ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიაცერა
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2014


********

როცა მე გიყვარვარ, მინდა რომ მიყურო,
მინდა, რომ ჩემით ხედავდე სამყაროს
და ვერც წუხილმა, ვერც ჭორმა, ვერც ჩხუბმა,
მე და შენ ერთმანეთს ვერასდროს გაგვყაროს.
როცა მე გიყვარვარ, მითხარი რა გტკივა,
გავხდები მალამო (თუ გამოგელია),
იმ სიყტვის ალერსით მოვარჩენ ჭრილობებს,
რომელსაც ამბობენ და არსად არ წერია.
როცა მე გიყვარვარ - დაჯექი ჩემს გვერდით,
დალიე ღვინო ჭიქით საზიარო,
და როგორც უფლის მადლს ,
როგორც მის ხორცს და სისხლს,
მინდა სიყვარულსაც წრუპვით გაზიარო.
შემსვი და ფიალა გატეხე - რად მინდა,
გული შენში დარჩეს და სულის ნაწილიც,
მე შენთვის მომქონდა, ეს ტანი, ეს სახე
და ეს ხელები უფლისკენ გაწვდილი.
როცა მე გიყვარვარ, ცრემლებად მაქციე
და შენი ღიმილის მიზეზიც გავხდები,
ყველა შენს სურვილში, ყველა შენს ნატვრაში
შემოვიჭრები და ოცნებად ავხდები.
მე არ დავიღლები გატარებ მხრებითაც,
თუ მართლა გიყვარვარ შენც მოგეწონება.
გატარებ გრძნობებით, გატარებ ვნებებით,
არ მომეკითხება ჭკუა და გონება.
მომეცი ამბორით ფიცი ერთადყოფნის,
ან ფიცი რად მინდა, კოცნითაც ვირწმუნებ,
მითხარი: დავრჩები, იმ ჭერქვეშ ვიცხოვრებ,
შენ რომ ააშენე და მე არ ვიწუნებ.
ოღონდ თუ გიყვარვარ, დაირქვი: „შენი ვარ“!
მინდა მჯეროდეს რომ ოცნება ამიხდა
და სიმარტოვით დაცვარულ ჰაერსაც
შენი სურნელი გაჰყვეს სახლიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები