ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
4 აპრილი, 2013


ზოდიაქოთიც ქალწულის ბოლო შანსი (ესმერალდას)

სიბერეში გამწარდები,თუ დარჩები მარტოხელა,
ინტერნეტით მოიძიებ მერე შენებრ მოხუცებს,
მე კი ცაზე ჩამოგიბი ბაწრით მთვარის საქანელა,
ვფიქრობ ახლა ჩვენს საყვარელ შვილებს ცხვირს რომ მოხოცავ,

ან დარჩები ჩემო მზეო! მარადიულ ქალწულად,
ამ ქვეყნიდან თუ წახვედი კარგო! კარგუნახავი,
გაგიჩნდება მაგ ბეჭებზე მარტოობის ნაწოლი,
თუმცა გარანტირებულად სამოთხეში გნახავენ.

გამოისხა იქნებ ფრთებიც და ღრუბლებში აფრინდე
და ზეციდან გადმოგვხედო,ასე რომ ვთქვათ წმინდანმა,
მე გი გეტყვი თუ შევხვდებით,რომ შენს ტანზე ვაფრენდი
და ყველაზე,სულ ყველაზე,ბევრად მეტად მინდოდი...

წადი,წადი,შენთვის ღია არის ედემ კარიბჭე,
მე კარებთან ჯოჯოხეთის ჩამოვჯდები მცინარი,
ღმერთი ცაში იცინის და აქ მიწაზე კაცი ბჭობს
და ზღვებისკენ მიისწრაფის თითქმის ყველა მდინარე..

                                          კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები