ეს მერამდენედ გამიშალა ბედმა მარაო და გამიგრილა გული ტრფობით გახურებული, დღეს კიდევ ერთმა მიპასუხა, გოგომ: "არაო, ვერ ვიქნებიო, მეო - შენი შეყვარებული!"
შეჩვეული ვარ, აღარ ვდარდობ ახლა, ვით უწინ, თან სანუგეშოდ ლექსისთვისაც გაჩნდა მასალა, ოხ, როგორ იცი სიყვარულო, დანატკბობს გუშინ, ხვალ გაუზავებ ორი იმდენ მწარე სამსალას.
არადა მსურდა მე იმ გოგოს განებივრება, მინდოდა ეგრძნო, რასაც სიტყვით ვერ ხსნის მგოსანი, მაგრამ ღამეთა ლექსად თევა მან არ ინება, არ გახდა სიტყვის ხელოვანის გვირგვინოსანი.
რაც იყო - იყო, უფრო სწორედ, რაც არის -არის, სხვაგან მოვძებნი უწრფელესი გრძნობის სახურავს, ღიად დავტოვებ ჩემი გულის ორივე კარებს იმ იმედით, რომ ერთ დღეს, ვინმე შემოიხურავს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მომეწონა... მომეწონა...
13. კარგი ლექსია,ერთ დღეს აუცილებლად შემიოხურავს ვინმე ღირსეული. ++ კარგი ლექსია,ერთ დღეს აუცილებლად შემიოხურავს ვინმე ღირსეული. ++
12. ამ სევდიანმა ლექსმა კარგ გუნებაზე დამაყენა ) მომეწონა ამ სევდიანმა ლექსმა კარგ გუნებაზე დამაყენა ) მომეწონა
11. ,, რას გოუგებ სიყვარულს ჩემო ოლღა,, :))) ,, რას გოუგებ სიყვარულს ჩემო ოლღა,, :)))
10. "სიყვარული ზეცის სუნთქვაა, იღბლიანიც და უიღბლოც. ზეცის სუნთქვას კი რა შეაჩერებს… " / გ.ჩოხელი/
წარმატებებიიი!!! "სიყვარული ზეცის სუნთქვაა, იღბლიანიც და უიღბლოც. ზეცის სუნთქვას კი რა შეაჩერებს… " / გ.ჩოხელი/
წარმატებებიიი!!!
9. კარგი იუმორისტული ლექსია! კარგი იუმორისტული ლექსია!
8. "მაგრამ ღამეთა ლექსად თევა მან არ ინება,"
არ ინება და ნუ ინება :)
მშვენიერი ლექსია- განწყობიანი, გულმართალი.
"მაგრამ ღამეთა ლექსად თევა მან არ ინება,"
არ ინება და ნუ ინება :)
მშვენიერი ლექსია- განწყობიანი, გულმართალი.
7. შემოიხურავს, მაშ! ... იცოცხლე. +++ შემოიხურავს, მაშ! ... იცოცხლე. +++
6. ეგრე იცის სიყვარულმა, ტკბილიც არის და მწარეც. ეგრე იცის სიყვარულმა, ტკბილიც არის და მწარეც.
5. კარგი ლექსია, ბოლო სტროფი განსაკუთრებულად მომეწონა. კარგი ლექსია, ბოლო სტროფი განსაკუთრებულად მომეწონა.
4. მომეწონა, კარგი ლექსია, სევდიანი, თბილი გრძნობით სავსე.ლამაზად გაქვს განცდები გადმოცემული. გისურვებ მალე შემოეხუროს ვიღაცას შენი გულის კარი. წარმატებები ყველაფერში. მომეწონა, კარგი ლექსია, სევდიანი, თბილი გრძნობით სავსე.ლამაზად გაქვს განცდები გადმოცემული. გისურვებ მალე შემოეხუროს ვიღაცას შენი გულის კარი. წარმატებები ყველაფერში.
3. კარგი ლექსია, მომეწონა. კარგი ლექსია, მომეწონა.
2. ხვალისთვის ისევ გაუზავებ მწარე სამსალას. იქნებ ასე.
ღიად დავტოვებ ჩემი გულის ორივე კარებს ??? ერთი მიხურე, ორპირი იცის :)))) ხვალისთვის ისევ გაუზავებ მწარე სამსალას. იქნებ ასე.
ღიად დავტოვებ ჩემი გულის ორივე კარებს ??? ერთი მიხურე, ორპირი იცის :))))
1. ორი იმდენ - ორ იმდენ ვიცი რო მარცვალი დააკლდება მარა რა ვქნა ძმაო :))
რითმები მოისუსტებს.
მთლიანობაში ცუდი არ ეთქმის. უკეთესის მოლოდინით. წარმატებები... ორი იმდენ - ორ იმდენ ვიცი რო მარცვალი დააკლდება მარა რა ვქნა ძმაო :))
რითმები მოისუსტებს.
მთლიანობაში ცუდი არ ეთქმის. უკეთესის მოლოდინით. წარმატებები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|