 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 16 მარტი, 2013 |
გზად მიდიოდა ორი კაცი, - ერთი ღარიბი, მეორე დიდად კეთილი და მდიდარიც ფრიად, გზა შორი ედოთ, არ ჩქარობდნენ თანამგზავრები, თან უყვებოდნენ თავის ამბებს, ერთურთს გულღიად...
"სამი შვილი მყავს" – თქვა ღარიბმა, "სამივე გოგო, მოგეხსენებათ, გასტუმრება უნდა სამივეს! მე უქონელმა რა ვქნა, თვალში შევხედო როგორ ჩემს შვილებს, თუკი ვერ გავატან შესაფერ მზითევს?!"
"ნუ დარდობ!" – უთხრა მდიდარმა და გულის ჯიბიდან ამოაცურა აბრეშუმის მდიდრული ქისა, შიგ შვიდი ოქროს ფული ედო და იმ შვიდიდან, სამი მონეტა შვილებისთვის თანაბრად მისცა.
გზა გააგრძელეს, გააგრძელა მანაც მოყოლა, უამბო თავის ცოლისა და დედის ამბავი, "ორივეს სურსო, მის ჭკუაზე სახლის გაძღოლა, მე კი მათ გაყრას მოვაბიო, ვერაფრით თავი..."
"ნურც ამას დარდობ!" – გაამხნევა მდიდარმა ისევ, "ადვილად შევძლებ ამ საქმეშიც დახმარებასო..." ორი მონეტა ამოიღო ქისიდან მყისვე, აჰა, ცალ-ცალკე დაასახლებ ცოლს და დედასო!..
ნახევარი რომ გაიარეს, მოშივდათ მგზავრებს, გზად შეიარეს ერთ დუქანში, მოიკლეს მადა და რომ დანაყრდნენ, ყველაფერი რომ მოითავეს, მდიდარმა სუფრის ერთი ოქროც გადაიხადა.
განაგრძეს გზა და როს მივიდნენ გზაგასაყართან, ღარიბს წასძლია იმ, მეშვიდე ოქროს სურვილმა, მდიდარის მოკვლა განიზრახა, დანა აღმართა და ჩანჩქერივით გადმოსჩქეფა სისხლმა გულიდან...
მალე გაუწყრა ბოროტ ღარიბს მაღალი ზეცა, ჭირში მოუხდა მას, იმ ოქროს გამოყენება, სამივე გოგო დაეხოცა, ცოლიც გაექცა თავზე დაენგრა, განიზრახა - რისიც შენება!
P.S. ამ პატერიკში, "ოქროები" არის შვიდი დღე, "მდიდარი" ღმერთი – ადამიანს ("ღარიბს") რომ ჩუქნის, ექვსი დღე, ვისაც როგორ გინდათ, ისე შეირგეთ, მეშვიდე დღე კი გახსოვდეთ, რომ უფალს ეკუთვნის!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. იგავარაკი- ლექსად კარგია მომეწონა 5+ იგავარაკი- ლექსად კარგია მომეწონა 5+
14. აი ეს ლექსი თავის დროზე თავფურცელზე უნდა მენახა მე და არა ახლა, შემთხვევით !!! აი ეს ლექსი თავის დროზე თავფურცელზე უნდა მენახა მე და არა ახლა, შემთხვევით !!!
13. ეუფ, დამბურძგლა ძამია, მართლა დამბურძგლა ++ ეუფ, დამბურძგლა ძამია, მართლა დამბურძგლა ++
12. მე მომეწონა ყოჩაღ! მე მომეწონა ყოჩაღ!
11. მომეწონა ავტორო! კარგი სიუჟეტია და ოსტატურად ახსენი.. სულხან-საბაში რომ შეგონება მოსდევს ბოლოს იგავს, იმ სტილშია.. ერთს გეტყოდი, გინდ გაითვალისწინე გინდ არა.. P.S.-ს შევცვლიდი.. შენ გაქვს პოტენცია იმისა, რომ 10-ივე მცნება ასე ,,გაშალო" :)
მომეწონა ავტორო! კარგი სიუჟეტია და ოსტატურად ახსენი.. სულხან-საბაში რომ შეგონება მოსდევს ბოლოს იგავს, იმ სტილშია.. ერთს გეტყოდი, გინდ გაითვალისწინე გინდ არა.. P.S.-ს შევცვლიდი.. შენ გაქვს პოტენცია იმისა, რომ 10-ივე მცნება ასე ,,გაშალო" :)
10. კარგად გალექსილი სიბრძნე თუ შეგონება... ერთხელ წაიკითხავენ და მორჩა .. თავს რომ დაგამახსოვრებს და შეგაყვარებს ისეთი არაა. თუ ვინმე დაიმახსოვრებს მაინც ამბად მოყვება , მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ გარითმულია :)
კარგად გალექსილი სიბრძნე თუ შეგონება... ერთხელ წაიკითხავენ და მორჩა .. თავს რომ დაგამახსოვრებს და შეგაყვარებს ისეთი არაა. თუ ვინმე დაიმახსოვრებს მაინც ამბად მოყვება , მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ გარითმულია :)
9. 5+ მომეწონა აზრიც და შესრულებაც. ვიტყოდი ოქროს შუალედი იპოვა ავტორმა. შესრულება გაუმჯობესდეს და აზრს მოაკლდეს ჩემი აზრით მიუღებელია ასეთი მიდგომა. რაღაცას მიემატოს რაღაცს მოაკლდება... 5+ მომეწონა აზრიც და შესრულებაც. ვიტყოდი ოქროს შუალედი იპოვა ავტორმა. შესრულება გაუმჯობესდეს და აზრს მოაკლდეს ჩემი აზრით მიუღებელია ასეთი მიდგომა. რაღაცას მიემატოს რაღაცს მოაკლდება...
8. ძალიან კარგია...5 სრულად გადმოცემულია ლექსად რისი თქმაც უნდა ავტორს... ძალიან კარგია...5 სრულად გადმოცემულია ლექსად რისი თქმაც უნდა ავტორს...
7. რაც შევძელი ეს არის, შესაძლოა კიდევ მივუბრუნდე :) დიდი მადლობა! რაც შევძელი ეს არის, შესაძლოა კიდევ მივუბრუნდე :) დიდი მადლობა!
6. მე მომეწონა. ფინალი განსაკუთრებით. ++ მე მომეწონა. ფინალი განსაკუთრებით. ++
5. მე მაინც მგონია რომ ამაზე კარგად ვერ გამოხატავდი, პირიქით გამიკვირდა რომ ამბის მოყოლა ასე შეძელი ლექსის სახით... ნორმალურია და +2 მე მაინც მგონია რომ ამაზე კარგად ვერ გამოხატავდი, პირიქით გამიკვირდა რომ ამბის მოყოლა ასე შეძელი ლექსის სახით... ნორმალურია და +2
4. მე მაინც მგონია რომ ამაზე კარგად ვერ გამოხატავდი, პირიქით გამიკვირდა რომ ამბის მოყოლა ასე შეძელი ლექსის სახით... ნორმალურია და +2 მე მაინც მგონია რომ ამაზე კარგად ვერ გამოხატავდი, პირიქით გამიკვირდა რომ ამბის მოყოლა ასე შეძელი ლექსის სახით... ნორმალურია და +2
3. ძალიან, ძალიან მომეწონა!
აზრი კარგია და გარიტმულიც ! ძალიან, ძალიან მომეწონა!
აზრი კარგია და გარიტმულიც !
2. შესრულებას რას უწუნებ? შესრულებას რას უწუნებ?
1. აზრი კარგი,შემეცნებითი,მაგრამ ცუდი შესრულება.. ეს იგავარაკად,ან ესსედ უფრო კარგი იქნებოდა.. აზრი კარგი,შემეცნებითი,მაგრამ ცუდი შესრულება.. ეს იგავარაკად,ან ესსედ უფრო კარგი იქნებოდა..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|