 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 15 იანვარი, 2014 |
თუ გსურთ კარგად გაერთოთ, ავტობუსით უნდა იმგზავროთ.
ფეხი ავდგი თუ არა, კონტროლიორს დავუწყე ძებნა, მერე ყვითელი ფონი დავლანდე სალაროსთან, ახლა მივხვდი თუ რატომ ვერ შევამჩნიე უცებ....კონტროლიორი ძალიან დაბალი ქალბატონი გახლდათ, მრგვალი, მომღიმარი სახით, რომელიც ულაპლაპებდა..ბილეთი ავიღე და იქვე დავდექი...ჩავფიქრდი... მაგრამ ფიქრი ვინ მცალა! კონტროლიორმა უცებ წრიპინა ხმით დაიყვირა: ---უკან ყველას გვაქვს?... საოცარია და მას არ დაუზუსტებია თუ რა უნდა გვქონოდა უკან, ან წინ...შევეცადე რაღაც მეთქვა ქართული ენის მისტიურობაზე.....მაგრამ გადავიფიქრე, რადგან უცებ ერთი მოხუცი ქალი აყბედდა, აქამდე არ მესმოდა, ფონად აღვიქვამდი ---მე რომ მესამე კლასში ვიყავი....კონტროლიორები.... მას მერე პირი არ გაუჩერებია, ყველაფერს მოარგო ეს თემა, ანუ როცა ის მესამე კლასში იყო... შემდეგ ბავშვები ამოვიდნენ, ორცხობილა "ტუკი" გახსნეს და ხვრას შეუდგნენ...ეტყობა ძალიან შიოდათ, ამიტომ ორ-ორ, სამ-სამს ერთად ახრამუნებდნენ...ის მოხუცი ქალბატონი კი ისევ განაგრძობდა --აი, მე რომ მესამე კლასში ვიუყავი.....მაშინ ასეთი ხრამუნი....ჩახრამუნება....ხვრა.... ---ამდენი მანქანები არ იყო ქუჩაში.... ---ამდენი ჩამოსული..... ......ჰო და ..მე რომ მესამე კლასში ვიყავი....-----მეტი ვეღარ გავიგე, რადგან მძღოლმა რადიოს აუწია , ახლა უკვე გარკვევით გავიგონე "ზაქის მწვადი. მხოლოდ ჩვენთან!... მობრძანდით !..მობრძანდით!..." დროის რაღაც მონაკვეთში მომეჩვენა რომ მთავარი ცხოვრების აზრი აღმოვაჩინე, " უფალმა სიბრძნითა დააფუძნა ქვეყანა. გონიერებითა განამტკიცა ,იდუმალის შეცნობად აღძრა გონება ....(ეკლესიასტე, 3:1) თურმე უნდა დაიკიდო ყველაფერი, არ დაიდარდო,წახვიდე სადღაც , რომელიღაცა რესტორანში და შესანსლო ზაქის მწვადი, რომელსაც ვიღაცა სახელგანთქმული მზარეული ამზადებს... ვინ მაცალა მოდუნება!....ვინ მაცალა სიცოცხლის არსით ტკბობა!....შემდეგ გაჩერებზე ვიღაც სპორტულად ჩაცმული, ოდნავ შემთვრალი მამაკაცი ამოვიდა, ის რაღაცას გამწარებული ილუკმებოდა, ვიფიქრე, ალბათ შაურმას ჭამდა გაჩერებაზე და ერთი-ორი ლუკმა ავტობუსში ამოყვა მეთქი....თუმცა მწარედ შევცდი, ეს ჯენტლმენი საოცრად ღეჭდა რაღაცას, ორივე ყბით, 10 წუთის მერე მივხვდი რომ ეს კევი იყო, თუმცა როგორ ახერხებდა ასე ჭამის იმიტაციას, ვერ ვხვდები, ნიჭიერები ვართ ქართველები!... ღეჭვის ყურება რომ მომბეზრდა, ახლა გვერდზე გადავიტანე მზერა და უცებ სახეგადათეთრებული ქალი დავინახე, მას უზარმაზარი, ლინზებიანი სათვალე ეკეთა, დროდადრო წარბებს ზემოთ წევდა და თვალებს აჭყეტდა პერიოდულად, როცა მისი თვალების ზომამ ფორთოხალს გადააჭარბა დიამეტრში, ამან ისე შემაშინა რომ წინ გადავიწიე, ახლა მღეჭველი და დაჭყეტილი გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ....კონტროლიორი ისევ გაჰყვიროდა..."უკან ყველამ აიღეთ?" ყველას გაქვთ უკან?.." ზუგჩანთა მოვიხსენი და სკამებთან შევაკვეხე ძლივს, თან ვცდილობდი კიდევ ერთ მგზავრს არ შევხებოდი, ის ტელეფონზე ორივე ხელით მესიჯობდა, გართული იყო და ქანაობდა... უცებ ავტობუსი შექანდა ,საცობი გადალახა და მოუხვია, მანევრი ისე წრაფი იყო რომ ჩემი ჩანთა გადმოცურდა, ძირს დავარდა და საშინელი ხმა გამოსცა. იმ სკამზე მჯდომი ქალბატონი აღელდა... ---ვაიმე, დავარდა, დავარდა ჩემი პარკი!... მერე დაიხედა ძირს და ნახა რომ ეს ჩემი ზურგჩანთა იყო გაიხარა, თვალები აუციმციმდა..--მადლობა ღმერთს....-----ჩაილაპარაკა...მე ჩანთა ავიღე, გავწმინდე, გავხსენი , ტელეფონი ამოვიღე, გადატეხილ ეკრანს დავხედე და სახე შემეცვალა!....თუმცა ის ქალბატონი ისეთი გახარებული იყო რომ მისი პარკი არ დავარდა თურმე, მეც კი მესიამოვნა. ამ დროს კონტროლიორი მოსწყდა სალაროს.... სულ ახლოს იყო მოსული , უცებ ყურში ჩამყვირა.. ---ბილეთი გააქვთ?... სანამ ბილეთს ვიპოვიდი, ის გამომძიებელივით მაკვირდებოდა...რადიო კი ისევ გაჰყვიროდა..."არ დაიდარო!...იგემე ზაქის მწვადი!...ხოლო მოხუცი ქალბატონი უკვე ცდილობდა რა იყო და ....( თან საკმაოდ წარმატებულად) აბამდა ერთ თემას მეორეზე.....ანუ "....როცა ის მესამე კლასში იყო და რას გვიშვრება ეს მთავრობა?".....თუმცა მე იქვე დავამატებდი რომ ერთი რამ დავიწყდა.....უკან რომ ყველას არ აქვს?...ზოგს შიგ აქვს.....(მაპატიეთ!) ბილეთი როგორღაც ვიპოვნე, კიდევ ერთხელ მოვისმინე რეკლამა....ჩამოვედი ძლივს ავტობუსიდან, რადგან ვეღარ ვუძლებდი , ჩასვლისას ისევ გავიგონე.....""მე რომ მესამე კლასში ვიყავი...ზაქის მწვადი....უკან ყველას აქვს?....""
P.S. დიდხანს ვიჯექი გაჩერებაზე ცივ რკინის სკამზე და ჩემი ტელეფონის გატეხილ ეკრანს ვაკვირდებოდი...მართალია გატყდა მაგრამ რამხელა სიხარული გამოიწვია ჩემი ჩანთის დავარდნამ! ნუ ვიქნებით ეგოისტები! გავახაროთ ერთმანეთი!....გვქონდეს ყველას უკან...ან წინ... ჰო, მაგრამ ,აი მე რომ მესამე კლასში ვიყავი........თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და ამას როდესმე აუცილებლად მოგიყვებით...
ს.ნ.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. კარგი იყო ვიხალისე! თან ტიპიური ავტობუსით მგზავრობა იყო კარგი იყო ვიხალისე! თან ტიპიური ავტობუსით მგზავრობა იყო
13. გილოცავ.....:)))) <3 გილოცავ.....:)))) <3
12. კარგია კარგი, მომეწონა "საოცარია და მას არ დაუზუსტებია თუ რა უნდა გვქინოდა უკან, ან წინ...
შევეცადე რაღაც მეთქვა ქართული ენის მისტიურობაზე..მაგრამ გადავიფიქრე, " ახლა მე მოგიყვები , შენ გეცოდინება ეს ხოდა შუა ხნის ქალი დგას , მარშუტკამ ჩამოუარა, ქალმა ხელი დაუქნია... მარშუტკა გაჩერდა ქალმა სახელური მოსწია კარი გააღო , მძღოლს ეკითხება -ვაჟას უდგება, -რომელ ვაჟას? ატყდა ხარხარი, -ფუი თქვენ..ქალმა კარები მაგრად მიაჯახუნა კარგია კარგი, მომეწონა "საოცარია და მას არ დაუზუსტებია თუ რა უნდა გვქინოდა უკან, ან წინ...
შევეცადე რაღაც მეთქვა ქართული ენის მისტიურობაზე..მაგრამ გადავიფიქრე, " ახლა მე მოგიყვები , შენ გეცოდინება ეს ხოდა შუა ხნის ქალი დგას , მარშუტკამ ჩამოუარა, ქალმა ხელი დაუქნია... მარშუტკა გაჩერდა ქალმა სახელური მოსწია კარი გააღო , მძღოლს ეკითხება -ვაჟას უდგება, -რომელ ვაჟას? ატყდა ხარხარი, -ფუი თქვენ..ქალმა კარები მაგრად მიაჯახუნა
10. კარგი ხაარ სერგეი +5 კარგი ხაარ სერგეი +5
9. კარგი ხაარ სერგეი +5 კარგი ხაარ სერგეი +5
8. შენ და შენი სამეფო იუმორი სერგეი. კი ვიხალისე და:) მაგარია:)
ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 15 იანვარი, 2014
შენ და შენი სამეფო იუმორი სერგეი. კი ვიხალისე და:) მაგარია:)
ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 15 იანვარი, 2014
7. ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 2
15 იანვარი, 2014 კარგად ვიხალისე:D ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 2
15 იანვარი, 2014 კარგად ვიხალისე:D
6. ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
:))))))))))) ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
:)))))))))))
5. სერგეი, მანქანა იყიდე, თორემ ხანდახნ მგონია რომ "მოვიდნენ". სერგეი, მანქანა იყიდე, თორემ ხანდახნ მგონია რომ "მოვიდნენ".
3. უკაცრავად, კომენტარი გავწელე :) უკაცრავად, კომენტარი გავწელე :)
2. ვაიმე რა ოხერი ხარ შენ:D:D:ესაა---რასაც იმ დღEს წერდი?:D:D:D: დაგა5++++არტემ:D:D:D: მაგარი იყო! ვაიმე რა ოხერი ხარ შენ:D:D:ესაა---რასაც იმ დღEს წერდი?:D:D:D: დაგა5++++არტემ:D:D:D: მაგარი იყო!
1. აუ
:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
5 ! აუ
:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
5 !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|