2. მოკითხვა კვაზის!
2 მოკითხვა კვაზის!
2
1. 3)ზღაპრული ასული (ესმერალდას)
დაგლანდე შარაზე,მაგ თვალთა ციალმა, ეს გული აქცია უცნაურ სამიზნედ, ღრუბლების ჯარებმა თავს გადამიარეს, მოვდივარ მე შენსკენ,გრძნობებით გამიზნულ... მე დამჭრეს ისრებმა მაგ თვალთა სხივების, მხოლოდ შენ მინათებ,ირგვლივ კი ბინდია, ავასხი ტკივილი კანაფზე მძივებად, მაგრამ ეს მძივები ვერ გადამიგდია, თუმც დამჭერ,მე მაინც არ ვგავარ ხეიბარს, ვერ იცნობ ადამიანს გარეგნული ნიშნებით, მივყვები ხან შარას,ბილიკს,ხან ხეივანს, ტკივილით მხრებში ვერ ვიშლები, ვუყურებ მომავალ ქალებს,თუ ვაჟკაცებს, მათ მოსავთ სხეულზე ფერადი სამოსი, მე ჩემმა მუზებმა დამავაჟკაცეს, ჩემი მზე შენს თვალში ამოდის. მაოცებს ყოველი კენჭი და ბალახი, სამყარო ასეთი ჭრელია, ხან გული სუფთაა,სულში მაქვს ტალახი, ხან ფიქრნი მხოლოდ შენ გელიან. გადავდგამ მე შენთვის მთებსა და მწვერვალებს, გავავსებ ლექსებით ხეობებს, როდესაც ზღვასავით ეს გული მღელვარებს, ფიქრები ჩემს ტვინში ღრეობენ, როდესაც ზღვასავით ეს გული მღელვარებს და სული დაიწყებს ფორიაქს, შევცქერი მე ჩემი ოცნების მწვერვალებს, იქ შენ ხარ და ეიფორია... დამტანჯავს ყოველთვის მე იმის შეგრძნება, რომ სადღაც შენ ხარ და მთებია, მე შენი ზმანება ყოველთვის მექნება, და ჩემი ფიქრები თვრებიან მაგ თვალთა ნისლებით, თაყვანს ვცემ ქაოსებს, გავარღვევ ზეცის ლურჯ კიდეებს, შენ ასე სათუთი,სულ მუდამ მაოცებ, ცა არის მოლურჯო იდეა. შენ ასე სათუთი,შენ ასე ლამაზი, მიჰყვები ოცნების ბილიკებს, მე ხშირად არც მინდა ვიფიქრო ამაზე, თუმც ცა შენს ხატებას მირიგებს. მოდიან წრეებად, მოდიან რკალებად მირაჟნი,ჩარჩოში ჩასმულნი, მე ვნახე სიზმარში იდუმალთვალება, ლამაზი,ზღაპრული ასული..
კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა....
2)ესმერალდას პასუხი (კვაზის ) ............................................ რა ნატვრები,რა სურვილი, ან ჩემთან რა ხელი გაქვს? მგონი ბრძენი გასულელდი და გსურს რომ ჩემს ხეივანს შეგახო და გინდა ხელით დამიკრიფო მტევნები? როგორ ფიქრობ:-ნებას მოგცემ და თავს შემოგევლები? წადი,წადი შენი გზებით, ხარ ვიღაცა ტეტია, ჩემი მზერით ნუ იგზნები კვაზი შარახვეტიავ!
ესმა ულამაზესი///ორიათასოცდა...
1) იმიტომ... (ესმერალდას) ........................................ როგორ მიყვარს,როგორ მიყვარს დღის და ღამის არევა, მაგ თვალების უფსკრულებში ვარსკვლავების ჰარემმა, დაარწია ღამის მეფის, მთვარის უცხო აკვანი, შენს თვალებში ვხედავ ახლა ღამე როგორ კანკალებს, ვხედავ როგორ არეულა სულ სხვა გალაქტიკები ერთმანეთში.ცას ჰკიდია წვიმით სავსე ტიკები ღრუბლების და ახლა ღამე ვარსკვლავების ჰარემმა, დაარღვიეს ღამის მეფის, მთვარის იდუმალება. ამის მერე ჩვენს გულებში იყო გრძნობის დებოში, იყო ნატვრის ასრულება, შენ იყავი მებაჟე და კრეფავდი გადასახადს კოცნის მცირე ლიმიტით, უნდა ჩემთან გადმოსახლდე! მკითხავ:-რატომ? -იმიტომ... კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...
3)ზღაპრული ასული (ესმერალდას)

|