ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარეტი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2013


მეძავი

შუაღამეა, შენ და სიო ქუჩებს ედებით
გინდა ზეცისკენ გააპარო მზერა, ძნელია
იცი ხავსმოდებულ რწმენა, ვედრებით
ჩამოარეცხო სულს სილურჯე და ნაცემ 
სხელს მოახურო შვების მანტია.
''დღეს ბოლო იყო'' ასე თქვი და კარი
შეაღე, მაგრამ მანამდე დაიფერთხო
წარსული გინდა და ამის ნიშნად
შეშლილივით ხელებს იშინებ თავზე,
სხეულზე, ტანსაცმელი გაიძრე ცივად.
და ყოველღამე მეორდება ეს ''რიტუალი''.

შენი სხეული იპოდრომი...
ვნებების დოღი..
არავის ყავხარ...
არავინ გყავს...
მხოლოდ ერთს ფიქრობ
შეკრული ღამე ნაწნავივით მხარზე მოიგდო
და მოვარდნილ ქარს გაატანო სულიც სხეულიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები