მზე არ ჩადის რა ლამაზად, რა ლამაზად მზე არ ჩადის, მე თუ წავალ მინდორ–მინდორ გამოყოლა არ გაბედო, დღეა ისე დანგრეული, ისე უხმო, ისე მჩატე, იღვენთება ნაბიჯ–ნაბიჯ. ეზო–ეზო. ფერდობ–ფერდობ.
გზა არ მიდის არსაითკენ, გზა არ მოდის არსაიდან ამიტომაც გაქცევაა, ამიტომაც მინდორ–მინდორ მიატოვე რასაც ეძებ, მიატოვე რასაც იტან, თუკი ამ დღემ შეგიბრალა, ხვალე უკვე არ დაგინდობს.
რაღაც არის ამ ქედს იქით, გარდა ქვათა, გარდა ხეთა, რაღაც არის ამ ქედს იქით, ხვალ რომ წითლად აინთება. სულ ერთ წამში (ვერც შეამჩნევ) სულ ერთ წამში გადმოხეთქავს, გადაგვივლის და დაგვტოვებს უსახელო რაინდებად.
მილიარდი ერის მერე არ იტყვიან თაობები, მილიარდი ერის მერე ყველაფერი არის გვიან. ამოთხრიან თავის ქალებს, დამსხვრეულ და დაობებულ თავის ქალებს ამოთხრიან და არაფერს არ იტყვიან.
ყველა კვირტში, ყველა ტოტში ჩაიმალა ისტერია, ამიტომაც მეშინია, ამ ქედს იქით რაღაც არის. ქარები და ბალახები მისტირიან მისტერიებს გაიქეცი.. გაიქეცი.. გაეცალე.. გაეცალე..
ამიტომაც მეშინია, ამიტომაც მხოლოდ ასე სადაც ექო გავრცელდება სხვა ბგერებით, სხვა ნოტებით. *** მდინარეა. თავს იკავებს წმინდა წვეთი წმინდა ხავსზე. და გიგანტურ ლურჯ სიწყნარედ მიცურავენ მამონტები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ერთ-ერთი გამორჩეული ამ საიტზე. ერთ-ერთი გამორჩეული ამ საიტზე.
22. გემოვნებიანი მკითხველის გვერდია აქ. ++ გემოვნებიანი მკითხველის გვერდია აქ. ++
21. ჩემია ეს ლექსი. მიყვარს. ჩემია ეს ლექსი. მიყვარს.
20. გალაკტიონის ინტონაციებით დაწერილი ლექსია, არ მომეწონა ჩემი შეფასება 0 წარმატებები გალაკტიონის ინტონაციებით დაწერილი ლექსია, არ მომეწონა ჩემი შეფასება 0 წარმატებები
19. ო, როგორ მიყვარს ეს!!!
საოცრებაა, ჰაეროვანია... გასაქცევია...
გაფასებ, მინდია! ო, როგორ მიყვარს ეს!!!
საოცრებაა, ჰაეროვანია... გასაქცევია...
გაფასებ, მინდია!
18. ეს ლექსი ჩემთვის არის პოეზია პოეზიაში.
რომ მოგიცავს და ჩაგამშვიდებს, მიუხედავად....
მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციასავით გრგვინვადია!
სუნთქვა არ მყოფნის-ხოლმე, როცა, ხმამაღლა ვკითხულობ! ეს ლექსი ჩემთვის არის პოეზია პოეზიაში.
რომ მოგიცავს და ჩაგამშვიდებს, მიუხედავად....
მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციასავით გრგვინვადია!
სუნთქვა არ მყოფნის-ხოლმე, როცა, ხმამაღლა ვკითხულობ!
17. მაგარი ბიჭი ხარ მინდია. :) :)
5
ზოგადად შენილექსების მელოდიუროობა მომწონს.. დახვეწამდე მაგარი ბიჭი ხარ მინდია. :) :)
5
ზოგადად შენილექსების მელოდიუროობა მომწონს.. დახვეწამდე
16. ესეც ძალიან კარგია...!
+2 ესეც ძალიან კარგია...!
+2
13. ერთი კი არა, რამდენიმე გენიალური ლექსი მომაგონა და მაინც, არის აქ მხოლოდ ამ ავტორისეული ძალიან კარგი ფრაზები, კადრები...
უბრალოდ, ეს წარმოიდგინეთ-
"მდინარეა. თავს იკავებს წმინდა წვეთი წმინდა ხავსზე. და გიგანტურ ლურჯ სიწყნარედ მიცურავენ მამონტები..." ერთი კი არა, რამდენიმე გენიალური ლექსი მომაგონა და მაინც, არის აქ მხოლოდ ამ ავტორისეული ძალიან კარგი ფრაზები, კადრები...
უბრალოდ, ეს წარმოიდგინეთ-
"მდინარეა. თავს იკავებს წმინდა წვეთი წმინდა ხავსზე. და გიგანტურ ლურჯ სიწყნარედ მიცურავენ მამონტები..."
11. ვკითხულობ, ვკითხულობ და... სულ უფრო მეტად მომწონს) ვკითხულობ, ვკითხულობ და... სულ უფრო მეტად მომწონს)
10. ამიტომაც მეშინია, ამიტომაც მხოლოდ ასე სადაც ექო გავრცელდება სხვა ბგერებით, სხვა ნოტებით. *** მდინარეა. თავს იკავებს წმინდა წვეთი წმინდა ხავსზე. და გიგანტურ ლურჯ სიწყნარედ მიცურავენ მამონტები... +++ ბრავო!.. 5 ამიტომაც მეშინია, ამიტომაც მხოლოდ ასე სადაც ექო გავრცელდება სხვა ბგერებით, სხვა ნოტებით. *** მდინარეა. თავს იკავებს წმინდა წვეთი წმინდა ხავსზე. და გიგანტურ ლურჯ სიწყნარედ მიცურავენ მამონტები... +++ ბრავო!.. 5
9. "არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი, არსად ისე არ გადმოხეთქს უკვდავების ნიაღვარი"... ვკითხულობდი შენ ლექს და... გალაქტიონი მესმოდა ყურში...:))
კარგი იყო... "არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი, არსად ისე არ გადმოხეთქს უკვდავების ნიაღვარი"... ვკითხულობდი შენ ლექს და... გალაქტიონი მესმოდა ყურში...:))
კარგი იყო...
7. მზე არ ჩადის რა ლამაზად, რა ლამაზად მზე არ ჩადის, მზე არ ჩადის რა ლამაზად, რა ლამაზად მზე არ ჩადის,
6. მარტო მე მომაგონა ერთი გენიალური ლექსი თუ თქვენ? :) მარტო მე მომაგონა ერთი გენიალური ლექსი თუ თქვენ? :)
4. ძალიან კარგად წერთ, მინდია +5 ძალიან კარგად წერთ, მინდია +5
3. სათაური წავიკითხე ,,ცოლი გაექცა,, :DD
ახლა ლექსსაც წავიკითხავ. სათაური წავიკითხე ,,ცოლი გაექცა,, :DD
ახლა ლექსსაც წავიკითხავ.
2. ავტორი: მინდია არაბული ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: მინდია არაბული ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
1. ყველაზე "მხეცი" ხარ შენ გვარში, ბრავო! ყველაზე "მხეცი" ხარ შენ გვარში, ბრავო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|