ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2013


წერილი მეუღლეს(რომელიც ზუსტად 3 წლის წინ გავიცანი)



სამი წელია ბედი ჩვენ  გზას ქსოვს
წარსულს ვიხსენებ და მეღიმება
ლეპტოპის ყიდვა გინდოდა  გახსოვს?
და მორცხვად მკითხე „რა ეღირება“

ასე დაიწყო იმ გზის საწყისი
სამი წელი რომ მოვდივართ გვერდით
გზად არ გვქონია ია - ნარცისი
მაგრამ ყოველ წუთს ერთმანეთს ვწერდით

გახსოვს ლანჩხუთში როცა წახვედი
მე კი თბილიში მარტო დამტოვე
გამოგეკიდე ბიჭი  თავხედი
ვერ შევეგუე აქ  სიმარტოვეს

თუნდაც ერთი დღე რომ არ მენახე
ვნერვიულობდი, ვღელავდი გახსოვს?
ვიყავით როგორც თხა და ვენახი
არ  მიკარებდი ძალიან ახლოს


გახსოვს ლოდინით მქონდა მაჯები
გაყინული და მჯეროდა „მოვა“,
ფაეტონზე რომ ერთად  დავჯექით
როგორ დაიწყო ზეციდან თოვა.

გახსოვს იმ ღამით ძლიერ ციოდა
ხელის თითები სულ გაგეყინა
თოვა  დაიწყო და შენ  გინდოდა
ხელჩაკიდებულს გზებზე  გვერბინა

გახსოვს უგდებდი ყურს ცუდის მთქმელებს
თუმცა არ იყო სიმართლე თქმულში
გახსოვს კოცნით რომ გიშრობდი ცრემლებს
და გამეტებით გიკრავდი გულში


გახსოვს გიყვარდა ლექსის მოსმენა
განსაკუთრებით მოგწონდა  ერთი
გახსოვს გიჭირდა კოცნის მოთმენა
პირველად როცა გიწოდე ღმერთი

გახსოვს პირველად გაკოცე როცა
გულმა თუ როგორ უმატა ძგერას
ფეიერვერკით გაწითლდა ზეცა
შენ კი არ დაგცდა არც ერთი ბგერა,

გახსოვს ბრძყინავდა ღიმილით სახე
შეშურდებოდა შენი თვით მზესაც
შენ  „ბოდიალა“ რომ დამიძახე
ამ სიტყვით ხშირად მომმართავ დღესაც

გახსოვს ოცნება ახდა რომელიც
შარვალ კოსტუმში გეხილე მალე
ვყოფილიყავი შენი მთხოვნელი
შენ ჩემს მკლავებში ნაზად მთვლემარე.

ესე მგონია გიცნობ სკოლიდან
თუმცა შესრულდა დღეს სამი წელი
შენ კი დღეს გქვია ჩემი ცოლი და
ორ თვეში ლამაზ ნინიკოს ველით.


ტ.წაქაძე
14.11.2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები