 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 4 მაისი, 2013 |
წითელ პარასკევს, მზეს აჰყვება დედაჩემი, ენდროს მოხარშავს ხახვის ფურცლებთან ერთად და 21 კვერცხს შეღებავას... წითელ პარასკევს, მზეს ავყვები მეც. სამართებლით გადავიპარსავ შავ თმას და წითლად შევიღებავ გადახოტრილ თავს და ხორბლისფერ ტანს... აღდგომის ღამეს, მაშინ, როცა ქრისტე წამოდგება, თვალებს მოიფშვნეტს, დაამთქნარებს და გაიზმორება...ჰო, ზუსტად იმ ღამეს, დიდი მარხვის უკანასკნელ ღამეს, უკანასკნელ ცოდვას ჩავიდენ: წინ დაგიდგები, ჯერ გაგიტყდები, მერე თავს გაგაფრცქვნევინებ და გაგაკვირვებ რომ ყვითელი კი არა, სხვა ფერის გული მაქვს... ...გული დასწყდება დედაჩემს, დარდით მეტყვის, ალბათ დუღილი დავაკელი, კვერცხები კარგად ვერ შევღებეო... - არა, დე, შენი ბრალი არ არის, შენ კვერცხებს მე მოვპარე სიწითლე, აღდგომის ღამეს ცოდვას რომ ვიდენდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. აღდგომის ცოდავა? ეგ ხომ მითია... აღდგომის ცოდავა? ეგ ხომ მითია...
12. მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით და შემოქმედებით ცხოვრებას გისურვებთ :) მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით და შემოქმედებით ცხოვრებას გისურვებთ :)
11. ამელი...:-* გილოცავ მოგვიანებით ...მრავალს დაესწარი...:-* ამელი...:-* გილოცავ მოგვიანებით ...მრავალს დაესწარი...:-*
10. "წინ დაგიდგები, ჯერ გაგიტყდები, მერე თავს გაგაფრცქვნევინებ და გაგაკვირვებ რომ ყვითელი კი არა, სხვა ფერის გული მაქვს... ...გული დასწყდება დედაჩემს, დარდით მეტყვის, ალბათ დუღილი დავაკელი, კვერცხები კარგად ვერ შევღებეო... - არა, დე, შენი ბრალი არ არის, შენ კვერცხებს მე მოვპარე სიწითლე, აღდგომის ღამეს ცოდვას რომ ვიდენდი..."
+++++ "წინ დაგიდგები, ჯერ გაგიტყდები, მერე თავს გაგაფრცქვნევინებ და გაგაკვირვებ რომ ყვითელი კი არა, სხვა ფერის გული მაქვს... ...გული დასწყდება დედაჩემს, დარდით მეტყვის, ალბათ დუღილი დავაკელი, კვერცხები კარგად ვერ შევღებეო... - არა, დე, შენი ბრალი არ არის, შენ კვერცხებს მე მოვპარე სიწითლე, აღდგომის ღამეს ცოდვას რომ ვიდენდი..."
+++++
8. ჭეშმარიტად. და მეც გილოცავთ ყველას. ჭეშმარიტად. და მეც გილოცავთ ყველას.
7. გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
პროზა-მინიატურა ძალიან მომეწონა! გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
პროზა-მინიატურა ძალიან მომეწონა!
5. ქრისტე აღსდგა:* ქრისტე აღსდგა:*
4. ვაახ ვაახ. საინტერესოა. ბევრი რამე დავინახე. 5 ვაახ ვაახ. საინტერესოა. ბევრი რამე დავინახე. 5
3. ძალიან ორიგინალურია! ქრისტე აღსდგა! 5+ ძალიან ორიგინალურია! ქრისტე აღსდგა! 5+
2. :) არა,დე... 5 :) არა,დე... 5
1. 8 წლის წინანდელია... ძველია, მაგრამ ამაზე უკეთესი სააღდგომოდ მას მერე ვეღარაფერი დავწერე. 8 წლის წინანდელია... ძველია, მაგრამ ამაზე უკეთესი სააღდგომოდ მას მერე ვეღარაფერი დავწერე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|