 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 1 სექტემბერი, 2013 |
ბიბინა მინდორში, ერთი უცნაური ყვავილი ვიპოვნე, ქათქათა, ფიფქინა. ძლიერ მომეწონა... გამოვეცნაურე, სახელი არ მითხრა, მაგრამ გამიცინა.
იმისმა სიცილმა გულში მზე ამინთო, ვიფიქრე მოვწყვეტთქო და ხელი წავიღე, მაგრამ შემაჩერა, გთხოვ, ერთი წამითო, ჯერ მომისმინეო და გული გამიღო...
მე ეს წვიმა მკვებავს და ეს მზე მივლისო, მიწა მზრდის, ისე ვით მოყვარე მშობელი, ჯერ სულ პატარა ვარ, არც კი ერთი თვისო, უამრავ დარიან ამინდებს მოველი...
გთხოვ, ჯერ ნუ მომწყვეტო, მაცადე, ვიხარო, და სხვაც ვახაროო ჩემი სურნელებით, სამყარო შევიტკბო, გულით შევიყვარო და მოიქეციო მერე, ვით გენებოს...
ვუსმინე მის გულწრფელ, მაგრამ თან უმეცარ მონოლოგს და მივხვდი, ჯერ ვერ გაიგებდა, რომ დაუდგებოდა ზამთარი უეცრად და მის სილამაზეს ქარი წაიღებდა...
ფრთხილად ამოვიღე ყვავილი მიწიდან, წავიღე სახლში და ქოთანში გადავრგე. მისი სილამაზე მე დღესაც მიზიდავს, მის სურნელებაზე ლექსებით ვქადაგებ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. საინტერესო იყო (კომენტარებიანად) და იკაკო, რომ შეყვარებული გვყოლია ის უფრო გამიხარდა მე) სიკეთე შენ *) საინტერესო იყო (კომენტარებიანად) და იკაკო, რომ შეყვარებული გვყოლია ის უფრო გამიხარდა მე) სიკეთე შენ *)
26. :) დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას დაწერდით თქვენ, ან ვინმე სხვა :) :) რ თქმა უნდა ეგ არ მიგულისხმია, ფიზიკური სიკვდილი ვიგულისხმე, თორემ ღმერთმა დამიფაროს... :) თქვენს რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ ყველაზე თბილი და მეგობრული მიდგომით. გმადლობთ კიდევ ერთხელ!
:) დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას დაწერდით თქვენ, ან ვინმე სხვა :) :) რ თქმა უნდა ეგ არ მიგულისხმია, ფიზიკური სიკვდილი ვიგულისხმე, თორემ ღმერთმა დამიფაროს... :) თქვენს რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ ყველაზე თბილი და მეგობრული მიდგომით. გმადლობთ კიდევ ერთხელ!
25. ბენ ჰურ! როგორ გოეთე მკვდარია? აჰ, რას ამბობთ! ნუთუ ვაჟა ფშაველაც? :(((( ღმერთო ჩემო! თქვენ იცით როგორ ჰგავს ამ ორი ბუმბერაზის შემოქმედება ერთმანეთს? თქვენ შეიძლება დაიპყროთ პანთეიზმის ახალი მწვერვალები, მაგრამ დაწერილის გამეორებას არ გააჩნია ლიტერატურული ღირებულება:( სამწუხაროდ. მისასალმებელია, რომ ბორბალი თავიდან გამოიგონეთ:)
ოკ. იყოს თქვენი, მაგრამ გირჩევთ "ფაუსტი" წაიკითხეთ. წერედიანის თარგმანში. ბენ ჰურ! როგორ გოეთე მკვდარია? აჰ, რას ამბობთ! ნუთუ ვაჟა ფშაველაც? :(((( ღმერთო ჩემო! თქვენ იცით როგორ ჰგავს ამ ორი ბუმბერაზის შემოქმედება ერთმანეთს? თქვენ შეიძლება დაიპყროთ პანთეიზმის ახალი მწვერვალები, მაგრამ დაწერილის გამეორებას არ გააჩნია ლიტერატურული ღირებულება:( სამწუხაროდ. მისასალმებელია, რომ ბორბალი თავიდან გამოიგონეთ:)
ოკ. იყოს თქვენი, მაგრამ გირჩევთ "ფაუსტი" წაიკითხეთ. წერედიანის თარგმანში.
24. იცით, სოლომონ ბრძენის და ორი დედის ამბავი გამახსენდა :) მაგრამ ვერ დავთმობ! მკვდარ გოეთეს ვერ მივცემ იმას, რაც ულამაზეს ცოცხალ ადამიანს ვაჩუქე :) ღმერთი ნუ გამიწყრება! :) იცით, სოლომონ ბრძენის და ორი დედის ამბავი გამახსენდა :) მაგრამ ვერ დავთმობ! მკვდარ გოეთეს ვერ მივცემ იმას, რაც ულამაზეს ცოცხალ ადამიანს ვაჩუქე :) ღმერთი ნუ გამიწყრება! :)
23. რენუარ, ლიბ.გე-დან ვაკოპირე. დიდი მადლობა რობერტ მესხის თარგმანისათვის, ჩემთვისაც შეუცვლელია ბატონი რობერტი.
ირაკლი, მჯერა შენი, ხდება ხოლმე... :)) რენუარ, ლიბ.გე-დან ვაკოპირე. დიდი მადლობა რობერტ მესხის თარგმანისათვის, ჩემთვისაც შეუცვლელია ბატონი რობერტი.
ირაკლი, მჯერა შენი, ხდება ხოლმე... :))
22. მე სხვა განმარტებით ვიცი სიტყვა ალუზია, რაც რაიმე ცნობილი ნაწარმოების გამოყენებას ნიშავს შეპარულად, სხვადასხვა ხერხებით. აწი ესეც მეცოდინება :) მე სხვა განმარტებით ვიცი სიტყვა ალუზია, რაც რაიმე ცნობილი ნაწარმოების გამოყენებას ნიშავს შეპარულად, სხვადასხვა ხერხებით. აწი ესეც მეცოდინება :)
21. ბენ ჰური - "ალუზია" ნიშნავს როცა ორ პოეტს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოსდით ერთნაირი მხატვრული სახეები თავში :) ბენ ჰური - "ალუზია" ნიშნავს როცა ორ პოეტს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოსდით ერთნაირი მხატვრული სახეები თავში :)
20. აი ისიც, მადლობა რენუარს! :) აი ისიც, მადლობა რენუარს! :)
19. დავით, კაცურად გეუბნები, ეგ ლექსი რომ წავიკითხე, (თან რენუარმა რობერტ მესხის თარგმანი დამიდო ლიტ.გეზე) მიკრო–ინფარქტი მივიღე (კარგი გაგებით) :) ის თარგმანი კიდევ უფრო მეტად გავს ჩემს ლექსს, მაგრამ მე მაინც ორივეს ჩემი მირჩევნია. :) რაც ჩემია, ჩემია, თუნდაც უარესი იყოს! ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა თქვენ, მაგრამ არაფერს შევცვლი, ნუ მიწყენთ :*
დავით, კაცურად გეუბნები, ეგ ლექსი რომ წავიკითხე, (თან რენუარმა რობერტ მესხის თარგმანი დამიდო ლიტ.გეზე) მიკრო–ინფარქტი მივიღე (კარგი გაგებით) :) ის თარგმანი კიდევ უფრო მეტად გავს ჩემს ლექსს, მაგრამ მე მაინც ორივეს ჩემი მირჩევნია. :) რაც ჩემია, ჩემია, თუნდაც უარესი იყოს! ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა თქვენ, მაგრამ არაფერს შევცვლი, ნუ მიწყენთ :*
18. დავით კვიტეტიანს - მე არ ვიცი ვინაა თქვენს მიერ მოტანილი გოეთეს მთარგმნელი...ვინც არ უნდა იყოს, რობერტ მესხისას ვერ შეედრება:) ბარემ აქაც იდოს.
საპოვნელა
ერთხელაც ტყეში ვხეტიალობდი ჩემთვის, არც მიფიქრია, რამეს ვიპოვი–მეთქი.
უცებ წავაწყდი ჩრდილში მშვენიერ ყვავილს, თვალს სჭრიდა იგი – ცისკრის ვარსკვლავის მგვანი.
მოწყვეტა მსურდა, მაგრამ მან თრთოლვით მითხრა: დავჭკნები უმალ და ვერ ვიცოცხლებ დიდხანს.
და ფესვიანად მოვტაცე ტყეს და ჭალებს, და გრილ ადგილას, ჩემს ბაღში დავრგე მალე.
ახლა იქ ჰყვავის – ზეცას უღიმის, ნეტარს, და სიხარულით მავსებს, როდესაც ვხედავ.
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
თარგმნა რობერტ მესხმა. დავით კვიტეტიანს - მე არ ვიცი ვინაა თქვენს მიერ მოტანილი გოეთეს მთარგმნელი...ვინც არ უნდა იყოს, რობერტ მესხისას ვერ შეედრება:) ბარემ აქაც იდოს.
საპოვნელა
ერთხელაც ტყეში ვხეტიალობდი ჩემთვის, არც მიფიქრია, რამეს ვიპოვი–მეთქი.
უცებ წავაწყდი ჩრდილში მშვენიერ ყვავილს, თვალს სჭრიდა იგი – ცისკრის ვარსკვლავის მგვანი.
მოწყვეტა მსურდა, მაგრამ მან თრთოლვით მითხრა: დავჭკნები უმალ და ვერ ვიცოცხლებ დიდხანს.
და ფესვიანად მოვტაცე ტყეს და ჭალებს, და გრილ ადგილას, ჩემს ბაღში დავრგე მალე.
ახლა იქ ჰყვავის – ზეცას უღიმის, ნეტარს, და სიხარულით მავსებს, როდესაც ვხედავ.
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
თარგმნა რობერტ მესხმა.
17. საპოვნელა
"ვხეტიალობდი ტყეში, მარტოკა, ჩემთვის, ფიქრად არ მქონდა რაიმეს პოვნა.
ჩრდილში ჩემს მზერას ყვავილი მოხვდა. ვარსკვლავის დარი, თვალივით კოხტა.
მსურდა მოწყვეტა, მითხრა მან ნაზად: მომტეხ, მოვკვდები, დავჭკნები ურდოდ
და მეც ფესვითურთ გადავრგე სხვაგან. მივეცი ბინა, მშვენიერ სახლში.
მშვიდ სავანეში" გოეთე
ირაკლი, მსგავსება მართლაც არის :)) და ნუ გიკვირს, თუ მოგთხოვენ ეპიგრაფს. საერთოდ ძნელია დააჯერო მკითხველი და არა მარტო პლაგიატობის კუთხით. მე მაგალითად ჩემი "სიკეთე ავტორო"-ს დაკომენტარება(არადა როგორ მიყვარს) სხვდადასხვა ლექსებზე, "ლაქუცად" ჩამითვალეს და "თავფურცლობა გინდა შენაო, ამიტომაც დადებით კომენტარებს აკეთებ ცუდ ლექსებზეო" ვერც დავაჯერე, რომ პირადში ვაკრიტიკებ და თან ისე, გამინაწყენდა ზოგიერთი ავტორი :)) მთავარია, შენს თავთან იყო მართალი და მკითხველიც გაგიგებს ადრე თუ გვიან.
ვეთანხმები ქალბატონ რენუარს, ძალიან დიდ მსგავსებაა და რომ არა ჩემი მაგალითი, ვერც მე დავიჯერებდი, რომ გოეთეს "საპოვნელას" გავლენით არ დაგიწერია. თუმცა მესმის და მჯერა შენი :))
სიკეთე ყველას! ( გულით ვამბობ ხოლმე :)) ) საპოვნელა
"ვხეტიალობდი ტყეში, მარტოკა, ჩემთვის, ფიქრად არ მქონდა რაიმეს პოვნა.
ჩრდილში ჩემს მზერას ყვავილი მოხვდა. ვარსკვლავის დარი, თვალივით კოხტა.
მსურდა მოწყვეტა, მითხრა მან ნაზად: მომტეხ, მოვკვდები, დავჭკნები ურდოდ
და მეც ფესვითურთ გადავრგე სხვაგან. მივეცი ბინა, მშვენიერ სახლში.
მშვიდ სავანეში" გოეთე
ირაკლი, მსგავსება მართლაც არის :)) და ნუ გიკვირს, თუ მოგთხოვენ ეპიგრაფს. საერთოდ ძნელია დააჯერო მკითხველი და არა მარტო პლაგიატობის კუთხით. მე მაგალითად ჩემი "სიკეთე ავტორო"-ს დაკომენტარება(არადა როგორ მიყვარს) სხვდადასხვა ლექსებზე, "ლაქუცად" ჩამითვალეს და "თავფურცლობა გინდა შენაო, ამიტომაც დადებით კომენტარებს აკეთებ ცუდ ლექსებზეო" ვერც დავაჯერე, რომ პირადში ვაკრიტიკებ და თან ისე, გამინაწყენდა ზოგიერთი ავტორი :)) მთავარია, შენს თავთან იყო მართალი და მკითხველიც გაგიგებს ადრე თუ გვიან.
ვეთანხმები ქალბატონ რენუარს, ძალიან დიდ მსგავსებაა და რომ არა ჩემი მაგალითი, ვერც მე დავიჯერებდი, რომ გოეთეს "საპოვნელას" გავლენით არ დაგიწერია. თუმცა მესმის და მჯერა შენი :))
სიკეთე ყველას! ( გულით ვამბობ ხოლმე :)) )
16. არავითარი ალუზია, მე არანაირი სპეციალური ხერხებისთვის არ მიმიმართავს, რადგან წარმოდგენაც კი არ მქონია გოეთეს ამ ნაწარმოების შესახებ თქვენს კომენტარამდე და მეტსაც გეტყვით, რომ მე ფაუსტიც არ წამიკითხავს ჯერ და კიდევ უამრავი რამე არ მაქვს წაკითხული. საერთოდ ვთვლი, რომ არც ეს ლექსია განსაკუთრებული რამით, გარდა იმისა, რომ ეს ლექსი, ისევე როგორც სხვა ჩემი ლექსები, ჩემია, ჩემი სული და გულია, ჩემი გრძნობები და ის მცირედი ცოდნაა, რაც გამაჩნია. რად უნდა "გოეთეობა" ასეთი ლექსის დაწერას. ადამიანია საჭირო, ლამაზი, საყვარელი – შთაგონების წყარო და სულ ცოტა პოეზიის ნიჭი და ფანტაზია.
არავითარი ალუზია, მე არანაირი სპეციალური ხერხებისთვის არ მიმიმართავს, რადგან წარმოდგენაც კი არ მქონია გოეთეს ამ ნაწარმოების შესახებ თქვენს კომენტარამდე და მეტსაც გეტყვით, რომ მე ფაუსტიც არ წამიკითხავს ჯერ და კიდევ უამრავი რამე არ მაქვს წაკითხული. საერთოდ ვთვლი, რომ არც ეს ლექსია განსაკუთრებული რამით, გარდა იმისა, რომ ეს ლექსი, ისევე როგორც სხვა ჩემი ლექსები, ჩემია, ჩემი სული და გულია, ჩემი გრძნობები და ის მცირედი ცოდნაა, რაც გამაჩნია. რად უნდა "გოეთეობა" ასეთი ლექსის დაწერას. ადამიანია საჭირო, ლამაზი, საყვარელი – შთაგონების წყარო და სულ ცოტა პოეზიის ნიჭი და ფანტაზია.
15. :) აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ ეს ალუზიაა:) მაგრამ, უნდა დამეთანხმოთ, იდეა და განხორციელება ერთი და იგივეა. მე გერმანული არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ორიგინალი უმაღლეს დონეზეა შესრულებული ევფონიურად.
გისურვებთ მომავალ შემოქმედებით წარმატებებს, ველოდები "ფაუსტს". (ეს ხუმრობით, არ გეწყინოთ) :) აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ ეს ალუზიაა:) მაგრამ, უნდა დამეთანხმოთ, იდეა და განხორციელება ერთი და იგივეა. მე გერმანული არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ორიგინალი უმაღლეს დონეზეა შესრულებული ევფონიურად.
გისურვებთ მომავალ შემოქმედებით წარმატებებს, ველოდები "ფაუსტს". (ეს ხუმრობით, არ გეწყინოთ)
14. რენუარ, ძალიან დიდ პატივს გცემთ გულწრფელად ვამბობ, მაგრამ არანაირ ციტატას არ გავაკეთებ. ამ ლექსს ისევე ეკუთვნის გოეთეს ციტატა, როგორც გოეთეს იმ ლექსს ("საპოვნელა"-ს თუ არ ვცდები) ჩემი ციტატა. რა თქმა უნდა, არ მაქვს არანაირი ამბიცია, რომ გოეთეს შევედარო, თუმცა როგორც ჩანს მოხდა ისე, რომ მე და აწ განსვენებულ იოჰანს ტყუპი მუზები გვეწვია ერთმანეთის დაუკითხავად. ის ლექსი ლიტ.გეზე ჯერ არ გამოქვეყნებულა და შესაბამისად იქ ვერ გიპასუხეთ და აქ გეტყვით, რომ ეს ჩემი ალალი გრძნობით, წრფელი გულით და უდიდესი სიმხურვალით დაწერილი ლექსია, რომელიც ერთ უმშვენიერეს ადამიანს ეკუთვნის და არავის არ დავუთმობ არც ციტატას და არც ერთ ასოს! მე დიდს არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ ჩემს შემოქმედებაში და ცხოვრებაში, ჩემდაუნებურად ძალიან ბევრი დამთხვევა ყოფილა დიდ და ცნობილ ადამიანებთან. ამით არაფრის თქმა არ მინდა, გარდა იმისა, რაც პირდაპირი გაგებით ითქმება და იმისაც, რომ ალბათ ზოგჯერ მოვლენები, ფაქტები და ა.შ. მეორდებიან დეტალური სიზუსტით. თქვენ რომ ლიტ.გეზე გოეთეს ის ლექსი დამიკომენტეთ, ვერ აგიღწერთ რამხელა სიამოვნება, უხერხულობა და პასუხისმგებლობის განცდა დამეუფლა ერთად. გთხოვთ დამიჯეროთ, რომ ცხოვრებაში არავისგან საკონტროლოც კი არ გადამიწერია (ყოველთვის თავისუფალ თემას ვწერდი) და მით უმეტეს არ ვაპირებ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ ადამიანებს მოვპარო აზრები და შემდეგ მთელს იმ ვიწრო წრეში "გავიბანძო" თავი, რომელშიც დამკვიდრებას ჩემი და მხოლოდ ჩემი შესაძლებლობებით ვაპირებ და ვეწვალები. კიდევ ერთხელ, ღრმა პატივისცემით! რენუარ, ძალიან დიდ პატივს გცემთ გულწრფელად ვამბობ, მაგრამ არანაირ ციტატას არ გავაკეთებ. ამ ლექსს ისევე ეკუთვნის გოეთეს ციტატა, როგორც გოეთეს იმ ლექსს ("საპოვნელა"-ს თუ არ ვცდები) ჩემი ციტატა. რა თქმა უნდა, არ მაქვს არანაირი ამბიცია, რომ გოეთეს შევედარო, თუმცა როგორც ჩანს მოხდა ისე, რომ მე და აწ განსვენებულ იოჰანს ტყუპი მუზები გვეწვია ერთმანეთის დაუკითხავად. ის ლექსი ლიტ.გეზე ჯერ არ გამოქვეყნებულა და შესაბამისად იქ ვერ გიპასუხეთ და აქ გეტყვით, რომ ეს ჩემი ალალი გრძნობით, წრფელი გულით და უდიდესი სიმხურვალით დაწერილი ლექსია, რომელიც ერთ უმშვენიერეს ადამიანს ეკუთვნის და არავის არ დავუთმობ არც ციტატას და არც ერთ ასოს! მე დიდს არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ ჩემს შემოქმედებაში და ცხოვრებაში, ჩემდაუნებურად ძალიან ბევრი დამთხვევა ყოფილა დიდ და ცნობილ ადამიანებთან. ამით არაფრის თქმა არ მინდა, გარდა იმისა, რაც პირდაპირი გაგებით ითქმება და იმისაც, რომ ალბათ ზოგჯერ მოვლენები, ფაქტები და ა.შ. მეორდებიან დეტალური სიზუსტით. თქვენ რომ ლიტ.გეზე გოეთეს ის ლექსი დამიკომენტეთ, ვერ აგიღწერთ რამხელა სიამოვნება, უხერხულობა და პასუხისმგებლობის განცდა დამეუფლა ერთად. გთხოვთ დამიჯეროთ, რომ ცხოვრებაში არავისგან საკონტროლოც კი არ გადამიწერია (ყოველთვის თავისუფალ თემას ვწერდი) და მით უმეტეს არ ვაპირებ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ ადამიანებს მოვპარო აზრები და შემდეგ მთელს იმ ვიწრო წრეში "გავიბანძო" თავი, რომელშიც დამკვიდრებას ჩემი და მხოლოდ ჩემი შესაძლებლობებით ვაპირებ და ვეწვალები. კიდევ ერთხელ, ღრმა პატივისცემით!
13. აი, ალალად გეტყვი, ლიტ.გეზე რომ ვნახე, ვიფიქრე ავტორი გვამოწმებს ვიცით თუ არა გოეთე მეთქი, მერე თავისუფალ თარგმანში ჩაგითვალეთ. ახლა ვფიქრობ, რომ რელექსია და გოეთედან ციტატას გავუკეთებდი ეპიგრაფად თქვენს ადგილზე:) აი, ალალად გეტყვი, ლიტ.გეზე რომ ვნახე, ვიფიქრე ავტორი გვამოწმებს ვიცით თუ არა გოეთე მეთქი, მერე თავისუფალ თარგმანში ჩაგითვალეთ. ახლა ვფიქრობ, რომ რელექსია და გოეთედან ციტატას გავუკეთებდი ეპიგრაფად თქვენს ადგილზე:)
12. საჭიროა ასეთი "სიმსუბუქე" ზოგჯერ, მე მომწონს ++ საჭიროა ასეთი "სიმსუბუქე" ზოგჯერ, მე მომწონს ++
10. ხოდა შენ აგაშენა ღმერთმა! :) :* ხოდა შენ აგაშენა ღმერთმა! :) :*
9. მე არ შემისწორებია "ფიფქინა", პირიქით, ძალიანაც მომეწონა და ზუსტად ისე გავიგე, როგორც გიფიქრია :)
მე არ შემისწორებია "ფიფქინა", პირიქით, ძალიანაც მომეწონა და ზუსტად ისე გავიგე, როგორც გიფიქრია :)
8. მომეწონა ++ მომეწონა ++
7. სუსტი რითმებია, მე მაპატიეთ :( სუსტი რითმებია, მე მაპატიეთ :(
5. ფრთხილად ამოვიღე ყვავილი მიწიდან, წავიღე სახლში და ქოთანში გადავრგე. მისი სილამაზე მე დღესაც მიზიდავს, მის სურნელებაზე ლექსებით ვქადაგებ..... +5 ფრთხილად ამოვიღე ყვავილი მიწიდან, წავიღე სახლში და ქოთანში გადავრგე. მისი სილამაზე მე დღესაც მიზიდავს, მის სურნელებაზე ლექსებით ვქადაგებ..... +5
4. შენ მართალი ხარ ლუტეცია :) მაგრამ ეს ხომ ლექსია და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებები, რეალობაშიც გვეყოფა :) თანაც, ეს ყველაზე უმტკივნეულო გზაა, საკუთარი აზრის მიწოდების :) :* შენ მართალი ხარ ლუტეცია :) მაგრამ ეს ხომ ლექსია და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებები, რეალობაშიც გვეყოფა :) თანაც, ეს ყველაზე უმტკივნეულო გზაა, საკუთარი აზრის მიწოდების :) :*
3. კონვენციურებში კარგი ხარ შენ. რაც შეეხება შინაარსს, მე მგონია ყვავილი მინდორში უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე ქოთანში. თუ ლექსი ადამიანს ეხება, თუ მართლა გიყვარს, მისი აზრი უნდა გაითვალისწინო, ასე უცერემონიოდ აიღო და გადარგო, ნივთია თუ ადამიანი... :) კონვენციურებში კარგი ხარ შენ. რაც შეეხება შინაარსს, მე მგონია ყვავილი მინდორში უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე ქოთანში. თუ ლექსი ადამიანს ეხება, თუ მართლა გიყვარს, მისი აზრი უნდა გაითვალისწინო, ასე უცერემონიოდ აიღო და გადარგო, ნივთია თუ ადამიანი... :)
2. მადლობა ჯონათან! როგორც ყოველთვის თბილ კომენტარს მახვედრებ :) ხო, ფიფქინა :) ლიტერატურა.ჯი–ზე შემისწორა რენუარმაც, ფითქინა ხომ არაო, მაგრამ არა, ფიფქინა! :) ფიფქივით ანუ, რაღაც ეგეთი :) ეს ყვავილი, ერთი ძალიან ლამაზი ადამიანია სინამდვილეში, ასე რომ არ დაიტოვება მინდვრად... ;) მადლობა ჯონათან! როგორც ყოველთვის თბილ კომენტარს მახვედრებ :) ხო, ფიფქინა :) ლიტერატურა.ჯი–ზე შემისწორა რენუარმაც, ფითქინა ხომ არაო, მაგრამ არა, ფიფქინა! :) ფიფქივით ანუ, რაღაც ეგეთი :) ეს ყვავილი, ერთი ძალიან ლამაზი ადამიანია სინამდვილეში, ასე რომ არ დაიტოვება მინდვრად... ;)
1. ფიფქინა :)
მოკლედ, კარგი ბიჭი ჩანხარ შენ ( რაღაც თქვენობითი ფორმა ვერ მოგიხდინე, თორემ უზრდელი კი არ ვარ) :) და ლექსები კიდევ , მჯობნზე მჯობნი არ დაილევა...
მინდვრის ყვავილები კიდევ, მინდორშია ლამაზი და ქოთანი გალიაა მათთვის :) ფიფქინა :)
მოკლედ, კარგი ბიჭი ჩანხარ შენ ( რაღაც თქვენობითი ფორმა ვერ მოგიხდინე, თორემ უზრდელი კი არ ვარ) :) და ლექსები კიდევ , მჯობნზე მჯობნი არ დაილევა...
მინდვრის ყვავილები კიდევ, მინდორშია ლამაზი და ქოთანი გალიაა მათთვის :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|