ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2013


მენატრები

თურმე ოცნება გადაიქცა ცხოვრებოს რითმად
და ჩემს დღიურსაც მხოლოდ შენზე ფიქრებით ვავსებ..
თუ რას განვიცდი ფანტაზიის, ლოდინის მიღმა
ჩემო ძვირფასო ჯერჯერობით შენთან ვერ ვმხელ.

წამები გადის, დრო ილევა.. არ ჩანხარ არსად.
შენი ლოდინით დამიქარგავს აზრების ბადე..
დრო მოვა, ვიცი, გამოჩნდები იმ გემის მსგავსად
პორტზე ბოშა რომ ელოდება მოართმევს ვარდებს..

თვალებს დავუშვებ, გაუბედავ ოცნებას ვხატავ..
ნისლში დავდივარ და ბურუსში შენს სახეს ვარკვევ..
ხანი გავა და იცი?! კარგო, ერთხელაც გნახავ..
და იმ წამების მოლოდინში ღამეებს ვათევ..

ეს მონატრებაც დახატავს დილას ღამის წყვდიადში
შენზე ფიქრი კი გამაგიჟებს ამღამით ისევ..
კიდევ რამდენი ღამე გავა ფანტაზიაში?!
როგორმე იქნებ მართო გავძლო ამაღამ ისევ..

და ამ ფიქრებში , ოცნებებში თავს დამათენდა..
და ალიონმაც ჩაისუნთქა ჰაერი მძიმედ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები