ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2013


წამოდექი (გაგრძელება)

წამოდექი (გაგრძელება)


იდექი ახლა სარკესთან და მიყურე...
ახალს ხედავ რამეს თუ როგორაა საქმე?
ადექი და მოიხსენი საყურე,მოიხსენი მძივი,მოიხსენი...
მოიხსენი ყველაფერი,ნიღაბიც
ხომ ამბობდი,რომ ნიღბების გარეშე გახვიდოდი ბოლოში?!
ხომ ამბობდი,ხალხი ბრბოა და ნაკლებად მანაღვლებს რას იტყვიანო?!
აჰა,ვამბობდი და მოირგე,მიიკარი ეგ ნიღაბი სახეზე და ცოდვები სულზე
მოირგე სიტყვები კაბასავით და ოცნებები კარადაში კაბის მაგივრად...
იდექი ახლა სარკესთან და ჩამოყარე ყურები,ჩამოუშვი ცხვირი და დახარე თვალები...
ყურები და ცხვირი,რომ შველოდეს ამდენსევდაჩამდგარ თვალებს...
გახსოვს როგორ მიღიმოდი ყველა დილას?
გჯეროდა ღიმილი გადამდები იყო და აჰა
გადადე სხვებს,სხვებმა აიღეს და სიცილად არ ეყოთ შენი ღიმილი...
მახსოვს სიცილი ტირილად გადაგიქციეს და შენი გულწრფელობა გულუბრყვილობად მონათლეს...
მიდი შემომხედე თვალებში...მიდი მიყურე თამამად...
მე მხოლოდ შენი ანარეკლი ვარ სარკეში და ყველას მაგივრად გიპასუხებ...
შენ შეგიძლია იდგე სარკესთან და თამამად მიყურო თვალებში...
ეს ცხოვრებაა და გახსოვდეს მე,შენს ანარეკლს არასოდეს შემრცვხვება შენი ანარეკლობა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები