მე შენ მიყვარხარ, ო, ისე მძაფრად, ყველა ნაპრალი ამევსო სულის და მე ვიგონებ იმ დროის წასვლას, უცებ შემკრთალის და გარდასულის.
მე შენ მიყვარხარ, როგორც ხორშაკში, მიჭედებული ღრიჭოს ფიცარი. მე ყველა შენი რომანი ვიცი და შენი სატრფოც ვიცი ვინც არი.
მაინც მიყვარხარ, ისე მხურვალედ, თითქოს მზის დისკო მოვაცვი ბეჭებს და უუფლებო გრძნობებით მომდგარს, ყელზე ბურთებად ძლივს ვყლაპავ ეჭვებს.
მე შენ მიყვარხარ, ისეთი ტანჯვით, მიწას რომ სტკივა ყველა ბალახი. სიკვდილის ყველა დეტალი ვიცი, თუმცა სიცოცხლე არ მაქვს ნანახი...
მე შენ მჭირდები, როგორც თვალს შუქი და სიტყვებს კიდევ ენა სათქმელად. რა ადვილია გითხრა: "უშენოდ", როგორი რთული კვლავ აღსაქმელად...
და ისე მზარავს ეს სიმარტოვე, როგორც ჩემს ოთახს - საათის ფიქრი. როგორც ვაგონი ნავთობით სავსე, ჩემი ცხოვრებაც უშენოდ მიქრის.
მე შენ მიყვარხარ, ო, ისე მძაფრად, გატოტილი გაქვს ჩემში ფესვები და მე მგონია, კი არა, ვიცი, რომ ვერასოდეს ვერ შეგეშვები!
მე შენ მიყვარხარ, სუნთქვას ვაყოლებ, შენი სახელის თითეულ მარცვალს და მე ვუწოდებ უშენოდ ყოფნას, წუთისოფლისგან შემზარავ ძარცვას!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ანი <3
ოდიშელი სგსგ კიდედამიწერე ხოლმე კომენტარები :ხდ ანი <3
ოდიშელი სგსგ კიდედამიწერე ხოლმე კომენტარები :ხდ
24. გეგა, ნუ მანანებინებ რომ განვაახლე ეს გვერდი )))) მარიამი თვითონ ფიქრობს შენსავით ამ საკითხში (მგონი), მაგრამ მე ძალიან მომწონს ესეც :) გეგა, ნუ მანანებინებ რომ განვაახლე ეს გვერდი )))) მარიამი თვითონ ფიქრობს შენსავით ამ საკითხში (მგონი), მაგრამ მე ძალიან მომწონს ესეც :)
23. კაი რაა.. ეს რანაირი პოეზიაა ? ეს პოეზია ამოწურეს დიდი ხანია ..
კაი რაა.. ეს რანაირი პოეზიაა ? ეს პოეზია ამოწურეს დიდი ხანია ..
22. ეს არ მქონდა წაკითხული :))))))))))))))))
https://www.youtube.com/watch?v=mzAdvLzWalY ეს არ მქონდა წაკითხული :))))))))))))))))
https://www.youtube.com/watch?v=mzAdvLzWalY
21. ვიცი იფიქრებ, რაღა ეს ლექსი მოეწონა, როცა ამდენი უკეთესი მაქვსო ,მაგრამ... მომენატრა შენი პოეზიის წაკითვა, ახლებით დავიწყე, მერე გამახსენდა რომ ძველებიც არანალებად მომწონს მე შენგან განსხვავებით. ეს წაკითხუყლი არ მქონდა, როგორ მომეწონა იცი?.... გუშინ სანდროს ვუკითხავდი შენს ლექსებს <3 ვიცი იფიქრებ, რაღა ეს ლექსი მოეწონა, როცა ამდენი უკეთესი მაქვსო ,მაგრამ... მომენატრა შენი პოეზიის წაკითვა, ახლებით დავიწყე, მერე გამახსენდა რომ ძველებიც არანალებად მომწონს მე შენგან განსხვავებით. ეს წაკითხუყლი არ მქონდა, როგორ მომეწონა იცი?.... გუშინ სანდროს ვუკითხავდი შენს ლექსებს <3
20. მე შენ მიყვარხარ, ისეთი ტანჯვით, მიწას რომ სტკივა ყველა ბალახი...
მე შენ მიყვარხარ, ო, ისე მძაფრად, გატოტილი გაქვს ჩემში ფესვები...
და მე ვუწოდებ უშენოდ ყოფნას, წუთისოფლისგან შემზარავ ძარცვას!
გამოვარჩიე ესენი :) მე შენ მიყვარხარ, ისეთი ტანჯვით, მიწას რომ სტკივა ყველა ბალახი...
მე შენ მიყვარხარ, ო, ისე მძაფრად, გატოტილი გაქვს ჩემში ფესვები...
და მე ვუწოდებ უშენოდ ყოფნას, წუთისოფლისგან შემზარავ ძარცვას!
გამოვარჩიე ესენი :)
19. მე შენ მიყვარხარ, სუნთქვას ვაყოლებ, შენი სახელის თითეულ მარცვალს და მე ვუწოდებ უშენოდ ყოფნას, წუთისოფლისგან შემზარავ ძარცვას!
++ მე შენ მიყვარხარ, სუნთქვას ვაყოლებ, შენი სახელის თითეულ მარცვალს და მე ვუწოდებ უშენოდ ყოფნას, წუთისოფლისგან შემზარავ ძარცვას!
++
18. ოოო ... მეც მეტკინა ..
კარგი ხარ ... ოოო ... მეც მეტკინა ..
კარგი ხარ ...
17. მადლობაა :)) მადლობაა :))
16. საინტერესო ავტორი ხარ. საინტერესო ავტორი ხარ.
15. რომ ვერასოდეს ვერ შეგეშვები! ძალიან ახლობელი ლექსია , გჯეროდეს ის დაბრუნდება რომ ვერასოდეს ვერ შეგეშვები! ძალიან ახლობელი ლექსია , გჯეროდეს ის დაბრუნდება
14. ძალიან დიდი მადლობა :) ძალიან დიდი მადლობა :)
13. ულამაზესად აღწერილი სიყვარული! ულამაზესად აღწერილი სიყვარული!
12. გრძნობების კორიანტელი! მჯრა რომ გიყვარს ., სიყვარულიც იცი, თუმცა ემოცია დამაკლდა! გრძნობების კორიანტელი! მჯრა რომ გიყვარს ., სიყვარულიც იცი, თუმცა ემოცია დამაკლდა!
11. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
9. ძალიან დიდი მადლობა, თქვენც წარმატებებს გისურვებთ! ჰო, ვიცი,რომ "თითოეულ" იქნებოდა სწორი, მაგრამ პატივცემული "ო" რითმას გამიფუჭებდა და გადავსანსლე :) ძალიან დიდი მადლობა, თქვენც წარმატებებს გისურვებთ! ჰო, ვიცი,რომ "თითოეულ" იქნებოდა სწორი, მაგრამ პატივცემული "ო" რითმას გამიფუჭებდა და გადავსანსლე :)
8. "შენი სახელის თითეულ მარცვალს" თითოეულ ასე სწორი იქნებოდა. არის ამ ლექსში ლამაზი რაღაცები... წარმატებები პირველად გესტუმრე და ++ ჩემგან "შენი სახელის თითეულ მარცვალს" თითოეულ ასე სწორი იქნებოდა. არის ამ ლექსში ლამაზი რაღაცები... წარმატებები პირველად გესტუმრე და ++ ჩემგან
7. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს! მე თქვენ მიყვარხართ! (საიდან და როგორო არ დამიწყოთ ახლა) უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს! მე თქვენ მიყვარხართ! (საიდან და როგორო არ დამიწყოთ ახლა)
6.
უშენობა - წუთისოფლისგან შემზარავი ძარცვა.
:)))))))))))))
უშენობა - წუთისოფლისგან შემზარავი ძარცვა.
:)))))))))))))
5. მე შენ მიყვარხარ, ო, ისე მძაფრად, ყველა ნაპრალი ამევსო სულის და მე ვიგონებ იმ დროის წასვლას, უცებ შემკრთალის და გარდასულის.
მე შენ მიყვარხარ ძალიან ლამაზი სიტყვებია.....
მომეწონა ლექსი.... მე შენ მიყვარხარ, ო, ისე მძაფრად, ყველა ნაპრალი ამევსო სულის და მე ვიგონებ იმ დროის წასვლას, უცებ შემკრთალის და გარდასულის.
მე შენ მიყვარხარ ძალიან ლამაზი სიტყვებია.....
მომეწონა ლექსი....
4. მე შენ მჭირდები, როგორც თვალს შუქი და სიტყვებს კიდევ ენა სათქმელად. რა ადვილია გითხრა: "უშენოდ", როგორი რთული კვლავ აღსაქმელად...
ძალიან იმოქმედა ჩემზე...წარმატებები....
მე შენ მჭირდები, როგორც თვალს შუქი და სიტყვებს კიდევ ენა სათქმელად. რა ადვილია გითხრა: "უშენოდ", როგორი რთული კვლავ აღსაქმელად...
ძალიან იმოქმედა ჩემზე...წარმატებები....
3. მე შენ მიყვარხარ, სუნთქვას ვაყოლებ, შენი სახელის თითეულ მარცვალს და მე ვუწოდებ უშენოდ ყოფნას, წუთისოფლისგან შემზარავ ძარცვას!
მოეწონა არტეს:)+++ მე შენ მიყვარხარ, სუნთქვას ვაყოლებ, შენი სახელის თითეულ მარცვალს და მე ვუწოდებ უშენოდ ყოფნას, წუთისოფლისგან შემზარავ ძარცვას!
მოეწონა არტეს:)+++
2. ძალიან დიდი მადლობა :) ძალიან დიდი მადლობა :)
1. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|