 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 4 თებერვალი, 2013 |
არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა, (ანდაზა) არც მკვდარი გაცოცხლებულა, მეტის ვაით და ვიშითა... (ბ-ჰ) ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო, (ანდაზა) ლამაზებს ჩითიც უხდებათ, მახინჯებს არცა ფარჩაო... (ბ-ჰ) დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო, (ანდაზა) თვით ეშმაკიც კი ვერ ავნებს, დედისგან დალოცვილსაო... (ბ-ჰ) დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო, (ანდაზა) მერე ბედს მიუბრუნდება და ეტყვის: ვინ დამთარსაო?!.. (ბ-ჰ) ერთმანეთისა ჯავრითა, სახლი აივსო ნაგვითა, (ანდაზა) რასაც ვერ აწევ ატაცით, უნდა ეცადო აკვრითა... (ბ-ჰ) ერთი მერცხალის ჭიკჭიკი, გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, (ანდაზა) რა გინდ ეცადოს, იდაყვით კაცი ზურგს ვერ მოიფხანსო... (ბ-ჰ) ვერიდებოდი ღოლოსა, შემომხვდა ღობის ბოლოსა, (ანდაზა) ვინც მხიარული იწუნა, იმას უჟმური ცოლობსა... (ბ-ჰ) ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგის კაკალიც არაო, (ანდაზა) ბრძენი სდუმს, უგუნური კი ითხოვს მისმინეთ ჩქარაო... (ბ-ჰ)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ჰეჰ, ეს ექსპერიმენტი დამრჩენია ექსპერიმენტად, არადა თურმე პირობებს ვდებდი, რომ განვაგრძობდი :) ჰეჰ, ეს ექსპერიმენტი დამრჩენია ექსპერიმენტად, არადა თურმე პირობებს ვდებდი, რომ განვაგრძობდი :)
26. მომეწონა ეს ფი-ანდაზები და ბენჰურული დაბოლოებები. ბოლო მაინც განსაკუთრებულად კარგია. მიმაქვს ჩემს გვერდზე ავტორის მითითებით (ფსევდონიმის, სხვა არც ვიცი) :) მომეწონა ეს ფი-ანდაზები და ბენჰურული დაბოლოებები. ბოლო მაინც განსაკუთრებულად კარგია. მიმაქვს ჩემს გვერდზე ავტორის მითითებით (ფსევდონიმის, სხვა არც ვიცი) :)
25. აი ეს არის ძალიან ძალიან მაგარი !!!!!!!!!!!!
+555555555 აი ეს არის ძალიან ძალიან მაგარი !!!!!!!!!!!!
+555555555
23. ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
4 თებერვალი, 2013 რა მაგარია,მომეწონა ძალიან ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
4 თებერვალი, 2013 რა მაგარია,მომეწონა ძალიან
22. ბენ-ჰურ, ამ ფი-ანდაზების გამოისობით თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემელი ვხდები! ეს არის პოეზია! ბენ-ჰურ, ამ ფი-ანდაზების გამოისობით თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემელი ვხდები! ეს არის პოეზია!
21. ვინც მხიარული იწუნა, იმას უჟმური ცოლობსა... (ბ-ჰ)
იუმორსაც კარგად დაამშვენებდა :))))
+++ ვინც მხიარული იწუნა, იმას უჟმური ცოლობსა... (ბ-ჰ)
იუმორსაც კარგად დაამშვენებდა :))))
+++
20. ფეისბუქზე ვნახე ეს მე ^^ კარგია )) ფეისბუქზე ვნახე ეს მე ^^ კარგია ))
19. იფ!!!–ანდაზები :) იფ!!!–ანდაზები :)
18. ქულების სიმრავლის გამო შემოვედი სწორედ ამ კონკრეტულ გვერდზე და გაამართლა, გამოირჩევა ნამდვილად ქულების სიმრავლის გამო შემოვედი სწორედ ამ კონკრეტულ გვერდზე და გაამართლა, გამოირჩევა ნამდვილად
17. რა კარგი იყო... ++ :)) რა კარგი იყო... ++ :))
16. ყველას გმადლობთ! არ ველოდი ესეთ მოწონებას და დიდი სტიმული მივიღე. ვაგრძელებ თემაზე მუშაობას და აუცილებლად შევკრავ ბოლოს ამავე სახელწოდებით. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას! ყველას გმადლობთ! არ ველოდი ესეთ მოწონებას და დიდი სტიმული მივიღე. ვაგრძელებ თემაზე მუშაობას და აუცილებლად შევკრავ ბოლოს ამავე სახელწოდებით. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!
15. მართლაც კარგი ფი-ანდაზებია :) მართლაც კარგი ფი-ანდაზებია :)
14. +2 გავერთე) +2 გავერთე)
13. +5 საინტერესოა +5 საინტერესოა
12. რა კარგი ფი-ანდაზები დაუგია ბენ ჰურის! :) რა კარგი ფი-ანდაზები დაუგია ბენ ჰურის! :)
9. კარგია...5
ვერიდებოდი ღოლოსა, შემომხვდა ღობის ბოლოსა, (ანდაზა) ვინც მხიარული იწუნა, იმას უჟმური ცოლობსა... (ბ-ჰ) კარგია...5
ვერიდებოდი ღოლოსა, შემომხვდა ღობის ბოლოსა, (ანდაზა) ვინც მხიარული იწუნა, იმას უჟმური ცოლობსა... (ბ-ჰ)
8. კარგია. განსხვავებული სტილი და რაც მთავარია ორიგინალურია:) წარმატებები და :+2 ჩემგან კარგია. განსხვავებული სტილი და რაც მთავარია ორიგინალურია:) წარმატებები და :+2 ჩემგან
6. ავტორი, როგორც ჩანს, ერთობ გონებამახვილია და ენამოსწრებული... ანდაზებს კარგად შეერწყა თქვენი "ფი"... ველი გაგრძელებას, უდაოდ, კარგად გამოგდით! 5 ავტორი, როგორც ჩანს, ერთობ გონებამახვილია და ენამოსწრებული... ანდაზებს კარგად შეერწყა თქვენი "ფი"... ველი გაგრძელებას, უდაოდ, კარგად გამოგდით! 5
5. Оригинально! :))))))))))) Оригинально! :)))))))))))
4. ორიგინალურია , მომეწონა ძალიან. ორიგინალურია , მომეწონა ძალიან.
3. ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
2. ვაპირებ სერიოზულად, მადლობა! ვაპირებ სერიოზულად, მადლობა!
1. მშვენიერებებია, შეგიძლია გააგრძელო!
მომეწონა! მშვენიერებებია, შეგიძლია გააგრძელო!
მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|