, ბევრი სინათლეც... შეშის სანაცვლოდ საკუთარი სულის ცეცხლს ვანთებ, რომ თქვენ გაგათბოთ...
გგავს. :)
პატივისცემით, ტენდი 5
1. ხოლო ბუხარში, შეშის ნაცვლად, ჩემი სულის ცეცხლი გიზგიზებს...
ლამაზი ლექსია, ლამაზი სიტყვებით :) ++ ნიაკო, წარმატებები!!!!!! ხოლო ბუხარში, შეშის ნაცვლად, ჩემი სულის ცეცხლი გიზგიზებს...
ლამაზი ლექსია, ლამაზი სიტყვებით :) ++ ნიაკო, წარმატებები!!!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|