ზეცა ატირდა,მაშინ ქარმაც იალქნები მძიმედ დაბერა, ცრემლის მდინარე შეერია ჰაერის სუნთქვას, მძიმე ხომალდი,ალბათ ისევ კაპიტნის გარეშე დარჩა, და მეც ამ გემის ერთი მწირი მარტო მგზავრი ვარ. თითქოს ტალღებმაც უნდობლობა გამოამჟღავნეს, კვნესით არწევენ ჩემს დროებით, ბნელ თავშესაფარს. ძლიერ ტკივილს ვგრძნობ,დაცემული ღონემიხდილი მაგრამ არ მინდა რომ ვესტუმრო უძირო ნაპრალს. მაშინ ვხარობდი,როცა პირველად ნავსადგურში ჩამოდგა გემი, რა მახარებდა,რას ვითხოვდი,ან რა მინდოდა, ნეტავ მცოდნოდა,რომ ფეშქაშად მერგებოდა მგზავრობა მწველი, დავიყვირებდი ბოლო ხმაზე–არ მინდა ტანჯვა. ახლა გავცქერი უსასრულოდ გაშლილ ჰორიზონტს. ქარი წივილით ჩამსისინებს და სმენას მიხშობს, სუსტი კიაფით უპატრონო ძველი შუქურა, ურცხვად მანიშნებს ნაპირისკენ, თავისთან მიხმობს. ამ დროს მთავრდება შორეული მოგზაურობა, ბნელ კაიუტას შიშით ვტოვებ, აღარ ვარგივარ, ვგრძნობ თვალებიდან უსუსური ცრემლი გორდება, ნებით თუ ძალით გემბანიდან ჩუმად ჩავდივარ.
ზეცა ატირდა,მაშინ ქარმაც იალქნები მძიმედ დაბერა, ცრემლის მდინარე შეერია ჰაერის სუნთქვას, მძიმე ხომალდი,ალბათ ისევ კაპიტნის გარეშე დარჩა, და მეც ამ გემის ერთი მწირი მარტო მგზავრი ვარ.
მოეწონა არტეს:)5+
ზეცა ატირდა,მაშინ ქარმაც იალქნები მძიმედ დაბერა, ცრემლის მდინარე შეერია ჰაერის სუნთქვას, მძიმე ხომალდი,ალბათ ისევ კაპიტნის გარეშე დარჩა, და მეც ამ გემის ერთი მწირი მარტო მგზავრი ვარ.
არ მინდა იფიქრო რომ ვითომ ისე გაფასებ როგორც ჩემ მეგობარს,თუმცა არ შემიძლია იმ განცდების დამალვა რაც მე შევიგრძენი ამ ლექსში,ისე ლამაზადაა გადმოცემული რომ თვალწინ დამიდგა ეს სურათი და საოცარი გრძნობა დამეუფლა.. კარგია თუმცა შენ უფრო მეტი შეგიძლია ))

ამ დროს მთავრდება შორეული მოგზაურობა, ბნელ კაიუტას შიშით ვტოვებ, აღარ ვარგივარ, ვგრძნობ თვალებიდან უსუსური ცრემლი გორდება, ნებით თუ ძალით გემბანიდან ჩუმად ჩავდივარ.
ძალიან შთამბეჭდავი სურათია... კარგად გადმოცემული...