ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2013


ცოდვის შვილი ("ლექსების გამოფენა 2013")

                          ცოდვის შვილი

მე დედა ვარ და ყველაფერი მინდა შვილისთვის,
მარტო ვარ,ანუ სულ სხვა ბედი მარგო განგებამ,
გამოვიზოგავ პურის ნატეხს და ცრემლს დილისთვის,
დავიძინებ და დავივიწყებ ირგვლივ რაც ხდება.
ვერ მაპატია შენი თავი შვილო ქვეყანამ,
ამ ხალხის ბრბოდან სასწაულმა გადამარჩინა
და მუცელს ხელებს ვაფარებდი,არ დაენახათ,
რომ ჩემს სხეულში იზრდებოდა სულ პაწაწინა
ბავშვი,რომელსაც ბოლოს ყველა აქცია ზურგი,
ჩემს გარდა ყველამ სასიკვდილოდ შესთხოვა გამჩენს,
მე დედამისი,მხოლოდ სითბოს მშობლისას ვჩუქნი
და ორი მშობლის მძიმე ტვირთი ბეჭებზე მაწევს.
ძილისწინ ლოცვას წავიკითხავ და შევთხოვ უფალს,
ცოდვა მრუშობად მონათლული შემინდოს იქნებ,
ადამიანებს სხვის ცოდვებზე ჩურჩული უყვართ,
მე სინანულის მწველი ცრემლი მითუთქავს გუგებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები