ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტიქია
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2014


პოეტის ალტერ ეგო

მრწამს  პოეზიის, ხვალ იგემებს ნდობას რეფრენი,
ჯერ თვლემს უძილოდ,სიძულვილის გამო მავანთა,
ჭკუას იღრძობენ, ზურგს მომდგარი მოპაექრენი,
სიბრძნის მძლე ჩრდილმა კერეონად გამოგანათა.
ფრინველთა დასი ღრუბლის ცას ჰგავს უფარშევანგოდ,
უმზეო ცა თრთის, სტროფნატკენი შავი ქაღალდი,
ნიჭი უმადლე, ყურმოჭრილო, უფალს, შენ ვან გოგ,
დღეს მხატვარი ხარ-მზის, ყალმებით შეიარაღდი.
ჰგავხარ ურდოსთან კალამ-შუბით მებრძოლ აქილევსს,
შევალიე ხარ, წასვლით გტანჯავს ტურფა მანონი,
ექომაგები ქველ პოეტებს, ეტრფი აქ იმ ლექსს,
რომელსაც თხზავენ ღვთის რწმენაში უყოყმანონი.
შორ გზებს ნახავენ ხვალ სხივუხვი მზის მეოხებით,
შენ კი შმაგხმიან, ბასრ ლექსების დაგიცავს თორნი,
არ გხიბლავთ მგოსნებს ხალიჩები,ფეხქვეშ ნოხები,
პარტერებს ართობს  ფარს პოეტთა ცრუ მარათონი.
ძველ სკივრებს ხსნიან,სხვისი განძით პლაგიატობენ,
ურა ზვირთების ბორგვით გიფრთხობს გულს ამაზონი,
ყალბი ბრბოს სმენა გეჩოთირა, მსწრაფლ მიატოვე,
დარჩნენ მყრალ მიწას ტლუ ვარსკვლავნი,ულამაზონი.

თ.კამერტონი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები