 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 30 ივლისი, 2013 |
ამას რომ ვწერ, პარიზში ვარ, სასტუმროს ნომერში , პოლიცია უკვე მესამე სართულზეა, დერეფანში მათი ფეხის ხმა ისმის, ცოტა დრო დამრჩა, ეს ჩემი აღსარებაა... ვიცი რომ დამნაშავე ვარ. მკვლელი..ღია ფანჯრიდან განათებული ეიფელი მოსჩანს.. ქალი შემიყვარდა, და ქალაქი რომელიც შავ-თეთრი იყო აქამდე, ცისარტყელას ყველა ფერებით აბრჭყვიალდა, განათდა! და დამძიმდა ცხოვრება ჩემი, როგორც გამჭვირვალე, ბანტებიანი ტრუსიკებით სავსე ჩინური გემი, შანხაის პორტში , პარასკევ საღამოს...რატომ პარასკევ საღამოს და ის გავიცანი....ნეტავ სულ არ გამეცნო! ან პარასკევი დღე სულ არ არსებულიყო კალენდარში! მას ნახალოვკაში სეირნობა მობეზრდა და ჩვენ პარიზში გამგზავრება გადავწყვიტეთ,ეს ხომ ასე მგრძნობიარე და რომანტიულია, (ასე მითხრა) აბა , განა ამაზე მეტ რომანტიკას იპოვით სამყაროში? ყველა ვარსკვლავი მას ვაჩუქე, და მაინც ვერ იყო ხასიათზე, ვხდებოდი რომ მგონი გომბიო შემიყვარდა, მაგრამ გვიანი იყო...განა რა დაგაკელი მეთქი, ასე ვუთხარი თბილი ხმით როცა სასტუმროს სააბაზანოდან გამოვიდა, გაიბუსხა, შენ მე ყველა არ მაჩუქეო...მოსვა შამპანური და წარბი შეკრა....აბა რომელი დამავიწყდა მეთქი და დიდი მაჩვის თანავარსკვლავედიო..ვის შეუნახე, საყვარლებსო?..ამან ცოტა დამამწუხრა და ხმა არ ამომიღია, აფუებულ ბალიშში ჩავემხე და მწარედ ავტირდი... ის კი შეუბრალებლად განაგრძობდა, მე ეს არ მეყოფაო, მე მეტი მინდაო, ყველაფერიო,ეს ქალაქიო, ეს განათებული ეიფელიცო....ამას რომ მეუბნებოდა, ფანჯარასთან მივიდა და ღამის პარიზს გადახედა, განათებული ეიფელი საახალწლო ნაძვის ხესავით ბრწყინავდა.ამან ისევ სევდა მომგვარა. ცხოვრება უფრო დამძიმდა, ახლა ის თაფლაკვერებით სავსე ტრაილერივით მძიმე იყო და მოუქნელი, ვგრძნობდი ამოყირავდებოდა კიდეც მალე, პირველივე მოსახვევში. რაღაც გადატყდა ჩემში.მივუახლოვდი, მხრებსა და სევენის ტბასავით სწორ მუცელზე ორივე ხელი მოვხვიე , ახლა ერთად ვუყურებდით ეიფელს! ჩემი ხელები კანკალებდა,ვერა, ვერ ვიმორჩილებდი!... .ის მძიმედ სუნთქავდა -----გააღე ფანჯარა, სიხარული...---- ვუთხარი ვნებაშერეული და გამშრალი ტუჩებით მან (უკვე მასაც აკანკალებოდა ხელები) ძლივს გააღო ფანჯრის კრონშტეინი (რა უხეში სიტყვაა!) პარიზის ჰაერი სახეში გვეტაკა, მისი თმა სახეზე მომედო, ცხვირი მომეფხანა და გმირულად ვუძლებდი, ქუჩის ხმაური, ქალაქის სურნელი....გავბრუვდით.....ის მობრუნებას აპირებდა, დავასწარი, თავად შემოვატრიალე, წელზე მოვხვიე ხელი და ტუჩებში ვაკოცე.. ვაკოცე?...შევბარბაცდი, რადგან ისეთი შეგრძნება მქონდა , თითქოს მეტროს გვირაბში სწრაფად მომავალ მატარებელს შევასკდი შუბლით.... ---მაშ პარიზი გინდა გაჩუქო, ეიფელი?..ელისეის მინდვრები? ლევილი? ---ასე ვერ დაგნებდები, ჯვარი ხომ არ დაგვიწერია... თვალები დააჭყიტა და ტუჩები ისე დაბერა, ერთ სოციალურ ქსელში ჩატვირთული სურათები გამახსენდა...ეეეჰ. მშვიდობით.-.ვუთხარი და ფანჯრიდან გადავაყუდე. ჯერ კივილი გავიგონე...მერე დაცემის ხმა ის უეჭველი ბედნიერი მიიცვალა.. ....კარზე უკვე პოლიცია აკაკუნებს, მოვიდნენ!...ყვირიან, ----მუსიე, გააღეთ კარი! ახლა დავამტვრევთ! ჩაგვბარდით! ამას რომ ვწერ, სასტუმროს ნომერში ვარ,ღია ფანჯრიდან მაცდურად მიმზერს ეიფელი............
ს.ნ.2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. 5 ქულა. აუუ. კარგი რა ნევსკი, მერამდენედ უნდა შეგიყვარდეს გომბიო.=) ხო ხედავ რო უნდა დაატორმუზო ??????? =)))))) ახლა ეს მითხარი სევენის ტბა სადაა ? :) და ბოლოს ამდენი მანიაკალური გადავაგდე-გადმოვაგდე რას ნიშნავს შენს ნაწერებში? ნოთბუქიც გატეხე ამ გომბიოების დევნაში...
ერთი ვაკელი რა გაგიხდა ბოლო-ბოლო... =) 5 ქულა. აუუ. კარგი რა ნევსკი, მერამდენედ უნდა შეგიყვარდეს გომბიო.=) ხო ხედავ რო უნდა დაატორმუზო ??????? =)))))) ახლა ეს მითხარი სევენის ტბა სადაა ? :) და ბოლოს ამდენი მანიაკალური გადავაგდე-გადმოვაგდე რას ნიშნავს შენს ნაწერებში? ნოთბუქიც გატეხე ამ გომბიოების დევნაში...
ერთი ვაკელი რა გაგიხდა ბოლო-ბოლო... =)
4. კარგი რაღაცაა :))) კარგი რაღაცაა :)))
2. კაია, თუმცა ორსულ აქლემს ვერ ჯობია. ;) კაია, თუმცა ორსულ აქლემს ვერ ჯობია. ;)
1. იშვიათად რომანტიკულად დაგიწერიათ პარიზსა და ეიფელზე :)
"და დამძიმდა ცხოვრება ჩემი, როგორც გამჭვირვალე, ბანტებიანი ტრუსიკებით სავსე ჩინური გემი, შანხაის პორტში"- საოცარი შედარებაა :)) იშვიათად რომანტიკულად დაგიწერიათ პარიზსა და ეიფელზე :)
"და დამძიმდა ცხოვრება ჩემი, როგორც გამჭვირვალე, ბანტებიანი ტრუსიკებით სავსე ჩინური გემი, შანხაის პორტში"- საოცარი შედარებაა :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|