ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოჰიკანა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2013


მეთევზის ცოლი

მეთევზის ცოლი
უენო ქალი
სხვა ქალებივით ვერ კემსავს ბადეს
არ უყვარს ქმარი
(ბნელი ენების ჭორაობა
მოივლის შუკებს)
თოლიები ყვირიან
არ შიათ
არ სწყურიათ
თავისუფლება სტკივათ თოლიებს...

ზღვის სურნელია
მზეა ცხელი
ქვიშაზე წევხარ ...

მარილის სუნით გაჟღენთილა
შენი სამოსი
და შენ თვალებში
არეკლილი
სილურჯე ზეცის
სიზმრებში ხვდება..

სასაცილოა...
გადაივლის ღრუბელი შუბლზე
ფიქრის ნასკვი
ენის წვერზე
დაიჭერს სათქმელს.
ჰორიზონტს მიღმა
ჩანს  ქმრის ნავი
მეთევზე -  ქმარი
გადაღლილი ბრუნდება სახლში
და ჩაგიხუტებს
გიყვარს ეს წამი
და თან გტკივა, რომ ვერ წახვედი..
მარილ აკრულს მძაფრი სურნელი
ტანთ მოყვება და ვერ იშორებ






























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები