ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2013


*** (რა შეცვალა დღევანდელმა დღემ...)

რა შეცვალა დღევანდელმა დღემ?
არაფერი.

კიდევ ერთხელ ჩავიცვით და გავიხადეთ ტანსაცმელი,
ტკივილები კი ზედ გვახმება,
ვერ შევიხსენით მაჯებზე, ყელზე...

...

დავდივარ ქუჩებში და ვფიქრობ:
მხოლოს ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს,
მხოლოდ ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს,
მხოლოდ ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს...

და გზა თავისით მიდის სახლამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები