გაფრინდი, შავო მერცხალო, ჩემი გაშლილი მტევნიდან, ყველა ფანჯარა გააღე,შუქი რომ გამომეცხადოს. და თეთრ ყვავილთა ქარბუქი,მე რომ აქამდე მდევნიდა, შენ გამოგყვება ზურგსუკან, გაფრინდი შავო მერცხალო.
ფილტვები დამიავადდა ზამთრის სპეტაკი ბაცილით, აქ მალე ღამე დადგება და ქარი გაბატონდება და ფანჯრის იქით ირხევა სამყარო, ფოთლებდაცლილი, გადაფენილი სახლებზე გაცრეცილ კაბადონებად.
აქ ქარიშხალი ატყდება, ისე აშკარად დაწყნარდა, და შენც ჯობია, მომშორდე, და მეც ჯობია, გამიშვა. ზეცასთან მიზიდულობის ყველა კავშირი დაწყდა და მე რომ გაფრენა არ მინდა, ეს აღარც ვიცი, რას ნიშნავს.
გაფრინდი შავო მერცხალო და უკან ნუ იყურები, ყველა ფანჯარა გააღე, რომ წვიმა გამომეცხადოს. უკანასკნელი სიშორე სულ მალე დაიხურება და მე თუ ვერა, შენ მაინც გაფრინდი, შავო მერცხალო.

++

"აქ ქარიშხალი ატყდება, ისე აშკარად დაწყნარდა, და შენც ჯობია, მომშორდე, და მეც ჯობია, გამიშვა. ზეცასთან მიზიდულობის ყველა კავშირი დაწყდა და მე რომ გაფრენა არ მინდა, ეს აღარც ვიცი, რას ნიშნავს."
"შავო მერცხალოც" ძალიან მოუხდა ლექსს.