ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარეტი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2013


ლურჯი ღამე ანუ როცა ძაღლები ყმუიან...

ღამეა ისეთი სულსაც რომ დარაჯობ
კაცი და საფეთქელს აწყდება განცდები...
დღეს დაიბადე...ამბობ აგიხდა
ყველა აპრილი და უკვე ორმოცს გადააბიჯე
ღამევ გათენდი...
(ხან ლურჯი და ხანაც შავი ხარ)

ანგელოზო დასვი...
ანგელოზო დასვი...
ჩემთვის ვბუტბუტებ...
და კარ-ფანჯრებმა სული შეიკრა
ფრთებს ვერ გაატევ!
შენ მეგობარო ტყუილად იცდი
სულებს ვდარაჯობთ...
დროა აზიდო იდაყვები
ფანჯრის რაფიდან.
აღარ ხატავენ...
როგორ გინდა ლაქად დააჩნდე
ტილოს, რომელსაც მხოლოდ ძაღლის ყმუილი ფარავს...
ჩაძვერი ღამევ გველის ხვრელში...
მგონი აგიხდა...

კარ-ფანჯრებს ვაღებთ ..
იქნებ ფრთები შემოატიოს
ანგელოზო დასვი...
ანგელოზო დასვი...
განკუთვნილ ღვინოს...
ჭიქა ხორბალს...
ხსოვნაში ვაწებთ...
ჩემი გათხრილი ჭის წყალი
რომ არ დაგისხა...
ფეხებს მოვიმტვრევ...
ჩემს გაყვანილ გზებზე დავრბივარ...
და ამ გზებზევე საკუთარ დროს
ყურით დავათრევ...

შენ მეგობარო სხვის ფანჯრებს რომ
მიშტერებიხარ
ტყუილად იცდი...
არ გაგივა...
სულებს ვდარაჯობთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები