ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიისღმერთი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2013


მე პირველი ვარ

დამღალა ბრძოლამ პირველობისთვის
არადა ვიცი მე პირველი ვარ
დედაა ჩემი დღეს საქართველო
ღმერთია ჩემი დღეს ივერია.
როდემდე ვიყო ჩრდილში არ ვიცი
მოთმინებიდან ცოტაღა დარჩა
არადა ჩრდილი ჩემია ვიცი
დროც კი ცოტაა , ცოტაღა დამრჩა.
დამღალა ბრძოლამ პირველობისთვის
ქორწილში ქალი ისევ მერია
დედაა ჩემი დღეს საქართველო
ღმერთია ჩემი დღეს ივერია.

ბექა გოგატიშვილი
25.02.2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები