ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2013


კარი გამიღეთ

გააღეთ კარი, შემოვიდეს სუფთა ჰაერი...
დღეს მარტოობა მოვკალი და იხრწნება უკვე...
წინ მელის თავ–გა–და–სა–ვა–ლი ათასნაირი,
ამიერიდან სევდას გუნდრუკს – მე აღარ ვუკმევ!..

გააღეთ, დაე შემოიჭრას ქარის ხმაური,
ვეტყვი, რომ მორჩა, მის მოტანილს არაფერს ვატან!..
რომ ახლა ძველი აღარა ვარ! სხვა, უცნაური
გრძნობა მმართავს და ყველა ღამეს მთვარეზე ვათევ...

კარი გაუღეთ, გზა დაუთმეთ, გამოატარეთ
ჩემი სახლისკენ მომავალი, ფეხით – ამინი!..
და თავისივე ფეხით სანამ არ გავა გარეთ,
ხმა არ გავიგო თქვენი, ყველამ ენა გაკმინდეთ!!!

გამიღეთ კარი, გევედრებით, არ დამიხუროთ,
მე, რაც შემეძლო, ყველაფერი ვქენი, ღმერთმანი...
და ახლა ვითხოვ მიმასწავლოთ, სად ცხოვრობს ხურო?
აუცილებლად უნდა შევხვდეთ, შევხვდეთ ერთმანეთს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები